ბოროტადმეტყველ კაცს განუკითხველი არავინ დარჩება, რას არ დააბრალებს იგი სხვას და რაში არ შეეპარება ეჭვი! თუ ნახა, რომ ვინმე ყოველდღე დადის ეკლესიაში და ყოველდღე ევედრება ღმერთს, იტყვის, ფარისეველიაო; თუ ნახა, რომ ყოველთვის არ დადის...
იხილეთ სრულად
ბოროტადმეტყველ კაცს განუკითხველი არავინ დარჩება, რას არ დააბრალებს იგი სხვას და რაში არ შეეპარება ეჭვი! თუ ნახა, რომ ვინმე ყოველდღე დადის ეკლესიაში და ყოველდღე ევედრება ღმერთს, იტყვის, ფარისეველიაო; თუ ნახა, რომ ყოველთვის არ დადის - ურწმუნოაო; თუ ვინმე სიმართლის თქმას ცდილობს, კაცთმოძულე არისო, კაცის სიკეთე არ სურსო; მშვიდი და მდაბალი კაცი არ მოსწონს - სუსტიაო; მტკიცე და მაგარი ხასიათის კაცზე იტყვის - სასტიკი და ფიცხელიაო და ა.შ. ერთი სიტყვით, ყო...
დაუთესავ და დაუმუშავებელ მიწაზე ბალახი ამოდის (უსარგებლო და გამოუყენებელი); ასევეა სულიც, რომელიც კეთილი საქმეებისთვის არ იღვწის, თავისი ბუნებით კი გამუდმებით მიისწრაფვის მოღვაწეობისკენ, აუცილებლად მიიდრიკება ცუდი საქმეებისკენ.
ადამიანის გულს უსაქმოდ ყოფნა არ ძალუძს; ჩვენს სულს უსაქმოდ ყოფნა არ შეუძლია. თუ გონება წმინდა აზრებით არ არის დაკავებული, მაშინ ის ფუჭი და მავნე აზრებითაა დაკავებული; თუ გულში წმიდა, ზეციური აზრები არ არის, მაშინ იგი არაწმიდა, მღვ...
იხილეთ სრულად
ადამიანის გულს უსაქმოდ ყოფნა არ ძალუძს; ჩვენს სულს უსაქმოდ ყოფნა არ შეუძლია. თუ გონება წმინდა აზრებით არ არის დაკავებული, მაშინ ის ფუჭი და მავნე აზრებითაა დაკავებული; თუ გულში წმიდა, ზეციური აზრები არ არის, მაშინ იგი არაწმიდა, მღვრიე, ხორციელი აზრებით სუნთქავს; თუ ადამიანის ნება ზეცისკენ, ღვთის წმიდა ნების აღსრულებისკენ არ მიიწსრაფის, მაშინ იგი ცოდვის გზით ჯოჯოხეთისკენ მიდის.
არიან მწერები, რომლებიც სიამოვნებით მყოფობენ ტალახში. ასეთია უსაქმური სულიც. მიწი წარმოდგენა არაწმიდა სურათებით ივსება, რომელთაგან ბინძური ვნებები აენთება. ქეიფი, სეირნობა, გასართობები, საძაგელი საქმეები - აი, რა არის მის გონებაში...
იხილეთ სრულად
არიან მწერები, რომლებიც სიამოვნებით მყოფობენ ტალახში. ასეთია უსაქმური სულიც. მიწი წარმოდგენა არაწმიდა სურათებით ივსება, რომელთაგან ბინძური ვნებები აენთება. ქეიფი, სეირნობა, გასართობები, საძაგელი საქმეები - აი, რა არის მის გონებაში!