სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
მოყვასისადმი სიყვარული ჭეშმარიტი სიყვარულის სრული გამოვლინება როდია. არსებობს სრულყოფის სხვა უფრო მაღალი საფეხური, რომელიც ღრმა რწმენით, სათნოებით, მორჩილებით, ღვთისადმი დიდი სასოებითა და სიყვარულით მოიპოვება. აი, როგორ გვარიგე... იხილეთ სრულად
მოყვასისადმი სიყვარული ღვთისადმი ჩვენი სიყვარულის დამადასტურებელიცაა. ჩვენ გვიყვარს ღმერთი იმდენად, რამდენადაც გვიყვარს მოყვასი.
მოყვასისადმი სიყვარულს იესო ქრისტე ადამიანის ღვთისადმი სიყვარულს უთანაბრებს: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი... იხილეთ სრულად
სახარებაში მაცხოვარი რამდენჯერმე ბრძანებს: "მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდეთ ურთიერთას" (იოანე 13,34), რაც ამ სიტყვების დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
ოდითგანვე ბრძენნი ადამიანის ცხოვრების არსს მოყვასის ბედნიერებისათვის ზრუნვაში ხედავდნენ. გიყვარდეს მოყვასი და შენც უყვარდე სხვებს - უფლის მიერ ბოძებული დიდი ნიჭია. ასეთ ადამიანს სარწმუნოება და სიყვარული კარნახობს, როგორ გამოძებნოს... იხილეთ სრულად
რწმენა ადამიანის სულისა და ღმრთის შინაგანი ერთობაა, ხოლო სიყვარული - ამისი გარეგნული გამოხატულება. სიცოცხლის აზრი სიყვარულისადმი მსახურებაშია. რწმენას მივყავართ ღმერთამდე, სიყვარული კი ადამიანებთან გვაახლოვებს.