ადამიანთა შეფასებით, მშვიდნი არიან ყველაზე დაუცველნი, დევნილნი. მაგრამ უფალი სიმშვიდის მომხვეჭელთ ჰპირდება, რომ ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. ყოველივე ეს საუკუნეების მანძილზე მრავალჯერ არის დადასტურებული: ადრექრისტიანულ ხანაში მშვ...
იხილეთ სრულად
ადამიანთა შეფასებით, მშვიდნი არიან ყველაზე დაუცველნი, დევნილნი. მაგრამ უფალი სიმშვიდის მომხვეჭელთ ჰპირდება, რომ ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. ყოველივე ეს საუკუნეების მანძილზე მრავალჯერ არის დადასტურებული: ადრექრისტიანულ ხანაში მშვიდნი უნდა გაეწყვიტათ მრისხანე წარმართებს, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი იმკვიდრებდნენ იმ ტერიტორიას, რომელიც ადრე მათი მდევნელების ხელთ იყო. ასე, რომ მშვიდნი ამქვეყნადვე იღებენ დიდ მადლს უფლსაგან.
შეხედეთ მშვიდ სახეს, როგორი მშვენიერია იგი, ნათელი, წყნარი, აუღელვებელი, მიმზიდველი! მისგან კეთილსურნელება იფრქვევა ადამიანთა სულებში... ახლა შეხედეთ მრისხანე, ავი ადამიანის სახეს, იგი მშფოთვარეა, მოღუშული, უსიამოვნო... ამასთანავე...
იხილეთ სრულად
შეხედეთ მშვიდ სახეს, როგორი მშვენიერია იგი, ნათელი, წყნარი, აუღელვებელი, მიმზიდველი! მისგან კეთილსურნელება იფრქვევა ადამიანთა სულებში... ახლა შეხედეთ მრისხანე, ავი ადამიანის სახეს, იგი მშფოთვარეა, მოღუშული, უსიამოვნო... ამასთანავე, სულის მშვიდი განწყობილების დროს იოლია ყველა საქმის აღსრულება, ხოლო წყრომისა და ბოღმის შემთხვევაში – ძნელი. ბოღმიანი გულით ლოცვაც ძნელია და ცოდვად იქცევა.
რატომ ხდებიან მშვიდნი ღირსნი ნეტარებისა მგლოვარეთა შემდგომ? იმიტომ, რომ სიმშვიდე არის ნაყოფი და შედეგი ჩვენი ცოდვების გამო გლოვისა და შემუსვრილობისა. ამქვეყნად ყველაზე მეტად სულის სიმშვიდეს ვეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ, რადგანაც სი...
იხილეთ სრულად
რატომ ხდებიან მშვიდნი ღირსნი ნეტარებისა მგლოვარეთა შემდგომ? იმიტომ, რომ სიმშვიდე არის ნაყოფი და შედეგი ჩვენი ცოდვების გამო გლოვისა და შემუსვრილობისა. ამქვეყნად ყველაზე მეტად სულის სიმშვიდეს ვეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ, რადგანაც სიმშვიდე არის ნაყოფი სიწმიდისა. „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენება სულთა თქუენთა“ (მთ. 11.29). უფალი იმას კი არ გვთავაზობს, რომ მისგან ვისწავლოთ ლოცვა, შ...
ქრისტეს სახელი გულზე დაიდე და გაფრთხილდი, არ დაგეკარგოს, რადგან მასთან ერთად გულის სიმშვიდეც დაგეკარგება. დაცემის შემდეგ მწარეა თავიდან დაწყება, გაჭირდება ისევ მის სახელთან დაყუდება და ბევრს მდუღარე ცრემლის ღვრაც მოუწევს. მთელი ძა...
იხილეთ სრულად
ქრისტეს სახელი გულზე დაიდე და გაფრთხილდი, არ დაგეკარგოს, რადგან მასთან ერთად გულის სიმშვიდეც დაგეკარგება. დაცემის შემდეგ მწარეა თავიდან დაწყება, გაჭირდება ისევ მის სახელთან დაყუდება და ბევრს მდუღარე ცრემლის ღვრაც მოუწევს. მთელი ძალით მოეჭიდე ქრისტეს, შეიძინე და არ დაკარგო კურთხეული კადნიერება მის წინაშე.
ყველა სიკეთე სულისა, ანუ ყველაფერი, რისგანაც ჭეშმარიტი სიცოცხლე შედგება, გულის მშვიდობასა და სიხარულს ვამბობ, ღვთისაგანაა! - გამოცდილებიდან გეუბნები. შენ ხარ საუნჯე სიკეთეთა, სულო წმინდავ, - ამას გული მკარნახობს.
