მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
ჰოი მეუფეო! ეგე ბრძოლა მტერისა ბოროტისა არს, რათამცა ეკლესიათა და აღაპთა მიზეზითა გლახაკთა უწყალოებასა შინა მოგვალს. არა თუ ამას იტყვის ღმერთი, ვითარმედ ეკლესიანი არა შეამკუენითო, არამედ: „მშიოდა და არა მეცით მე ჭამადიო“, ვითარცა ... იხილეთ სრულად
წმიდა და უმწიკვლო ღმრთისმსახურება ღმრთისა და მამის წინაშე ისაა, რომ გაჭირვებაში მიხედო ქვრივ-ობლებს, და ამ ქვეყნისაგან შეუგინებლად დაიცვა თავი.
თ. 1
ჩვენ მოწყალენი უნდა ვიყოთ, რათა ჩვენც ვიქნეთ შეწყალებულნი. მივცეთ გაჭირვებულებს ჩვენი შემოსავლის მეათედზე მეტი, რათა ჩვენი სიმართლე აღემატებოდეს ფარისევლებისა და მწიგნობრებისას, ისინი ხომ მხოლოდ მეათედს გასცემდნენ. ასე მოვიპოვებთ ... იხილეთ სრულად
შვილო, გლახაკის ქონებას ნუ მიიტაცებ და მთხოვნელს თვალს ნუ აარიდებ. მშიერის სულს ნუ დაამწუხრებ და ნუ განარისხებ კაცს მის გასაჭირში. განრისხებულ გულს ნუღარ შეაჭირვებ და მთხოვნელს მიცემას ნუ დაუგვიანებ. შეწევნის მთხ... იხილეთ სრულად
ღმერთთან ხელშეკრულება დავდე: მე მოწყალების გაღებით ვაცარიელებ ჩემს ჯიბეს, ის კი ხელახლა მივსებს. მას არასოდეს დაურღვევია ჩვენი ხელშეკრულება, და მე დავარღვიო?! ეს არასოდეს არ მოხდება!
ქრისტიანს მოწყალების გაღება შეუძლია არა მარტო ნივთიერად, არამედ თავისი ცოდნით, შრომით, რჩევითა და სხვა სახითაც.
ქრისტე ამბობს, რომ ვინც ითხოვს, ყოველგვარი გამოცდის გარეშე უნდა მივცეთ მას. და მას, ვინც ითხოვს, გაჭირვებული რომც არ იყოს, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. გიხაროდეს რომ მოწყალების გაღების საშუალება გაქვს. ღმერთი „წვიმს მართალთა ზედა... იხილეთ სრულად
ქველმოქმედი კაცი მოკეთდება; ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება. ხორბლის დამჭერს წყევლის ხალხი, გამცემის თავზე კურთხევაა. ვინც სიკეთეს მიელტვის, მადლს მოიხვეჭს, ბოროტების მძებნელს კი ბოროტება ეწევა. თ. 11-... იხილეთ სრულად
სიმდიდრეს, რომელიც ღარიბებზე არ გაიცემა, ჩვენი სულების ცხონებისათვის, სნეულთა ჯანმრთელობისათვის და მიცვალებულთა განსვენებისათვის, ადამიანისათვის დამანგრეველია. მოწყალება, რომელსაც ქვრივებს, ავადმყოფებს, ობლებს და სხვა საბრალოებს ვ... იხილეთ სრულად
როდესაც ერის ადამიანი მოწყალებას კეთილი განწყობით გასცემს და არა კაცთმოთნეობით, ღმერთი მას არ დატოვებს და დადგება დრო და მის გულში ალაპარაკდება იგი.