სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თუ სოკრატე ცხოვრობდა და მოკვდა როგორც ბრძენი, იესო ქრისტე ცხოვრობდა და მოკვდა, როგორც ღმერთი. თუ სოკრატე ცხოვრობდა და მოკვდა როგორც ბრძენი

თუ ძე ღვთისა ხარ, ეუბნებოდნენ იესო ქრისტეს იუდეველები, მაშინ ჩამოდი ჯვრიდან და გიწამებთ (მთ. 27, 40-42). სწორედ იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ ძე ღვთისაა. მან იწინასწარმეტყველა, რომ უნდა მოკვდეს ჯვარზე და ის კვდება. მართლაც ადამიანისთვის რაღაც განსაკუთრებული რამ იქნებოდა - ჩამოსულიყო ჯვრიდან და თავი გადაერჩინა: მაგრამ მხოლოდ ღვთისთვის არის ღირსეული და მხოლოდ მისთვის არის შესაძლებელი იზეიმოს ჯვარზე, ჯვრიდან მოიზიდოს მთელი სამყარო, დარჩეს ცოცხალი სიკვდილის შემდეგაც და სწორედ სიკვდილის მეშვეობით აჩუქოს ქვეყანას სიცოცხლე. თუ ძე ღვთისა ხარ, ეუბნებოდნენ იესო ქრისტეს

გსურს, ყოველდღე სასწაულს ხედავდე? - ყოველდღე იფიქრე ქრისტეს განხორციელებასა და ვნებებზე. გსურს, ყოველდღე სასწაულს ხედავდე? - იფიქრე

რაოდენ მოკლედმჭვრეტელია ადამიანური გონება მიუხედავად ვნებების მზაკვრობისა და ცბიერებისა! ადამიანებს ეგონათ, რომ ქრისტე ღმერთს სასიკვდილოდ რომ წირავდნენ, ამით მხოლოდ იმას აკეთებდნენ, რაც მათ სურდა. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ თავად ვნებები აღასრულებდნენ იმას, რაც სურდა ზეციურ სიყვარულს, ძე ღვთისას სიყვარულს. რაოდენ მოკლედმჭვრეტელია ადამიანური გონება

ღმერთი გახდა კაცი, რათა მსხვერპლი გამხდარიყო, და გახდა მსხვერპლი, რათა მაცხოვარი გამხდარიყო. ღმერთი გახდა კაცი, რათა მსხვერპლი გამხდარიყო

ქრისტე მოკვდა იმისათვის, რომ ჩვენში ცოდვა მომკვდარიყო ქრისტე მოკვდა იმისათვის, რომ ჩვენში ცოდვა

როდესაც ქარიშხალი არყევს ჩვენი სულის ხომალდს, მაშინ გავაღვიძოთ ქრისტე ლოცვით და მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს სულში (ლკ. 8, 23-24). როდესაც ქარიშხალი არყევს ჩვენი სულის ხომალდს

ადამის ძეთა ბუნება მიისწრაფის ამაღლდეს გრძნობადიდან სულიერამდე, მსგავსად იმისა, ზოგჯერ თევზი წყლიდან რომ ზეცას მიელტვის: მაგრამ როგორც ადვილად და სწრაფად ვარდება თევზი წყალში, ასევე სწრაფად ვეფლობით გრძნობადში. მხოლოდ ქრისტეს მადლმოსილი ძალით შეუძლია გადაჭრით აამაღლოს, განაახლოს, ხელახლა შობოს და მისცეს მას მარადიული სულიერი მიმართულება ადამის ძეთა ბუნება მიისწრაფის ამაღლდეს

სასწრაფოდ მოკვდი ცოდვისათვის, ყოველგვარი გადავადებისა და განსჯის გარეშე; სხვაგვარად დაკარგავ ქრისტეს, მასთან ერთად კი - ყველაფერს! სასწრაფოდ მოკვდი ცოდვისათვის, ყოველგვარი

ჩვენ ქრისტეს ჯვარს ვუცქერთ და ვკითხულობთ მის ვნებებს, თავად კი ერთი წყენაც ვერ აგვიტანია. ჩვენ ქრისტეს ჯვარს ვუცქერთ და ვკითხულობთ მის

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2