სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

მოყვასის დამამცირებელი და განმკითხველი სიტყვის მოსმენისას გაფრთხილდი, რათა სმენით სხვისი ენის ცოდვის თანამოაზრე არ გახდე. ნუ დაუდებ გულს სიტყვებს, რომლებიც განმკითხველს უფრო ავნებს, ვიდრე მას, ვინც განიკითხეს. მოყვასის დამამცირებელი და განმკითხველი

განკითხვის მოსმენისას წესად გქონდეს - არ დაიჯერო. როდესაც ერთ ბერთან ვიღაც მივიდა და მეორე ადამიანის შესახებ ცუდის თქმა დაიწყო, მოძღვარმა ჰკითხა: - "საიდან იცი ეს?" მან უპასუხა, ერთმა კეთილმა ადამიანმა მითხრაო. - "არა, ის კეთილი არ არის, - უპასუხა ბერმა, - ასეთი რომ იყოს, სხვაზე ცუდს არ იტყოდა". განკითხვის მოსმენისას წესად გქონდეს - არ

როდესაც უფალმა სოდომელთა გოდება მოისმინა, არ დაიჯერა, ვიდრე საკუთარი თვალით არ იხილა (შეს. 18, 20-21); ასევე ყოველთვის არ უნდა დავიჯეროთ მოყვასის ლანძღვა. როდესაც უფალმა სოდომელთა გოდება მოისმინა, არ

თუ არ შეგიძლია, რომ განმკითხველი დაადუმო, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში მასთან ურთიერთობას მაინც მოერიდე. თუ არ შეგიძლია, რომ განმკითხველი დაადუმო

თუ ყურს გაუფრთხილდები, ენით არ შესცოდავ თუ ყურს გაუფრთხილდები, ენით არ შესცოდავ

ნუ დაეთანხმები ცილისმწამებელს, ნუ გაერთობი მისი ავი სიტყვით; მაგრამ ნურც სიძულვილის განცდა გექნება იმის მიმართ, ვინც მოყვასს განიკითხავს. ნუ დაეთანხმები ცილისმწამებელს, გაერთობი მისი

ცოდვა უნდა გძულდეს, ცოდვილი კი უნდა გიყვარდეს ცოდვა უნდა გძულდეს, ცოდვილი კი გიყვარდეს

გეშინოდეს ვინმეს განკითხვისა არა მხოლოდ აშკარად, არამედ გულშიც კი გეშინოდეს ვინმეს განკითხვისა არა მხოლოდ

არაფერი ისე სწრაფად და ადვილად არ დაგაზიანებს, როგორც პირფერობა არაფერი ისე სწრაფად და ადვილად არ

არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრაა არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2