შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სიამოვნება, რომლისათვისას კაცი იბრძვის, რომლისათვის თვისთა შეძლებულს შრომას კისრულობს, ის სიამოვნება - უნდა კაცობრიული იყოს, აზრით და ზნეობით სავსე.
საღმრთო წერილის მიხედვით, თუ ვინმეს მუშაობის ძალა შეწევს, მაგრამ არ მუშოაბს, იგი მუქთახორა და მავნე წევრის საზოგადოებისათვის. ასეთი ადამიანების შესახებ წერს მოციქული: "უკეთუ ვისმე არ უნებს საქმის, ნუცა სჭამნ" (2 თეს. 3, 10).
არავითარი შრომა, ქრისტეს მიერ საყვარელნო, თავისთავად არ ამცირებს ადამიანის ზნეობრივ ღირსებას. ყოველ წარმაებულ შრომას აქვს თავისი ღირებულება ღვთის თვალში და ადამიანის ცხოვრებაში. შავი, დაბალი სამუშაო, - ეს გარეგნული თვისებაა, რომელ... იხილეთ სრულად
კაცისათვის არაფერია იმაზე კარგი, რომ ჭამოს, სვას და დატკბეს თავისი ნაღვაწით. ეს გამოვცადე, რადგან ესეც ღმერთის ხელთაა.
ადამიანი წააგავს ხეს, ხორციელი შრომა ფოთლებია, ხოლო გულის დაცვა ნაყოფი. წმ. წერილიც ამბობს: „ყველა ხე რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოისხამს მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა“. ასე რომ ნათელია, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ნაყოფზე ე.ი. გულის ... იხილეთ სრულად
უფალი ოცდაათი წელი ცხოვრობდა ხუროს სახელოსნოში და თავადაც ფიზიკურად შრომობდა, რათა ჩვენ განვესწავლეთ სიმდაბლეში.
53. საქმედ და ლოცვად გაჰყავ სული შენი; რამეთუ ესრეთ არა მრავალთა შემოსავალთა ჰპოებს ჩუენდა მომართ ეშმაკი