სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
სადაც ღვთის შიშია, იქ სათნოებისაკენ აღსვლაა, ხოლო სადაც დაუდევრობა და უშიშარობაა, იქ უსჯულოებისაკენ მიქცევაა.
ღვთის წინაშე შიში არის სათავე და ფესვი ადამიანური კეთილზნეობისა; არა ის შიში, რომელიც გულიდან შიშის საგნისადმი სიყვარულს დევნის, არამედ შიში იმისა, რომ არ შეურაცხყო სიყვარულით აღსავსე უფალი - მისი მცნებების დარღვევით.
როგორც ლამპარი, რომელიც ბნელ ოთახშია დადგმული, ანათებს მას, ასევე ღვთის შიში, როცა ადამიანის გულში სახლდება, ანათებს მას და ასწავლის ყველა სათნოებასა და ღვთის მცნებას.
ვინც არ ცხოვრობს უზენაესის საფარველქვეშ, მისთვის არ მოიძებნება მშვიდობიანი და უსაფრთხო თავშესაფარი.
მეტად უბედურია ის, ვინც იმედს არ ამყარებს უფალზე და ფიქრობს, თავისი ბედნიერება თვითონ მოიპოვოს.
ხშირად მიმართე აზრითა და გულით უფალს - სათნოებათა სათავეს და თავადაც იქმ მისი შეწევნით კეთილ საქმეებს და მაშინ ნურც ნურავისი და ნურც ნურაფრის გეშინია ქვეყანაზე