სიწმინდის დასაწყისი ხდება, რომ აზრი სიძვის ვნების ვერ ეწყობა და ოცნებების გარეშე ძილში ეცემა კაცი, შუაგული სიწმინდისა არის, როცა დანაყრება იწვევს ბუნებრივ აღძვრას, მაგრამ - ოცნების გარეშე; სიწმინდის მწვერვალი არის მოკვდინება ხორცი...
იხილეთ სრულად
სიწმინდის დასაწყისი ხდება, რომ აზრი სიძვის ვნების ვერ ეწყობა და ოცნებების გარეშე ძილში ეცემა კაცი, შუაგული სიწმინდისა არის, როცა დანაყრება იწვევს ბუნებრივ აღძვრას, მაგრამ - ოცნების გარეშე; სიწმინდის მწვერვალი არის მოკვდინება ხორცისა (ხორცის აღძვრის), რომელიც არაწმინდა აზრების დაძლევით მიიღწევა. ჭეშმარიტად დიდია იგი, ვინც ყოველგვარი სხეულისა და სილამაზის მიმართ უგრძნობელობა მოიხვეჭა
სრულყოფილი და ყოვლადნეტარი სიწმინდის საზღვარი და უკიდურესი საფეხური არის ის, რომ ცოცხალი და არაცოცხალი, პირუტყვი და პირმეტყველი არსებების ხილვა ერთნაირ განწყობილებას ბადებდეს კაცში. დაე მათ ვინც სიწმინდე მოიხვეჭა, ნუ ეგონებათ, რომ...
იხილეთ სრულად
სრულყოფილი და ყოვლადნეტარი სიწმინდის საზღვარი და უკიდურესი საფეხური არის ის, რომ ცოცხალი და არაცოცხალი, პირუტყვი და პირმეტყველი არსებების ხილვა ერთნაირ განწყობილებას ბადებდეს კაცში. დაე მათ ვინც სიწმინდე მოიხვეჭა, ნუ ეგონებათ, რომ თავისი მცდელობით მიაღწიეს ამას, რადგან საკუთარი ბუნების დაძლევა შეუძლებელი რამ არის და სადაც ბუნება იძლევა, იქ იმის ყოფნა უნდა შეიცნოთ, ვინც ბუნებაზე უპირატესია, რადგან სრულიად უდავოა, რომ მცირე უპირატესის მიერაა ძლეული...
სიწმინდე უსხეულო ბუნების გათავისებაა. ქრისტეს სანატრელი სახლი და გულის მიწიერი ზეცაა. სიწმინდე ბუნების ზებუნებრივი უარყოფაა და ხრწნადი სხეულის ჭეშმარიტად დიდებული მოშურნეობა უსხეულო სულთა მიმართ. წმინდაა იგი, ვინც სიყვარულს (ხორცი...
იხილეთ სრულად
სიწმინდე უსხეულო ბუნების გათავისებაა. ქრისტეს სანატრელი სახლი და გულის მიწიერი ზეცაა. სიწმინდე ბუნების ზებუნებრივი უარყოფაა და ხრწნადი სხეულის ჭეშმარიტად დიდებული მოშურნეობა უსხეულო სულთა მიმართ. წმინდაა იგი, ვინც სიყვარულს (ხორციელს) სიყვარულით (ღვთაებრივით) ამარცხებს და ხორციელ ცეცხლს უნივთო ცეცხლით დაშრეტს.
1. გონებას ბუნებითი მრისხანება აქვს ვნებათა მიმართ და მრისხანების გარეშე არც სიწმინდეს მოიპოვებს ადამიანი, თუ არ განურისხდება იგი ყოველივე იმას, რაც მტრის მიერ დაითესა მასში. როდესაც ეს აღმოაჩინა იობმა, გაკიცხა მან თავისი მტრები დ...
იხილეთ სრულად
1. გონებას ბუნებითი მრისხანება აქვს ვნებათა მიმართ და მრისხანების გარეშე არც სიწმინდეს მოიპოვებს ადამიანი, თუ არ განურისხდება იგი ყოველივე იმას, რაც მტრის მიერ დაითესა მასში. როდესაც ეს აღმოაჩინა იობმა, გაკიცხა მან თავისი მტრები და ასე უთხრა მათ: "უღირსნო და უკეთურნო, ყოველგვარი სიკეთისგან დაკლებულნო, ჩემი საქონლის ძაღლთა ღირსადაც არ მეგულვით თქვენ" (იობ. 30. 1,4). ვისაც სურს, რომ მივიდეს ამ ჭეშმარიტ მრისხანებამდე, იგი მოიკვეთს ყველა თავის ნება-ს...
