შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები შალვა ამონაშვილი | გამონათქვამები, ციტატები
მე უნდა ვეცადო სრულყოფას. რა თქმა უნდა, ბოლომდე სრულყოფილი ვერ გავხდები, მაგრამ გავუსწრებ ჩემ თავს, შვილმა რომ ჩემგან უკეთესი რამ დაინახოს
გადადებული საქმე არ ნიშნავს, რომ დასრულდება. გააჩნია საქმეს, აღზრდაში გადადებული საქმე არ სრულდება, რჩება ნაკლოვანი
აღზრდაში არ შეიძლება რომელიმე დღე გამოტოვო. ხვალ აღვზრდიო - არ არსებობს. ან დღეს, ან არასოდეს
უნდა სრულვყოთ საკუთარი თავი, ისე, რომ ჩვენ ღმერთის საჩუქარი გავხდეთ.
გაიხადეთ სული ღმერთის საჩუქრად!
არავისთვის არაფერი არ დაგენანოს.
რაც დაგენანება სხვისთვის, ის შენ უკან დაგწევს