სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

გვეშინოდეს, რომ ოდესმე არ გვამხილონ ჩვენივე საკუთარი სიტყვებით! გვეშინოდეს, რომ ოდესმე არ გვამხილონ ჩვენივე

როდესაც ძმის ცოდვებს დავფარავთ, უფალიც დაფარავს ჩვენს შეცოდებებს; ხოლო, როდესაც მოყვასის შეცოდებებს გავამჟღავნებთ, უფალი ჩვენს ცოდვებს განაცხადებს. როდესაც ძმის ცოდვებს დავფარავთ, უფალიც

"აი, ერთი უმოკლესი გზა, რომელსაც ცოდვათა შენდობისკენ მივყავართ, - ბრძანებს წმიდა იოანე კიბისაღმწერელი, - კონკრეტულად კი: არ განიკითხო! თუ არ განიკითხავთ, არც თქვენ განიკითხებით!" (ლუკა 6, 37). "აი, ცხონების გზა მარხვის, ღამისთევისა და შრომის გარეშე!" - ამტკიცებს წმიდა ანასტასი სინელი. როგორც თვითმხილველი, იგი გვიამბობს, რომ ერთმა დაუდევარი ცხოვრების მქონე ძმამ სიკვდილის წინ იხილა, რომ ანგელოზებმა მისი მხოლოდდამხოლოდ ერთი სათნოების გამო - იმისათვის, რომ იგი არავის განიკითხავდა, დახიეს ყველა მისი უკანონო ქმედების ამსახველი ფურცელი და სხეულიდან გასვლის ჟამს მისი სული ზეციური სიხარულით აავსეს. აი, ერთი უმოკლესი გზა, რომელსაც ცოდვათა

შეწუხდი შემცოდე მოყვასის გამო, რათა ამასთან ერთად წუხდე საკუთარ თავზეც, რადგან ყველანი ცოდვილნი ვართ და სასჯელს ვიმსახურებთ. შეწუხდი შემცოდე მოყვასის გამო, რათა ამასთან

ვისაც სწამს, რომ სხეულიდან გასვლის ჟამს ღვთის სამსჯავროს წინაშე უნდა წარსდგეს, არავითარ შემთხვევაში არ განიკითხავს მოყვასს, რამეთუ თვითონაც უნდა აგოს პასუხი ღვთის წინაშე ყველა თავისი საქმის გამო. ვისაც სწამს, რომ სხეულიდან გასვლის ჟამს ღვთის

ნუ უყურებ სხვის ცოდვებს, არამედ საკუთარ ბოროტ საქმეებს შეხედე, რამეთუ პირველისთვის არ განისჯები, საკუთარისთვის კი აუცილებლად აგებ პასუხს. ნუ უყურებ სხვის ცოდვებს, არამედ საკუთარ ბოროტ

სუფთაც რომ იყო ცოდვებისგან, მაშინაც ნუ განიკითხავ მოყვასს შეცოდებების გამო, რათა ამ განკითხვის გამო ცოდვაში არ ჩავარდე. სუფთაც რომ იყო ცოდვებისგან, მაშინაც ნუ

ნუ განიკითხავ სხვას ცოდვის გამო, არამედ - საკუთარი თავი იხსენი განკითხვის ცოდვისგან. ნუ განიკითხავ სხვას ცოდვის გამო, არამედ -

ნუ განიკითხავ მემრუშეს, განა თვითონ კი კეთილგონიერი ხარ? თვით შენც ხომ მასავით დაარღვევ კანონს, თუ მას განიკითხავ; რამეთუ თქმულ არს: "არა იმრუშო" (მათე 5, 27) და კიდევ: "ნუ განიკითხავთ" (მათე. 7, 1). ნუ განიკითხავ მემრუშეს, განა თვითონ კი

თუმცა კი მართალი ხარ, მაინც არ უნდა განიკითხო ცოდვილი, რადგან, თუ შენი განვლილი ცხოვრება იმის მსგავს ცოდვებზე არ მიგითითებს, რომელსაც ახლა მოყვასში ხედავ და რომლის გამოც მისი განსჯა გსურდა, სამაგიეროდ, შენი მომავალი ცხოვრების ჟამს თავდები ვერ იქნები, რომ მათ არ ჩაიდენ. თუმცა კი მართალი ხარ, მაინც არ უნდა განიკითხო

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2