მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
რა დიდ პატივს მიაგებს ღმერთი ადამიანს, როცა ყოველ წირვაზე ანგელოზთა დასების თანხლებით მიწაზე ეშვება და მას თავისი ყოვლადწმიდა ხორცითა და სისხლით ასაზრდოებს!
უფალმა ყველაფერი მოგვცა. განა არსებობს რაიმე ხორციელი ან სულიერი, წარმავალი ან წარუვალი, რასაც გვაკლებს? არაფერი.
წმინდა კირილე იერუსალიმელი ამბობს, რომ წირვის დროს უდიდეს სარგებელს იღებს ყველა, ვისაც ვიხსენებთ, ვისთვისაც ღმერთს ვევედრებით.
ძველ აღთქმაში წერია, რომ ვაცების, ზვარაკების სისხლი და დიაკეულთა ნაცარი ცოდვილებს სჯულის დარღვევის ცოდვისგან განწმენდდა, მით უმეტეს ქრისტეს სისხლი, – ამბობს პავლე მოციქული, – განგვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან (ებრ. 9, 13).