ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხ...
იხილეთ სრულად
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.
ფსალმუნნი I, 1.
მართალთა უმაღლესი ნეტარება მომავალ ცხოვრებაში ღვთის სხივცისკროვნებაში და მის უსრულყოფილეს შეცნობაში მდგომარეობს. ჩვენ: "ვხედავთ აწ ღმერთს, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ, აწ ვიცი მცირედ ხოლო მაშინ ვიცნა ვითარ...
იხილეთ სრულად
მართალთა უმაღლესი ნეტარება მომავალ ცხოვრებაში ღვთის სხივცისკროვნებაში და მის უსრულყოფილეს შეცნობაში მდგომარეობს. ჩვენ: "ვხედავთ აწ ღმერთს, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ, აწ ვიცი მცირედ ხოლო მაშინ ვიცნა ვითარცა შევემეცნე" (I კორ. 13,12). ერთი ბრძენი ამბობს: "მე ვნახე ღმერთი, როგორც მიმავალი, თითქოს ზურგიდან, მოსეს მსგავსად ვნახე იგი და შევჩერდი მასში განცვიფრებითა და გაოცებით შეპყრობილი, მე შემეძლო მისი ნაბიჯების ანაბეჭდები ...
რწმენა მხოლოდ იმისა, რომ ღმერთი არსებობს, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი; ეშმაკებსაც სწამთ; რწმენა საქმით უნდა გავამართლოთ: სწორედ ასეთ რამეს ითხოვს ჩვენგან ქრისტე.