სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

რა ვქნათ, როდესაც სინდისი რამეზე წუხს?
ყველაფერს, რაზეც სინდისი წუხს, მაშინვე თავი უნდა ანებო და თუ რამეში განგსჯის, დაუყოვნებლივ უნდა დააკმაყოფილო მონანიებით.
ყველაფერს, რაზეც სინდისი წუხს, მაშინვე თავი

რაში გამოიხატება სწორი გზის დასაწყისი და განსაკუთრებით რა უნდა შეინანოს დამწყებმა?
სწორი გზა იწყება მოძღვათან ნათქვამი აღსარებით. ამ დროს ადამიანმა განსაკუთრებით უნდა შეინანოს თავის სულიერი უმეცრება - რომ სრულიად არაფერი იცის ქრისტეს საიდუმლოებებზე, არ იცის, რაში ან რა არის რწმენა (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი).
სწორი გზა იწყება მოძღვათან ნათქვამი

სინანული სულის მიწისქვეშა წყლებია, ლოცვას რომ ასაზრდოებენ, უმისოდ ლოცვა უდაბნოს ქვიშასავით მშრალი და უსიცოცხლო იქნება. სინანული არა მარტო გარეგანი, შინაგანი ცრემლებიცაა - როგორც გულის ტკივილი: დაძაბული ლოცვის დროს გული უხილავად ღვრის სისხლს. სინანული სულის მიწისქვეშა წყლებია, ლოცვას რომ

როგორ გავიმართლოთ თავი ღვთის სამსჯავროზე?
წმიდა თეოდორა კარგად პასუხობდა, როდესაც აწამებდნენ საზვერეებში: "შენ ესა და ეს ჩაიდინიე!" - ეუბნებოდნენ ეშმაკები. ის პასუხობდა: "დიახ, ჩავიდინე, მაგრამ მოვინანიე და მივიღე შენდობა". აი, ყველაზე კეთილი პასუხი. მთელი ჩვენი ყურადღება აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჯერ აღსარება, შემდეგ ცხოვრების გამოსწორება.
წმიდა თეოდორა კარგად პასუხობდა, როდესაც

რისგან იღებს ძალას იესოს ლოცვა?
იესოს ლოცვა განსაკუთრებულ ძალას იღებს მორჩილებისა და გულის შემუსვრილობისაგან, აგრეთვე სინანულისაგან, რითიც იგი წარმოითქმება.
იესოს ლოცვა განსაკუთრებულ ძალას იღებს

შეიძლება დღესასწაულებში, წმინდა შობის დღეს, ბრწყინვალე შვიდეულებში წავიკითხოთ სინანულის კანონი, თუ რაიმე შევცოდეთ?
ეკლესიის წესების მიხედვით წმინდა შვიდეულის დღეებში სინანულის კანონის კითხვა არ შეიძლება. ეს მარხვის დროს საკმარისია. ჩადენილი ცოდვა კი აღსარებაზე განიწმინდება. ამ დღეებში ეცადე, არ შესცოდო.
ეკლესიის წესების მიხედვით წმინდა შვიდეულის

რა ძალა აქვს ღამის მეტანიებს?
არასოდეს დაგავიწყდეთ ღამე მეტანიები. თუ ვერ ახერხებთ, სამჯერ მაინც მოიდრიკეთ მუხლი. ღამის მუხლმოდრეკითა და ლოცვით ადამიანი ეშმაკზე იმარჯვებს: რასაც დღისით შესცოდავს, ამით გამოისყიდის.
არასოდეს დაგავიწყდეთ ღამე მეტანიები. თუ ვერ

ზოგჯერ ადამიანი ლოცულობს, თითქოს, გულითადად, მაგრამ მის ლოცვას არ მოაქვს მისთვის სიმშვიდე, სიხარული. რატომ?
იმიტომ, რომ მან გულწრფელად არ მოინანია იმ დღეს ჩადენილი ცოდვები, რითიც გული წაიბილწა. ამით კი უფალი განარისხა. მაგრამ თუ გაიხსენებს თავის დანაშაულს, მთელი გულწრფელობით შეინანებს და მიუკერძოებლად განიკითხავს საკუთარ თავს, მაშინვე გულში შემოვა სიმშვიდე, "რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია" (ფილ. IV, 7). საეკლესიო ლოცვებში არის ცოდვების ჩამონათვალი, მაგრამ იქ ყველა ცოდვა არ არის ნახსენები. ხშირად სწორედ ის ცოდვა არ არის ნახსენები, რომელიც ჩვენ ჩავიდინეთ. საჭიროა დაუყოვნებლივ თავად ჩამოვთვალოთ ისინი ლოცვაზე მათი მნიშვნელობის სრულად გაცნობიერებით, მორჩილებითა და გულშემუსვრილებით. ამიტომაც არის საღამოს ლოცვებში ცოდვების ჩამონათვალი: ჩავიდინე ესა და ეს, ესე იგი საშუალება გვეძლევა ჩვენი ნებით გავიხსენოთ ესა თუ ის ცოდვა (წმ. იოანე კრონშტადტელი).
იმიტომ, რომ მან გულწრფელად არ მოინანია იმ

რა უნდა შევთხოვოთ ღმერთს ლოცვაში?
სთხოვე სინანულის ცრემლები, რათა ცრემლებით შეგიმსუბუქდეს სულის სისასტიკე. შესთხოვე, გიბოძოს გულისხმისყოფა, ვნებებისა და ყოველგვარი ცდუნებისაგან განთავისუფლება.
სთხოვე სინანულის ცრემლები, რათა ცრემლებით

რას მოითხოვს ღმერთი ადამიანისგან?
ღმერთი მოითხოვს, რომ ადამიანი აღიარებდეს თავის ცოდვებს სიმდაბლით, იყოს გონიერი, არავინ სძულდეს; რომ ყოველჟამ ინანიებდეს ცოდვებს - ნებსითს თუ უნებლიეს, ცნობითს თუ უმეცრებითს; რომ სთხოვდეს უფალს სულიერ ძალებს ეშმაკის ძალების შესაცნობად (ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი).
ღმერთი მოითხოვს, რომ ადამიანი აღიარებდეს

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2