წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
რაც უფრო მახვილი მხედველობა გვაქვს, მით მეტად შევიცნობთ, რამდენად შორს ვართ ზეცისაგან. ამრიგადვე, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით მეტად ვისწავლით შეცნობას იმისას, რაოდენ დიდი მანძილია ღმერთსა და ჩვენს შორის.
როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ, ასეთ დროს თუნდაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოცჯერ მაინც დაარღვიო კანონი, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი; კვლავ ადექი, განაგრძე იგივე შრომა და აუცილებლად გაიმარჯვებ.
უფალმა შეგვიმსუბუქა სათნოების ღვაწლი არა მხოლოდ მომავალი სიკეთის იმედით, არამედ - სხვა საშუალებითაც, ე.ი. თავისი მუდმივი შეწევნით.
ამბობენ, რომ ცხონება ძნელია, მაგრამ სამარცხვინოა და პატიებას არ იმსახურებს იგი, ვინც მიუხედავად ყველაფრისა ცხონებას ვერ მოიპოვებს
ყველაზე მსუბუქი გზა სათნოებისაკენ არის ის, რომ უცქირო არა მხოლოდ შრომას, არამედ, ამასთან ერთად, ჯილდოზეც იფიქრო