უკან მისდიეთ ზეციურ სიძეს, ჩემი იესოს ქურციკნო! შეიწყნარეთ გონიერი მირონი. თქვენი ცხოვრება, სული და სხეული სიწმინდისა და ქალწულების საკმეველად აქციეთ. სხვა არაფერი ვიცი ისეთი, აგრერიგად რომ მოსწონდეს უტკბეს იესოსა და მის უტკბეს დე...
იხილეთ სრულად
უკან მისდიეთ ზეციურ სიძეს, ჩემი იესოს ქურციკნო! შეიწყნარეთ გონიერი მირონი. თქვენი ცხოვრება, სული და სხეული სიწმინდისა და ქალწულების საკმეველად აქციეთ. სხვა არაფერი ვიცი ისეთი, აგრერიგად რომ მოსწონდეს უტკბეს იესოსა და მის უტკბეს დედას, როგორც სიწმინდე და ქალწულება. და თუკი ვინმეს უნდა, რომ დატკბეს მათი დიდი სიყვარულით, დე იზრუნოს განწმენდაზე, განისპეტაკოს სული და სხეული. და ამით მას მოელის ყოველგვარი ზეციური სიკეთე
ვერ აღგიწერთ, თუ როგორ უყვარს ჩვენს ღმრთისმშობელს უბიწოება და სიწმინდე. რადგან იგია მხოლოდ უწმინდესი ქალწული, მას ჩვენც ასეთნი ვუყვარვართ და სურს, რომ ჩვენ ყველანი ასეთნი ვიყოთ. და როგორც კი მას მოვუხმობთ, უმალ ისწრაფვის საშ...
იხილეთ სრულად
ვერ აღგიწერთ, თუ როგორ უყვარს ჩვენს ღმრთისმშობელს უბიწოება და სიწმინდე. რადგან იგია მხოლოდ უწმინდესი ქალწული, მას ჩვენც ასეთნი ვუყვარვართ და სურს, რომ ჩვენ ყველანი ასეთნი ვიყოთ.და როგორც კი მას მოვუხმობთ, უმალ ისწრაფვის საშველად. ვერ ასწრებ თქმას: "ყოვლადწმინდაო ღმრთისმშობელო!" - და მყისვე, როგორც ელვა, განანათლებს გონებას და ნათლით ავსებს გულს. და გონებას ლოცვისაკენ იტაცებს, გულს კი - სიყვარულისაკენ.და ხშირად მთელი ღამე გადის ტირილსა და ნაზ შეძ...
განწმენდილების ტანსაცმელიც კი, როცა იცვლიან, როგორც განმაახლებელი მირონის ჭურჭელი, ვრცელდება და კეთილსურნელებას აფრქვევს მთელი ის სახლი. და ეს ღმრთაებრივი უწყებაა ნეტარი სიწმინდის, უწმინდესი ქალწულების შესახებ. ამიტომ მრავალი...
იხილეთ სრულად
განწმენდილების ტანსაცმელიც კი, როცა იცვლიან, როგორც განმაახლებელი მირონის ჭურჭელი, ვრცელდება და კეთილსურნელებას აფრქვევს მთელი ის სახლი. და ეს ღმრთაებრივი უწყებაა ნეტარი სიწმინდის, უწმინდესი ქალწულების შესახებ.ამიტომ მრავალი ძალისხმევა მოიხმარეთ სულისა და სხეულის განწმენდისას. სრულიად არ მიიღო ბილწი გულისსიტყვები. და იხილავთ იმას, რის შესახებაც გეუბნებით. და უეჭველად ერწმუნებით ჩემს სიტყვებს. და ის, რაც აქამდე მოგწერეთ, გამოსცადეთ და დარწმუნდებით...
არ არსებობს უფრო მეტად კეთილწურნელოვანი მსხვერპლი ღმრთის წინაშე, ვიდრე სხეულის სიწმინდეა, რომელიც სისხლითა და სასტიკი ბრძოლით მოიპოვება. ბევრი რამ შემიძლია ვთქვა ამ ნეტარი სიწმინდის შესახებ, რომელიც ვიგემე და ვჭამე მისი ნაყოფი
იმ ადამიანის ცხოვრება და ლოცვა, რომელიც მოსაგრეობს და სხეულს წმინდად, თავის გონებას კი უწმინდურ გულისსიტყვათაგან შეუბღალავად იმარხავს, როგორც კეთილსურნელოვანი საკმეველი, აღიწევა ზეცად