მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
ქრისტიანულ ცხოვრებაში გამობრძმედილი მოღვაწენი სულიერი სიხარულის შენარჩუნების კიდევ ერთ საშუალებაზე მიგვითითებენ, ესაა თანაგრძნობა, თანალმობა და გულმოწყალება უპოვართა, გაჭირვებულთა და ურვეულთა მიმართ. რამდენი ადამიანია, ვისთვისაც ... იხილეთ სრულად
სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევასავით ღებულობს რაღაც ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, მაშინ როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაებრივი სიხარული. ის მხოლოდ მაშინ მოდის როცა გასცემენ... იხილეთ სრულად
ქველმოქმედების აღსრულების შემდეგ გაიხსენე თქმული: “თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი” (იოანე 15, 5).
სიკვდილის ჟამს იმას მიაქვს თავის სიმდიდრე თან, ვინც მათხოვრებს დაურიგა
მდიდრებს ღარიბთა გარეშე ცხონება არ შეუძლიათ. მათ მხოლოდ უნდა გაშალონ ხელები ღარიბთათვის, მაშინ უფალი განაღებს მათთვის ცათა სასუფევლის კარიბჭეს.
მდიდრები მხოლოდ მაშინ შევლენ ცათა სასუფეველში, როდესაც მათ ღარიბები შეიყვანენ.
მდიდარია არა ის, ვინც ბევრი მოიხვეჭა, არამედ ის, ვინც ბევრი გასცა
ვინც სიმდიდრის მონაა, იგი ისე ინახავს მას, როგორც მონა, ხოლო ვინც გადაიგდო მონობის უღელი, იგი გასცემს სიმდიდრეს, როგორც ბატონი.
ეს ქონება უფლისაა, რა გზითაც არ უნდა იყოს შეგროვილი, და თუკი ჩვენ მისგან გლახაკებს მივცემთ, დიდ სიმდიდრეს შევიძენთ. ღმერთმა დაუშვა სხვებზე მეტი გქონოდა არა იმისთვის, რომ სიძვაში, მემთვრალეობაში, ნაყროვანებაში, ძვირფას სამოსელსა და... იხილეთ სრულად