უგუნურებაა დაეჭვდე იმ სწავლების ჭეშმარიტებაში, რომელიც ღვთისგან არის განცხადებული, ურიცხვი მოწამის სისხლით დაბეჭდილი, სასწაულებით დამტკიცებული და თვით ბოროტი სულების მიერ აღიარებული: მაგრამ უმეტესი უგუნურება ისაა, რომ გწამდეს ამ ს...
იხილეთ სრულად
უგუნურებაა დაეჭვდე იმ სწავლების ჭეშმარიტებაში, რომელიც ღვთისგან არის განცხადებული, ურიცხვი მოწამის სისხლით დაბეჭდილი, სასწაულებით დამტკიცებული და თვით ბოროტი სულების მიერ აღიარებული: მაგრამ უმეტესი უგუნურება ისაა, რომ გწამდეს ამ სწავლების ჭეშმარიტება, მაგრამ ცხოვრობდე ისე, თითქოს ის ჭეშმარიტება არ იყოს.
შინაგანი რწმენა მკვდარია გარეგნული საქმეების გარეშე არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია მისი ცხოვრების შესახებ მსჯელობა, არამედ იმიტომაც, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია თავად მისი არსებობა, ისევე, როგორც შეუძლებელია ...
იხილეთ სრულად
შინაგანი რწმენა მკვდარია გარეგნული საქმეების გარეშე არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია მისი ცხოვრების შესახებ მსჯელობა, არამედ იმიტომაც, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია თავად მისი არსებობა, ისევე, როგორც შეუძლებელია ცოცხალმა არსებამ ჰაერის ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის გარეშე იცხოვროს.
რწმენა იმისათვის, რომ მაცხოვნებელი იყოს, რწმენისამებრ ცხოვრებას მოითხოვს, ვინაიდან რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია (იაკ. 2, 26). და შესაბამისად, მას არ ძალუძს, ადამიანი მარადიულ ცხოვრებამდე მიიყვანოს.
"ეს ღრუბელია, ჩაივლის!" - ასე თქვა წმიდა ათანასემ ივლიანე განდგომილის შესახებ, სასტიკად რომ მტრობდა ქრისტიანებს, მოკვდა სიტყვებით: "შენ გაიმარჯვე გალილეველო!" სწორედ ეს სიტყვები (წმიდა ათანასესი) სამართლიანად შეიძლება, მივუსადაგოთ...
იხილეთ სრულად
"ეს ღრუბელია, ჩაივლის!" - ასე თქვა წმიდა ათანასემ ივლიანე განდგომილის შესახებ, სასტიკად რომ მტრობდა ქრისტიანებს, მოკვდა სიტყვებით: "შენ გაიმარჯვე გალილეველო!" სწორედ ეს სიტყვები (წმიდა ათანასესი) სამართლიანად შეიძლება, მივუსადაგოთ ცრუ თეორიების ყველა სხვა ბოლო დროინდელ მცდელობას, ამოეძირკვათ კაცობრიობის რწმენა მისი ღვთაებრივი მეუფისა და მაცხოვრის მიმართ.
იესოს რელიგია ურწმუნოთა მხრიდან ამჟამინდელ შეურაცხყოფებზე იზეიმებს ისე, როგორც თავისი მტრების ძველ მრისხანებაზე იზეიმა. იგი იზეიმებს დღევანდელი ცრუბრძნების კალამზე, როგორც უკვე იზეიმა ქრისტიანთი უძველესი მდევნელების ხმალზე.