სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
ამპარტავნება და უზნეობა, საკუთარი გონების მოჩვენებითი თავისუფლების დაკარგვის სურვილის არქონა და სურვილი იმისა, რომ საკუთარი თავი დაიხსნან სინდისის ქენჯნისაგან - სარწმუნოების სინათლით რომ ნათდება, და ეს ემხილება ბოროტი ნების ქმედებ... იხილეთ სრულად
რატომაა, რომ ღმერთმა, რომელმაც ადამიანი გონიერ არსებად შექმნა, არ ინება, რომ მას ესოდენ მნიშვნელოვან საქმეში როგორიც რელიგიაა, საკუთარი გონებით ეხელმძღვანელა, არამედ სარწმუნოების ხელმძღვანელს ჩააბარა იგი. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: ... იხილეთ სრულად
ადამიანი იძულებულია, სწამდეს რამე. თუ არ სწამს მარადიული გონება, მაშინ უგუნურება სწამს. თუ იგი ჭეშმარიტებად არ აღიარებს ცხოველი ღმერთის ჭეშმარიტებას, მას მკვდარი მატერიის კერპი სწამს.
როგორც ხშირად ჰგონია ცრუმორწმუნეს, რომ მას სწამს, როცა სინამდვილეში არა სწამს; ასევე ურწმუნოსაც ჰგონია ზოგჯერ, რომ არა სწამს, მაშინ როცა არსობრივად სწამს.
ურწმუნოებაც ასევე მოითხოვს მტკიცე რწმენას, ოღონდ - არა მაცხოვნებელ რწმენას, არამედ - დამღუპველს.
რწმენა და ცოდნა დაპირისპირებული კი არა - ერთმანეთის შემავსებელი ძალებია, მტრები კი არა - არამედ განუყრელი დები ტყუპები
რწმენა გონებისათვის იგივეა, რაც ტელესკოპი თვალისათვის: ტელესკოპის დახმარებით თვალი ხედავს იმას, რისი დანახვაც თავისთავად არ შეეძლო. იგი წვდება სივრცეს, რაც მისთვის ამ ხელსაწყოს გარეშე შეუძლებელი იყო. მსგავსად ამისა, რწმენაც მხოლოდ... იხილეთ სრულად