სასარგებლოა, რომ ჩვენში სიკვდილის ხსოვნა განვაცხოველოთ სასაფლაოზე მისვლით, ავადმყოფთა მონახულებით, ახლობელთა გარდაცვალებისა და დაკრძალვაზე დასწრებით, ჩვენს მიერ ნანახი და გაგონილი თანამედროვე სხვადასხვანაირი სიკვდილის ხშირი გახსენ...
იხილეთ სრულად
სასარგებლოა, რომ ჩვენში სიკვდილის ხსოვნა განვაცხოველოთ სასაფლაოზე მისვლით, ავადმყოფთა მონახულებით, ახლობელთა გარდაცვალებისა და დაკრძალვაზე დასწრებით, ჩვენს მიერ ნანახი და გაგონილი თანამედროვე სხვადასხვანაირი სიკვდილის ხშირი გახსენებით... შევიგნოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრების ხანმოკლეობა და ყოველი მიწიერი მონაგებისა და უპირატესობის ამაოება; შევიგნოთ საშინელი მომავალი მათი, რომელნიც მხსნელსა და ხსნას უგულებელყოფენ და რომელთაც თავი სრულიად მიუძღვნეს ცოდვ...
ადამიანს სიკვდილი უხილავად დასდევს. იქ დაეწევა, სადაც სრულიად არ მოელოდა; მაშინ დაეწევა, როცა არ ელოდა; ისე დაეწევა, არასოდეს რომ არ უფიქრია. ყოველთვის ისეთი იყავი, როგორიც აღსასრულის ჟამს გინდა იყო. იფიქრე იმაზე, იფხიზლე და არ მო...
იხილეთ სრულად
ადამიანს სიკვდილი უხილავად დასდევს. იქ დაეწევა, სადაც სრულიად არ მოელოდა; მაშინ დაეწევა, როცა არ ელოდა; ისე დაეწევა, არასოდეს რომ არ უფიქრია. ყოველთვის ისეთი იყავი, როგორიც აღსასრულის ჟამს გინდა იყო. იფიქრე იმაზე, იფხიზლე და არ მოგინდება არც პატივი, არც დიდება, არც სიმდიდრე, არც წუთისოფლის რაიმე უპირატესობა და სიამოვნება. იფიქრე, რომ დღეს ან ხვალ მოკვდები, მაშინ ყოველი ამაოება გაქრება შენი გულიდან. რად უნდა პატივი, დიდება, სიმდიდრე და უპირატესობა...
განსაცდელები და მწუხარებები ადამიანს მისსავე სასარგებლოდ ეგზავნება: მათგან განსწავლული სული ღმერთის წინაშე ძლიერი, პირნათელი ხდება. თუკი ყველაფერს ღვთისადმი სასოებით დაითმენს, შეუძლებელია სულიწმიდის მიერ აღთქმული სიკეთენი და ვნება...
იხილეთ სრულად
განსაცდელები და მწუხარებები ადამიანს მისსავე სასარგებლოდ ეგზავნება: მათგან განსწავლული სული ღმერთის წინაშე ძლიერი, პირნათელი ხდება. თუკი ყველაფერს ღვთისადმი სასოებით დაითმენს, შეუძლებელია სულიწმიდის მიერ აღთქმული სიკეთენი და ვნებათაგან სრული გათავისუფლება არ მიიღოს.
სულები, რომლებიც ან ადამიანებისაგან მიყენებული შეურაცხყოფით ან გონებაში ფარულად აღმოცენებული ბილწი ზრახვებით, ან სხეულებრივი სნეულებებით იტანჯებიან, თუკი ყოველივეს ბოლომდე დაითმენენ, ...
ცხონების მთელი საიდუმლო სინანულშია. რა მარტივია ეს, რა ცხადია! ღვთისგან ჩვენთვის ნაჩვენებ მაცხოვნებელ სინანულს ვტოვებთ და მოჩვენებით სათნოებებში მოღვაწეობისკენ მივისწრაფით, რადგან ჩვენს გრძნობებს ისინი სიამოვნებს.
ცხონებისათვის განსაკუთრებული ძალისხმევა, გულმოდგინება, სიფრთხილე, კეთილგონიერება და მოთმინებაა საჭირო. ჩვენი ყოვლადძლიერი წინამძღოლი და ზედამდგომელი ცხოვრება, ძალა და ხსნა უფალი იესო ქრისტეა, რომელმაც წინასწარ გვამცნო – სოფელსა ამ...
იხილეთ სრულად
ცხონებისათვის განსაკუთრებული ძალისხმევა, გულმოდგინება, სიფრთხილე, კეთილგონიერება და მოთმინებაა საჭირო. ჩვენი ყოვლადძლიერი წინამძღოლი და ზედამდგომელი ცხოვრება, ძალა და ხსნა უფალი იესო ქრისტეა, რომელმაც წინასწარ გვამცნო – სოფელსა ამას შინა ჭირი გექნებათო, – გვამხნევებს კიდეც და გვეუბნება: „არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოანე 16, 33).
შემეცნების და ჩვენი ცხონებისათვის საჭირო სულიერი მდგომარეობის მოსახვეჭად მთელი გულმოდგინება უნდა გამოვიყენოთ. ცარიელი ცნობისმოყვარეობით, ამაო და უსარგებლო ცოდნისმოყვარეობით ნუ დავკმაყოფილდებით. სულის სიღატაკე, ტირილი, სიმშვიდე, ზე...
