შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები შალვა ამონაშვილი | გამონათქვამები, ციტატები
ადამიანი უკვდავია, არა კვდება. რომც გინდოდეს, რომ თავი მოიკლა, ვერ მოიკლავ, იმიტომ, რომ ადამიანს აქვს სული და ის არის უკვდავი
სულის სრულყოფას მივყავართ ზნეობის სრულყოფამდე, ურთიერთსიყვარულამდე, მეტად გვესმის ერთმანეთის და ცხოვრებაც უფრო ლაღი ხდება
ადამიანის სული ალმასიაო - თქვა ერთმა ბრძენმა. მაგრამ თავად ადამიანზეა დამოკიდებული, გახდება ეს ალმასი ბრილიანტი, თუ არ გახდება
ნათქვამია, თქვენი დღეები დათვლილიაო. დღეები დათვლილი მქონია მე. მე მართლა ვითვლი დღეებს და ვუფრთხილდები. როცა ეს გავიგე, რომ თურმე ჩემი დღეები დათვლილია, მას მერე ყველა დღეს ვუფრთხილდები, მათ შორის - დღევანდელ დღესაც. მაშასადამე, ... იხილეთ სრულად
შენი სული ალმასია. იქიდან შეიძლება ბრილიანტი გამოვიდეს. ალმასი კარგია, მაგრამ ბრილიანტი - ფასდაუდებელია.
ვისზეა დამოკიდებული შენი ალმასის ბრილიანტად ქცევა? - მხოლოდ შენზე
დადგება დრო, როცა ოჯახსაც და სკოლასაც დაეკისრება აღზარდოს ღმერთკაცი, განა კეთილი ადამიანი მხოლოდ, არამედ - ღმერთკაცი. ოჯახს და სკოლას აქვს ეს ძალები
ვიყოთ ისეთი სრულყოფილნი, როგორი სრულყოფილიც არის ჩვენი ზეციერი მამაო - ეს ქრისტემ რომ დაგვარიგა. ამით რა გვითხრა ქრისტემ? - ის, რომ მე თურმე შემძლებია ღმერთკაცი გავხდე. თუკი ვიზრუნებ, მე შემიძლია ამ დონეს მივაღწიო