სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

პირფერი ადამიანი ყოველგვარ მხეცზე საშინელია. ცხოველი ისეთს გიჩვენებს საკუთარ თავს, როგორიც არის სინამდვილეში, ასეთი ადამიანი კი ხშირად თავმდაბლობისა და სათნოების ნიღაბქვეშ მალავს თავის შხამს, ასე რომ, ძალზე ძნელია, ამოიცნო და ფრთხილად იყო მის ვერაგობასთან. პირფერი ადამიანი ყოველგვარ მხეცზე საშინელია.

ვინც გეპირფერება, ის აშკარა მტერზე საშიშია შენთვის ვინც გეპირფერება, ის აშკარა მტერზე საშიშია

პირფერს ენაზე თაფლი აქვს, გულში კი ღვარძლს ატარებს - სიტყვით მშვიდობას გპირდება, საქმით კი მახვილს გიმზადებს. პირფერს ენაზე თაფლი აქვს, გულში კი ღვარძლს

პირფერი ადამიანი იოაბს ჰგავს, რომელსაც ამესიას მკვლელობის განზრახვა ედო გულში (2 მეფეთა 20, 9-10); ეს არის იუდა, რომელმაც ამბორით გასცა ძე კაცისა. პირფერი ადამიანი იოაბს ჰგავს, რომელსაც

პირფერნი თვით იმ ნაკლოვანებისთვისაც კი გვაქებენ, რომლებიც თვითონვე არ მოგვწონს საკუთარ თავში. პირფერნი თვით იმ ნაკლოვანებისთვისაც კი

ვინმეს გულწრფელ შექებასაც კი ერიდე, რადგან თავმდაბალ ადამიანს ის არ უყვარს, ამპარტავანი კი კიდევ უფრო ქედმაღალი ხდება. ვინმეს გულწრფელ შექებასაც კი ერიდე, რადგან

არის სამყაროში რაღაც ისეთი, რასაც არ შეიძლება ეწოდოს პირფერობა, მაგრამ მას ჰგავს: ეს თავაზიანობაა. არის სამყაროში რაღაც ისეთი, რასაც არ შეიძლება

ნუ იქნები თვითონ მლიქვნელი და ნურც სხვას მისცემ საშუალებას, თავი დაიმციროს შენს წინაშე და გეპირფერებოდეს: პირველი ცბიერი და ვერაგი ადამიანის თვისებაა, უკანასკნელი კი - პატივმოყვარე და ამპარტავანისა. ნუ იქნები თვითონ მლიქვნელი და ნურც სხვას

როდესაც პირფერები ჩვენს ქებას იწყებენ, გავიხსენოთ ჩვენი ყველა უკანონო ქმედება და ისე დავუჯეროთ პირფერობის ცრუ ხმას. მაშინ მშვენიერი პიროვნება, რომლის მორგებასაც ცდილობენ ჩვენზე, ჩვენს დამახინჯებულ სახეს აღარ მიესადაგება. როდესაც პირფერები ჩვენს ქებას იწყებენ

ზოგიერთი ჩვენი სათნოების უკანა სახე მრავალ მანკიერებაზე უარესია ზოგიერთი ჩვენი სათნოების უკანა სახე მრავალ

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2