წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი | გამონათქვამები
ლოცვის თავდაპირველი ნაყოფი ყურადღება და გულისლმობიერებაა. ეს ნაყოფები სწორად აღსრულებული ლოცვის ფონზე, სხვებზე ადრე წარმოჩნდებიან, რამეთუ ეს ლოცვა ფსალმუნთგალობას და სხვა ყველაირ ლოცვითმეტყველებას აღემატება. ყურადღებისაგან იშვება ... იხილეთ სრულად
სატანური ოცნება სულზე ძალზე მავნებლურად მოქმედებს, ის სულში ცოდვების მიმართ განსაკუთრებულ თანაგრძნობას აღძრავს. ხშირი ჩვენებით სულზე შეიძლება წარუხოცელი, დამღუპველი შთაბეჭდილება მოახდინოს.
ეშმაკის შეხებით ხორციელი ვნებები აღიძვრება და ავადმყოფობა წარმოიშობა, რომელზეც ჩვეულებრივი ადამიანური მკურნალობა არ მოქმედებს.
ლოცვისას მთლიანად სინანულს ჩაუღრმავდი. არსებობს განახლებული მდგომარეობა - ეს იცი - თუმცა ძველ მდგომარეობაში იმყოფები! ამიტომ მუდამ თან უნდა გდევდეს გლოვა და მაცხოვნებელი მწუხარება. უარყავ თავი შენი; მიბაძე წმინდა მოციქულს და ნუ შე... იხილეთ სრულად
ნეტარია სული, რომელმაც გააცნობიერა ღმრთის წინაშე თავისი სრული უღირსება, განიკითხა საკუთარი თავი, როგორც უბადრუკი და ცოდვილი! იგი ცხონების გზაზე დგას. იგი თავისუფალია თვითცდუნებისგან.
ნეტარია სული, რომელიც ხედავს საკუთარ თავში დაბუდებულ ცოდვას! ნეტარია სული, რომელიც თავის თავში შეიცნობს პირველმამათა დაცემასა და ძველი ადამის სიძველეს! საკუთარი ცოდვის ასეთი ხედვა არის სულიერი ხედვა, საღმრთო მადლით სიბრმავისგან გა... იხილეთ სრულად
დიდი სიმაღლეა ღმერთის მუდამ ხსენება! მაგრამ ეს მეტად სახიფათოა მაშინ, როცა მისკენ მიმავალი კიბე არ ეყრდნობა სიმდაბლის ურყევ კლდეს.
მყვინთავი ზღვის სიღრმეში ეშვება, რათა ძვირფასი მარგალიტი მოიპოვოს - წმინდა მამებიც მიდიოდნენ უშინაგანეს უდაბნოში, იქ უღრმავდებოდნენ საკუთარ თავს, ნახულობდნენ ნაირგვარ უძვირფასეს მარგალიტებს: ქრისტიანულ სიმდაბლეს, ყრმის უბრალოებასა... იხილეთ სრულად
ბოროტი და კეთილი უნდა განასხვავოს გულმა - ეს მისი საქმეა. მაგრამ კვლავ საჭიროა დრო, სახარებისეული მცნებების გათავისება, რომ გულს განუვითარდეს ნატიფი გემოვნება, რათა გაარჩიოს სუფთა ღვინო ნაყალბევისგან... სანამ გული არ ისწავლის კეთი... იხილეთ სრულად
ადამიანის გონებას არ ძალუძს სიკეთისა და ბოროტების გარჩევა; შენიღბული ბოროტება მას თითქმის ყოველთვის იოლად ატყუებს. და ეს ერთობ ბუნებრივია: კაცის გონება მცირეწლოვანია, ხოლო ბოროტი გულისსიტყვებით მასთან მეომართ აქვთ ასეთი ბრძოლის, მ... იხილეთ სრულად