წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ქალს განსაკუთრებით სჭირდება გონიერება და მხნეობა, შეიძლება უფრო მეტადაც კი, ვიდრე მამაკაცს. როგორც ვიცით, ქალი აგებულებით მამაკაცზე ბევრად უფრო სუსტია, ამიტომ ეს სისუსტე, რათა მამაკაცს ძალიან არ ჩამორჩეს, მან გონიერებითა და ხასიათის სიმტკიცით უნდა შეავსოს. მხოლოდ ამგვარ შემთხვევაში არ გახდება ის მამაკაცის ხელში სათამაშო.
ცოდვა და ვნება კაცის გულში ჯვრის ზიდვით მოისპობა. ამქვეყნად შრომა და მოთმინება იმათაც სჭირდებათ, რომელნიც ღმერთს ივიწყებენ და ამაო საზრუნავებით არიან გართულნი.. ჭირსა და განსაცდელს ისინიც ითმენენ. ამიტომ, განა უმჯობესი არ იქნება, ჭირი და განსაცდელი ღმრთის გულისთვის დავითმინოთ, ვიდრე ამ უმადური და წარმავალი სოფლისათვის; თავის ჯვარს მხრებზე ეს სოფელიც გადებს, რომელმაც შეიძლება ერთი წამით სიამოვნებაც კი მოგანიჭოს, მაგრამ საბოლოდ აუცილებლად შეგაწუხებს, მაშინ, როცა ქრისტეს ჯვრის ზიდვა საბოლოოდ დიდ ნეტარებასა და მარადიულ ცხოვრებას მოგიპოვებს
იაკობ მოციქული ენას უწოდებს ცეცხლს, სიცრუის სამკაულს, მთელი სხეულის შემაგინებელს. მართლაც, თუ ვინმეს ენას მიუტან და შენს მოყვასს ბოროტად დაასმენ, მის გულში შურისა და სიძულვილის ცეცხლს დაანთებ; თანაც ენის მიმტანი მარტო იმას კი არ ამბობს, რაც გაიგონა, არამედ ხშირად თავისას უმატებს, ავრცელებს და ამკობს. ე.ი. მოციქული სამართლიანად უწოდებს ენას სიცრუის სამკაულს. ენა ბოროტისა სავსეა მომაკვდინებელი გესლით, რომელიც მსგავსად გველის გესლისა წამლავს და კლავს ადამიანს. აი, როგორ მკაცრად კიცხავს საღმრთო წერილი ბოროტი ენის მოქმედებას. კაცმა კარგად უნდა იფიქროს და მერე თქვას ყოველი სიტყვა.
ვინ მოთვლის რამდენი ვნებისა და მწუხარების მიზეზი გამხდარა ეს საძაგელი ჩვეულება, რამდენი მეზობელი, მოყვარე და ნათესავი გადაუმტერებია ერთმანეთისათვის. ერთი ძირითადი მიზეზი ამ სიძულვილის, შურისა და განხეთქილებისა, რომელსაც, სამქუხაროდ, ხშირად ვხედავთ მეზობელთა, ოყვასთა და ნათესავა შორის, სწორედ დაბეზღება და ენის მიტან-მოტანაა. ზოგიერთს ეს ჩვეულება ცოდვათაც კი არ მიაჩნია, მაგრამ ვნახოთ რას გვასწავლის საღმრთო წერილი, კერძოდ კი, მოციქული იაკობის კათოლიკე ეპისტოლე. მოციქული გვეუბნება, რომ ღმერთის წინაშე სრული კაცი ისაა, ვინც არც სიტყვით სცდება, მას შეუძლია აღვირი მთელ სხეულს ამოსდოს (3, 2). ამას იმიტომ გვეუბნება, რომ ენით შეცოდება ადვილია და დიდ შრომას არ მოითხოვს და თუ იგი დაიმორჩილა კაცმა, სხვა ცოდვასაც ადვილად შეებრძოლება.
ერთ-ერთი ცუდი და მავნებელი ჩვეულება, ანუ ცოდვა, რომელიც ძალიან გავრცელებულია ჩვენში, ეს არის ჭორის და ენის მიტან-მოტანა, დაბეზღება, რომელსაც ადამიანი თავისი ბოროტი ენით აღასრულებს. ეს ცოდვა ერთნაირადაა გავრცელებული, როგორც მდაბიოთა, ისე მაღალ წრეში, განსაკუთრებით კი ქალთა შორის, ზოგიერთი ქალი კი მთელ დღეს იმაში ატარებს, რომ ჭორი გაავრცელოს და ენა მიიტან-მოიტანოს; ასე რომ, ეს საქმე მისთვის დღიურ საქმედ ქცეულა