უფალს მიუძღვენი ყოველი დღისა და ღამის ნაწილი - მადლობა ლოცვით შესწირე მას წარსულისათვის, სთხოვე კურთხევა მომავლისა და დღის განმავლობაში იმ საათებიდან, რომლებსაც წუთისოფელი და მისი საქმენი გტაცებენ, შეძლებისდაგვარად მიიტაცე წუთები,...
იხილეთ სრულად
უფალს მიუძღვენი ყოველი დღისა და ღამის ნაწილი - მადლობა ლოცვით შესწირე მას წარსულისათვის, სთხოვე კურთხევა მომავლისა და დღის განმავლობაში იმ საათებიდან, რომლებსაც წუთისოფელი და მისი საქმენი გტაცებენ, შეძლებისდაგვარად მიიტაცე წუთები, რათა გაიხსნო უფალი, საიდუმლოდ აღამაღლე მის წინაშე გული და აზრი, ღვთისმოსავი მადლიერებით, და თუ ამაში ყურადღებითა და მუდმივად იმეცადინებ, საკუთარ თავში აღმოაჩენ იმას, რაც ფსალმუნში წერია: "მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩე...
ის საათები, როცა არ ფიქრობ ღმერთზე და როცა გონებასა და გულში არანაირი კეთილზნეობრივი ფიქრი არ გიელვებს, დაკარგულად ჩათვალე შენთვის. დაფიქრდი, საყვარელო ქრისტიანო, რამდენი დრო დაგიკარგავს!ითხოვე უფლისგან პატიება წარსულისათვის და ამ...
იხილეთ სრულად
ის საათები, როცა არ ფიქრობ ღმერთზე და როცა გონებასა და გულში არანაირი კეთილზნეობრივი ფიქრი არ გიელვებს, დაკარგულად ჩათვალე შენთვის. დაფიქრდი, საყვარელო ქრისტიანო, რამდენი დრო დაგიკარგავს!ითხოვე უფლისგან პატიება წარსულისათვის და ამიერიდან კეთილგონიერად და ქრისტიანულად იცხოვრე.
ბედნიერნი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ღვთის ტაძარში ხშირად დადიან და თავიანთ საცხოვრებელს სამლოცველო სახლად აქცევენ და ამით მათ ღვთისმოსაობის მაგალითს აძლევენ! მაგრამ ვის შეუძლია, ჩასწვდეს იმ ბავშვთა უბედურებას, რომელნიც ...
იხილეთ სრულად
ბედნიერნი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ღვთის ტაძარში ხშირად დადიან და თავიანთ საცხოვრებელს სამლოცველო სახლად აქცევენ და ამით მათ ღვთისმოსაობის მაგალითს აძლევენ! მაგრამ ვის შეუძლია, ჩასწვდეს იმ ბავშვთა უბედურებას, რომელნიც მშობელთაგან ამქვეყნიური უწმინდურობის გავლენით იზრდებიან და ამით სისხლისმსმელი მოლოხისათვის (კერპისათვის) შეიწირებიან მსხვერპლად?
იერემია 32.35
რა კარგი იქნებოდა, სამყაროში გვეცხოვრა არა - საკუთარი ნებითა და აზრებით, არამედ ყოველივე უფლისგან გამოგვეთხოვა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ: მითხარი უფალო, უნდა გავაკეთო ეს თუ არა? (გამოსვ. 8, 19-20; მეორ. შჯ. 12, 8-32; 142, 8).
რა გავაკეთოთ, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი".
ჩვენც კი არ ვღებულობთ მეგობრების წრეში, არ დავუშვებთ ჩვენს საზოგადოებაში, ვერ ვითმენთ ჩვენს სახლში მათ, ვინც ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. ასევე ღმერთიც, მით უმეტეს იგი, როგორც ყოვლადწმიდა და მართლმსაჯული, არასდროს ღებუ...
იხილეთ სრულად
ჩვენც კი არ ვღებულობთ მეგობრების წრეში, არ დავუშვებთ ჩვენს საზოგადოებაში, ვერ ვითმენთ ჩვენს სახლში მათ, ვინც ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. ასევე ღმერთიც, მით უმეტეს იგი, როგორც ყოვლადწმიდა და მართლმსაჯული, არასდროს ღებულობს თავის ზეციურ სასუფეველში ჯიუტი, ბოროტი ნების ადამიანებს.
თუკი საკუთარ თავში არ გრძნობ სურვილს, აღასრულო ის, რაც უფალს ესათნოება, მაშინ ბრმაც ხარ, ყრუც, მუნჯიცა და ხელ-ფეხიც გაკლია, განრღვეულზე ბევრად უარეს მდგომარეობაში იმყოფები.