წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
მართალია, ღმერთი მოწყალეა ჩვენს მიმართ, მაგრამ იგი მოგვიხმობს და გვეუბნება: "შენც გაიღე რამე".
იმდენად არ სწყინს ღმერთს წარმართის უწმინდური ცხოვრება, რამდენადაც - ქრისტიანის გარყვნილება.
შესაბამისი ყურადღების გარეშე მუსიკასაც ვერ შეისწავლი, მით უფრო სულის უმოქმედობით ვერ ჩაწვდები საიდუმლო ხმას..
რა შეიძლება იყოს იმაზე უგუნური, ვიდრე ეძიებდე საკუთარი საქმეებით ქებას უძლური ადამიანებისაგან და გძაგდეს ქება იმისა, ვისაც აქვს ძალმოსილება მისთვის სათნო საქმეებისათვის მოგაგოს სანაცვლო?