იხილეთ სრულად
შემეცნების და ჩვენი ცხონებისათვის საჭირო სულიერი მდგომარეობის მოსახვეჭად მთელი გულმოდგინება უნდა გამოვიყენოთ. ცარიელი ცნობისმოყვარეობით, ამაო და უსარგებლო ცოდნისმოყვარეობით ნუ დავკმაყოფილდებით. სულის სიღატაკე, ტირილი, სიმშვიდე, ზეციური სიმართლის წყურვილი უნდა მოვიხვეჭოთ. ვევედროთ ღმერთს, რომ მან ჩვენი ცოდვები დაგვანახოს და ჭეშმარიტი სინანული გვაღირსოს... შევთხოვოთ უფალს, რომ შინაგანი სისუფთავე და ბრძნული თავმდაბლობა მოგვანიჭოს, რის შედეგადაც, სულ...
იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა გვაცხოვნებს, უნდა ვიცოდეთ რა წარგვწყმედს, რამეთუ ცხოვნება მხოლოდ წარყმედილებს სჭირდებათ. ცხონების მაძიებელი თავის თავს დაღუპულად აღიარებს, თორემ აბა რაღად დასჭირდებოდა გადარჩენის გზის ძიება; ჩვენი წარწყმე...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა გვაცხოვნებს, უნდა ვიცოდეთ რა წარგვწყმედს, რამეთუ ცხოვნება მხოლოდ წარყმედილებს სჭირდებათ. ცხონების მაძიებელი თავის თავს დაღუპულად აღიარებს, თორემ აბა რაღად დასჭირდებოდა გადარჩენის გზის ძიება; ჩვენი წარწყმედა იმის ბრალია, რომ გაგვიწყდა ერთობა ღმერთთან და დაცემულ სულებთან დავამყარებთ კავშირი. ჩვენი ცხონება სატანასთან კავშირის დარღვევასა და ღმერთთან კავშირის აღდგენაშია.
ნუ იკადრებ სახარებისა და სხვა წმიდა წიგნთა თვითონ განმარტებას – სულიწმიდამ უკვე განმარტა იგი წმიდა მამათა მეშვეობით და მით არის სიტყვა უფლისა სიტყვა მაცხოვნებელი, ხოლო კადნიერ განმმარტებელთათვის ნება სიკვდილისა, მახვილი ორლესული, ...
იხილეთ სრულად
ნუ იკადრებ სახარებისა და სხვა წმიდა წიგნთა თვითონ განმარტებას – სულიწმიდამ უკვე განმარტა იგი წმიდა მამათა მეშვეობით და მით არის სიტყვა უფლისა სიტყვა მაცხოვნებელი, ხოლო კადნიერ განმმარტებელთათვის ნება სიკვდილისა, მახვილი ორლესული, რომლითაც შეიმუსრავენ თავსა თვისსა სამარადისოდ.
ჩვენი გონება და გული სიბრმავით არის დაზიანებული. ამ სიბრმავის მიზეზით გონებას არ შეუძლია ჭეშმარიტი ზრახვა მცდარისაგან განასხვაოს, გულს კი არ ძალუძს სულიერი შეგრძნებების გრძნობისმიერი და ცოდვილი შეგრძნებისაგან გარჩევა, განსაკუთრები...
იხილეთ სრულად
ჩვენი გონება და გული სიბრმავით არის დაზიანებული. ამ სიბრმავის მიზეზით გონებას არ შეუძლია ჭეშმარიტი ზრახვა მცდარისაგან განასხვაოს, გულს კი არ ძალუძს სულიერი შეგრძნებების გრძნობისმიერი და ცოდვილი შეგრძნებისაგან გარჩევა, განსაკუთრებით თუ კი ეს უკანასკნელი არც ისე უხეშია. სულიერი სიბრმავის გამო ჩვენი ყოველგვარი მოქმედება ფუჭია, როგორც უფალმა მწიგნობრებსა და ფარისევლებს „უგუნურები და ბრმები“ (მათ. 23,17), „ბრმა წინამძღოლნი“ უწოდა, რომლებიც არც თვით შე...
ადამიანის დაცემამდე მისი სხეული იყო უკვდავი, სნეულების, ახლანდელი მისი სიტლანქისა და სიმძიმის გარეშე, ცოდვასა და ხორციელ შეგრძნებებს მოკლებული, რაც დღესდღეობით მისთვის ბუნებრივია. მისი გრძნობები იყო შეუდარებლად ფაქიზი, მათი მოქმედ...
იხილეთ სრულად
ადამიანის დაცემამდე მისი სხეული იყო უკვდავი, სნეულების, ახლანდელი მისი სიტლანქისა და სიმძიმის გარეშე, ცოდვასა და ხორციელ შეგრძნებებს მოკლებული, რაც დღესდღეობით მისთვის ბუნებრივია. მისი გრძნობები იყო შეუდარებლად ფაქიზი, მათი მოქმედებები იყო შეუდარებლად ფართო და თავისუფალი. ასეთი გრძნობის ორგანოებით, ასეთი სხეულით შემოსილ ადამიანს სულების გძნობითი ხედვის უნარიც გააჩნდა, ამასთანავე ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან ურთიერთობაც შეეძლო... ცოდვით დაცემამ სული დ...