ქრისტიანობა ჯვრისმტვირთველობაა – ამასთან ვერტიკალური ხაზი მიანიშნებს ჩვენს მსახურებას და ერთგულებას უფლისადმი, ხოლო ჰორიზონტალური – მოყვასისადმი. თუ ქრისტიანის ცხოვრება ჯვარს არ ქმნის, იგი არ ცხოვრობს სწორად.
ადამიანმა მადლობით უნდა მიიღოს ის ტვირთი, რისი ტარებაც ამქვეყნად უწევს, სანაცვლოდ კი ღირსი გახდება მარადიული ნეტარებისა. გახსოვდეთ, უფალი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგცემთ, რისი აწევაც თქვენ არ ძალგიძთ, ოღონდ მხოლოდ საკუთარ თავს ნუ მიენდ...
იხილეთ სრულად
ადამიანმა მადლობით უნდა მიიღოს ის ტვირთი, რისი ტარებაც ამქვეყნად უწევს, სანაცვლოდ კი ღირსი გახდება მარადიული ნეტარებისა. გახსოვდეთ, უფალი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგცემთ, რისი აწევაც თქვენ არ ძალგიძთ, ოღონდ მხოლოდ საკუთარ თავს ნუ მიენდობით, არამედ ეცადეთ, უფლის სასოება არ დაკარგოთ როგორც ყველაზე მძიმე წუთებში, ისე მაშინაც, როცა სიხარულით იქნებით აღვსილნი.
აღდგომილი ქრისტეს ნათელი განაბრწყინვებს მის ეკლესიას და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვის სიხარული სრულიად აღავსებს მას. ჩვენს შორის უხილავად იმყოფება აღდგომილი მაცხოვარი და ჩვენც, ჩვენი ეკლესიური ცხოვრებით იდუმალად ვერთიანდებით მას...
იხილეთ სრულად
აღდგომილი ქრისტეს ნათელი განაბრწყინვებს მის ეკლესიას და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვის სიხარული სრულიად აღავსებს მას. ჩვენს შორის უხილავად იმყოფება აღდგომილი მაცხოვარი და ჩვენც, ჩვენი ეკლესიური ცხოვრებით იდუმალად ვერთიანდებით მასში.გუშინ შენთან ერთად დავიფალით, უფალო, და დღეს შენთან ერთად აღვდგებით და ძლევის საგალობელს გიგალობთ ზეცის თანაზიარნი.
ცნობილი მკვლევარი მაქს პლანკი შეგვახსენებს: "მეცნიერება და რელიგია სინამდვილეში არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ ნებისმიერი მოაზროვნე კაცისათვის ისინი აუცილებელია ერთმანეთის შესავსებად და გასაღრმავებლად".
აი, რას წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი: "თანდათან ურწმუნო ადამიანად ვიქეც და აღარ მივმართავდი უფალს ბავშვობაში ნასწავლი ვედრებით; თუმცა რომ დავუკვირდი ჩემს წარსულს, აღმოვაჩინე, თურმე მასთან ხშირად მქონია ლოცვის მსგ...
იხილეთ სრულად
აი, რას წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი: "თანდათან ურწმუნო ადამიანად ვიქეც და აღარ მივმართავდი უფალს ბავშვობაში ნასწავლი ვედრებით; თუმცა რომ დავუკვირდი ჩემს წარსულს, აღმოვაჩინე, თურმე მასთან ხშირად მქონია ლოცვის მსგავსი ურთიერთობა. იგი იყო ჩემთან, თუ მე ვიყავი მასთან, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში ის მამხნევებდა და სიცოცხლის ძალით მავსებდა, რათა კვლავ შემეგრძნო მისი იდუმალი მყოფობა. მე მას აღვიქვამდი, როგორც და...
ერთადერთი ძალა, რომელმაც კაცობრიობის განვითარებას შეიძლება სწორი გეზი მისცეს, არის აღიარება ღვთისა, როგორც სამყაროს შემოქმედისა და ყოველივეს განმსაზღვრელისა. დღეს ამის აუცილებლობას ადრე ღმერთისადმი მტრულად განწყობილი მეცნიერებიც კ...
იხილეთ სრულად
ერთადერთი ძალა, რომელმაც კაცობრიობის განვითარებას შეიძლება სწორი გეზი მისცეს, არის აღიარება ღვთისა, როგორც სამყაროს შემოქმედისა და ყოველივეს განმსაზღვრელისა. დღეს ამის აუცილებლობას ადრე ღმერთისადმი მტრულად განწყობილი მეცნიერებიც კი აღარ უარყოფენ.
ხელისუფალთა სიბრძნე, უპირველეს ყოვლისა, იმაშია, რომ შეძლონ, შეინარჩუნონ საზოგადოების სიჯანსაღე, რაც ღირებულებების სწორად შეფასებას, სწორ აზროვნებას და სახელმწიფოს განვითარების სწორ ორიენტაციას გულისხმობს.
დიდი პარასკევი: უფლის ვნების დღე; ავაზაკთა გვერდით ჯვარზე გაკრული აღესრულა მაცხოვარი; უნუგეშოდ შთენილნი, სასომიხდილნი, დამცირებულნი მოციქულნი და ახლობელნი უფლისა დაბნეულობას მოეცვა. მათი მდგომარეობა ამის საფუძველს მართლაც იძლეოდა,...
იხილეთ სრულად
დიდი პარასკევი: უფლის ვნების დღე; ავაზაკთა გვერდით ჯვარზე გაკრული აღესრულა მაცხოვარი; უნუგეშოდ შთენილნი, სასომიხდილნი, დამცირებულნი მოციქულნი და ახლობელნი უფლისა დაბნეულობას მოეცვა. მათი მდგომარეობა ამის საფუძველს მართლაც იძლეოდა, რადგან არამარტო მოძღვარი დაკარგეს, არამედ ღმერთკაცის წამებაც საკუთარი თვალით იხილეს; ამასთან, იესო ქრისტე თორმეტ უახლოეს მოწაფეთაგან ერთ-ერთმა გასცა.არას მქონეთ, უბირთ და გამოუცდელთ რისი იმედი უნდა ჰქონოდათ? თუნდ ექადაგ...