სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ყველა ნივთი სამყაროში, ყოველგვარი კეთილდღეობა, მიწიერი ბედნიერება, ყოველგვარი მეცნიერებაც კი: ხელოვნება, მხატვრობა უნდა იყოს ფასეული მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი სათნოებაში წარმატებას ემსახურებიან (1 მეფეთა 2, 10; იერ. 9, 24).
ყველაფერი ამსოფლიური, რაოდენ მნიშვნელოვნად და დიდადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, სრულიად უმნიშვნელოა. ყველა საქმეზე უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ჩვენი ცხონების საქმე უნდა იყოს.
ქრისტიანი სულის ცხონებას თავის უმთავრეს, თვით ერთადერთ მიზნადაც უნდა მიიჩნევდეს, ყველა დანარჩენს კი - ამ მიზნის მისაღწევ საშუალებად.
ქრისტიანი მიწაზეც კი ღებულობს ნუგეშს ღვთისაგან, რაც აიძულებს, დაივიწყოს დარდი და თითქოსდა ხარობს და სულგრძელებას იჩენს მწუხარებაში. "მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ" (1 კორ. 4, 12... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ქრისტიანი მიწაზე ცხოვრებისას უარს ეუბნება საკუთარ თავს გრძნობად სიამოვნებებზე, რომლითაც ეს სოფელი თავის მონებსა და თაყვანისმცემლებს უმასპინძლდება, მაგრამ სამაგიეროდ იგი სიკვდილის შემდეგ ისეთ სიკეთეებს დაიმსახურებს ზეცაში... იხილეთ სრულად
ქრისტიანს შეუძლია, კადნიერი სიხარულით უთხრას კარსმომდგარ სიკვდილსაც: "სიკვდილო, სადა არს საწერტელი შენი" (1 კორ. 15, 55).