წმიდა წერილის მიხედვით, ამა თუ იმ ერის წარმოშობა კონკრეტულ პიროვნებას უკავშირდება. ამიტომაც, ესა თუ ის ერი მკვეთრი თავისებურებით გამოირჩევა, - აქვს თავისი, ხასიათი, ტრადიციები და კულტურა. უძველესი ერების ერთი ნაწილი აღარ არსებო...
იხილეთ სრულად
წმიდა წერილის მიხედვით, ამა თუ იმ ერის წარმოშობა კონკრეტულ პიროვნებას უკავშირდება. ამიტომაც, ესა თუ ის ერი მკვეთრი თავისებურებით გამოირჩევა, - აქვს თავისი, ხასიათი, ტრადიციები და კულტურა.უძველესი ერების ერთი ნაწილი აღარ არსებობს, მეორე ნაწილმა კი სათავე დაუდო მონათესავე ხალხებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა სახელმწიფოს სახით არსებობენ, მაგრამ ერთი წარმოშობისანი არიან.მცირერიცხოვნობის მიუხედავად, ჩვენი ერიც უძველესია და ეს, ჭეშმარიტად, ღვთის წყალობაა.
უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული დ...
იხილეთ სრულად
უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება?
როდესაც ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ შრომაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი საშიშროება: დღეს, როცა ბევრს ლაპარაკობენ კაპიტალისტური ცხოვრების წესზე და კაპიტალის დაგროვების გზებზე, ვხვდებით საპირისპირო ისეთ შემთხვევებს...
იხილეთ სრულად
როდესაც ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ შრომაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი საშიშროება: დღეს, როცა ბევრს ლაპარაკობენ კაპიტალისტური ცხოვრების წესზე და კაპიტალის დაგროვების გზებზე, ვხვდებით საპირისპირო ისეთ შემთხვევებსაც, როცა ადამიანი იმდენად ეფლობა ყოველდღიურ საქმიანობაში, რომ ავიწყდება მარადიული ღირებულებები, თავისი უკვდავი სული, ავიწყდება, რომ იგი წუთისოფლის სტუმარია და მარადიული ცხოვრებისათვის არას არგებს მხოლოდ სიმდიდრის შეძენას...