როგორც ცეცხლი ვერ აღენთება ცეცხლის, ანდა რაიმე სხვა საწვავი საშუალების გარეშე, ასევე, თუ ჩვენს უძლურ ხორცს ნაყროვანებაში არ ჩავაგდებთ, ხორციელი ვნებით არ აღენთება და მშვიდი და ღვთის ნების მორჩილი იქნება
როდესაც რაიმე ხორციელი სურვილი გწვავს, მოიძულე იგი და შენს სულს უთხარი: "იმითი მძიმდები, რომ სიამოვნებებს გაკლებ? დამშვიდდი, რამეთუ ამით ზეცისა და მისი ყოვლადსასიხარულო მადლის ღირსი გახდები. მცირეოდენი დაითმინე და ნაყოფს მოიმკი"
ნურასოდეს გაიხსენებ შენს მიერ ოდესმე ჩადენილ ხორციელ ცოდვებს, რომ მისით კვლავ არ შებღალო შენი სული, არამედ ღმერთს ევედრე და თქვი: - "უფალო, შენ ხედავ ჩემს უწმინდურსა და აურაცხელ ცოდვებს, შენ თავად გამოიძიე ისინი, მათ შესახებ საუბა...
იხილეთ სრულად
ნურასოდეს გაიხსენებ შენს მიერ ოდესმე ჩადენილ ხორციელ ცოდვებს, რომ მისით კვლავ არ შებღალო შენი სული, არამედ ღმერთს ევედრე და თქვი: - "უფალო, შენ ხედავ ჩემს უწმინდურსა და აურაცხელ ცოდვებს, შენ თავად გამოიძიე ისინი, მათ შესახებ საუბარს მე ვერ გავბედავ, რომ უმეტესად არ განგარისხო!".
ვისაც ცოლი ღმერთზე მეტად უყვარს, - კერპთაყვანისმცემელია; თუ მხოლოდ ვნებისთვის უყვარს იგი, - მეძავია; ხოლო, ვისაც უყვარს იგი, როგორც ქრისტეს - ეკლესია, იგია ჭეშმარიტი ქრისტიანი.
დედაკაცი ისეა, როგორც თანამგზავრი-პლანეტა, რომელიც თან ახლავს ქმარს, ამქვეყნიურ გზაზე, იგი გაუმრუდებელი სიმართლით უნდა უძღვებოდეს მის შინაურ ყოფას და მის ირგვლივ სათნოებისა და კეთილგონიერების მოკრძალებულ შუქს ჰფენდეს.