დაღაცათუ ყოვლით კერძოვე წვიმდენ შენ ზედა მწუხარებანი, ვერ შეგიძლონ შენ, რამეთუ ნუგეშინის-ცემაი ღმრთისაი, უზეშთაეს არს ყოველთა მწუხარებათა. და მესამე გზაი გიჩუენა შენ, რაითა აღვირ ასხნე გულის-წყრომასა და მოიგო სიმშვიდე, რაითა ნეტარ...
იხილეთ სრულად
დაღაცათუ ყოვლით კერძოვე წვიმდენ შენ ზედა მწუხარებანი, ვერ შეგიძლონ შენ, რამეთუ ნუგეშინის-ცემაი ღმრთისაი, უზეშთაეს არს ყოველთა მწუხარებათა. და მესამე გზაი გიჩუენა შენ, რაითა აღვირ ასხნე გულის-წყრომასა და მოიგო სიმშვიდე, რაითა ნეტარებაი მოგეცეს შენ, რომელი მშვიდთა გვირგვინოსან-ჰყოფს
წყენის დათმენა უნდა ისწავლოთ, თითქოს ეს წყენა შენ კი არა, სხვას ეხებოდეს. ასეთი წვრთნით სიმშვიდესა და თვით უფლის სასუფეველს მოიპოვებთ. სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად მოყვასის განკითხვას მოერიდეთ. ყურად იღეთ ეს ყოველივე, რათა არ...
იხილეთ სრულად
წყენის დათმენა უნდა ისწავლოთ, თითქოს ეს წყენა შენ კი არა, სხვას ეხებოდეს. ასეთი წვრთნით სიმშვიდესა და თვით უფლის სასუფეველს მოიპოვებთ. სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად მოყვასის განკითხვას მოერიდეთ. ყურად იღეთ ეს ყოველივე, რათა არა განიკითხოთ. თავსა ჰკითხე: სადა ვარ მე? უნდა განაგდოთ თქვენგან სევდა და სასოწარკვეთა. ეცადეთ, რომ ხალასი და მხნე სული შეინარჩუნოთ. ზირაქის თქმით, სასოწარკვეთა დღეებს ამოკლებს
მთელი ძალით შეინარჩუნე სულიერი სიმშვიდე. თუკი ვინმე გაგანაწყენებს, არ იდრტვინო (ქრისტესთან ყოფნისთვის არაფერია სიმშვიდეზე უკეთესი). მშვიდობა მოიპოვე და შენს ირგვლივ ათასეულნი გადარჩებიან. მშვიდობა, ვითარცა შეუფასებელი განძი, უფალმ...
იხილეთ სრულად
მთელი ძალით შეინარჩუნე სულიერი სიმშვიდე. თუკი ვინმე გაგანაწყენებს, არ იდრტვინო (ქრისტესთან ყოფნისთვის არაფერია სიმშვიდეზე უკეთესი). მშვიდობა მოიპოვე და შენს ირგვლივ ათასეულნი გადარჩებიან. მშვიდობა, ვითარცა შეუფასებელი განძი, უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს დაუტოვა. (იხ. იოანე. 14,27)
სულსაც საზრდოობა და უფლის სიტყვით დაპურება უნდა. უწინარეს, ახალი აღთქმისა და დავითნის კითხვაში უნდა გაიწვრთნათ. ამ საქმეს ფეხზე დგომა შეჰფერის, ამგვარი კითხვისას გონება ნათლდება და ღვთიური მადლით ივსება. გარდა ამისა, წმინდა წერილი...
იხილეთ სრულად
სულსაც საზრდოობა და უფლის სიტყვით დაპურება უნდა. უწინარეს, ახალი აღთქმისა და დავითნის კითხვაში უნდა გაიწვრთნათ. ამ საქმეს ფეხზე დგომა შეჰფერის, ამგვარი კითხვისას გონება ნათლდება და ღვთიური მადლით ივსება. გარდა ამისა, წმინდა წერილის კითხვისას ადამიანის სულში სითბო იღვრება, რომელიც განმარტოებისას სინანულის ცრემლს გადენს. ამ დროს ადამიანი სითბოთი აღივსება და მასზე გულისა და გონის დამატკბობელი ზეციური მადლი გადმოდის. პირველ ყოვლისა, ეს შენთვის უნდა გ...