7. მონაზონს მართებს დახშოს თავისი სულის ყველა კარი ანუ ყველა გრძნობა, რომ არ დაეცეს მათგან და თუ ნახავს გონება თავის თავს არავისგან დამონებულს, განემზადება უკვდავებისთვის, ერთად თანაშემოკრებს რა თავის გრძნობებსაც და შექმნის რა მათ...
იხილეთ სრულად
7. მონაზონს მართებს დახშოს თავისი სულის ყველა კარი ანუ ყველა გრძნობა, რომ არ დაეცეს მათგან და თუ ნახავს გონება თავის თავს არავისგან დამონებულს, განემზადება უკვდავებისთვის, ერთად თანაშემოკრებს რა თავის გრძნობებსაც და შექმნის რა მათ ერთ სხეულად.
5. როდესაც გონება მოისმენს ამ დამაიმედებელ სიტყვებს, გაუკადნიერდება იგი მტრებს და იტყვის:"ვინ არის ჩემთან მორკინალი? წინ დამიდგეს მე. და ვინ არის მაცილებელი ჩემი? მომიახლოვდეს მე. აჰა უფალია ჩემი შემწე, ვინღა მიმტრობს მე? აჰა თქვე...
იხილეთ სრულად
5. როდესაც გონება მოისმენს ამ დამაიმედებელ სიტყვებს, გაუკადნიერდება იგი მტრებს და იტყვის:"ვინ არის ჩემთან მორკინალი? წინ დამიდგეს მე. და ვინ არის მაცილებელი ჩემი? მომიახლოვდეს მე. აჰა უფალია ჩემი შემწე, ვინღა მიმტრობს მე? აჰა თქვენ ყველანი გაცვდებით როგორც სამოსელი ჩრჩილისგან".
4. რაჟამს ნახავს ღმერთი, რომ მთელი ძალით დაემორჩილა მას გონება და არ ჰყავს ამ უკანასკნელს სხვა შემწე, თუ არა მხოლოდ იგი, განაძლიერებს მას და ეტყვის: "ნუ გეშინია, შვილო ჩემო იაკობ, მცირერიცხოვანო ისრაელ" (ესაია 41.13); და კიდევ: "ნ...
იხილეთ სრულად
4. რაჟამს ნახავს ღმერთი, რომ მთელი ძალით დაემორჩილა მას გონება და არ ჰყავს ამ უკანასკნელს სხვა შემწე, თუ არა მხოლოდ იგი, განაძლიერებს მას და ეტყვის: "ნუ გეშინია, შვილო ჩემო იაკობ, მცირერიცხოვანო ისრაელ" (ესაია 41.13); და კიდევ: "ნუ გეშინია, რადგან გამოგიხსენი შენ, გიწოდე შენ შენი სახელი. ჩემი ხარ შენ და თუკი გადახვალ წყალზე, შენთან ვარ, და მდინარეები ვერ შემოგერტყმიან შენ, და თუ გახვალ ცეცხლში, არ დაიწვები და ალი არ დაგწვავს შენ, რადგან მე ვარ უფ...
1. გონებას ბუნებითი მრისხანება აქვს ვნებათა მიმართ და მრისხანების გარეშე არც სიწმინდეს მოიპოვებს ადამიანი, თუ არ განურისხდება იგი ყოველივე იმას, რაც მტრის მიერ დაითესა მასში. როდესაც ეს აღმოაჩინა იობმა, გაკიცხა მან თავისი მტრები დ...
იხილეთ სრულად
1. გონებას ბუნებითი მრისხანება აქვს ვნებათა მიმართ და მრისხანების გარეშე არც სიწმინდეს მოიპოვებს ადამიანი, თუ არ განურისხდება იგი ყოველივე იმას, რაც მტრის მიერ დაითესა მასში. როდესაც ეს აღმოაჩინა იობმა, გაკიცხა მან თავისი მტრები და ასე უთხრა მათ: "უღირსნო და უკეთურნო, ყოველგვარი სიკეთისგან დაკლებულნო, ჩემი საქონლის ძაღლთა ღირსადაც არ მეგულვით თქვენ" (იობ. 30. 1,4). ვისაც სურს, რომ მივიდეს ამ ჭეშმარიტ მრისხანებამდე, იგი მოიკვეთს ყველა თავის ნება-ს...
135. გონება სულში ჩნდება და ბუნება სხეულში. გონება სულის განღმრთობაა, ბუნება კი სხეულის წარდინებაა (იგულისხმება, რომ მატერიალური ბუნება ანუ ნივთიერი შედგენილობა - ბუნება განაპირობებს სხეულის დაშლადობას, ანუ საეკლესიო ტერმინოლოგიით...
იხილეთ სრულად
135. გონება სულში ჩნდება და ბუნება სხეულში. გონება სულის განღმრთობაა, ბუნება კი სხეულის წარდინებაა (იგულისხმება, რომ მატერიალური ბუნება ანუ ნივთიერი შედგენილობა - ბუნება განაპირობებს სხეულის დაშლადობას, ანუ საეკლესიო ტერმინოლოგიით "წარდინებას"). ყოველ სხეულშია ბუნება, მაგრამ ყველა სულში როდია გონება. ამიტომ, ვერც ყველა სული ცხონდება.
131. ისევე როგორც მკვდარია სხეული სულის გარეშე, ასევე სულიც გონითობის გარეშე უმოქმედოა და არ ძალუძს მას, რომ ღმერთი დაიმკვიდროს (ე.ი. ღმერთი იწილხვედროს).
130. ვისაც გონება აქვს, იცის თავისი თავი, თუ რა არის (რომ ადამიანი ხრწნადია), ხოლო თავისი თავის მცოდნემ ყოვლიერება იცის (რომ ღვთის ქმნილებაა იგი და რომ შექმნილია ადამიანის ცხონებისათვის), რადგან ყოვლის შეცნობა და მართლად რწმენა ად...
იხილეთ სრულად
130. ვისაც გონება აქვს, იცის თავისი თავი, თუ რა არის (რომ ადამიანი ხრწნადია), ხოლო თავისი თავის მცოდნემ ყოვლიერება იცის (რომ ღვთის ქმნილებაა იგი და რომ შექმნილია ადამიანის ცხონებისათვის), რადგან ყოვლის შეცნობა და მართლად რწმენა ადამიანის უფლებამოსილებაშია, ხოლო ასეთმა კაცმა ურყევად იცის, რომ ამქვეყნიურთა უარმყოფელებს გასაჭირი უმცირესი აქვთ, სიკვდილის შემდეგ კი ისინი საუკუნო შვებასა და მოსვენებას იღებენ ღვთისგან.
128. თვალი ხილულს ხედავს, გონება კი უხილავს შეიცნობს, რადგან ღვთისმოყვარე გონება სინათლეა სულისა. ამიტომ, ვისაც ღვთისმოყვარე გონება აქვს, გულით განათლებულია და თავისი გონებით ხედავს ღმერთს.
126. განჩინებაა ღვთისა, რომ ხორცის გაზრდის შემდეგ სული გონებით აღივსოს, რათა ადამიანმა კარგისა და ცუდისგან ღვთისთვის სათნო გამოირჩიოს, ხოლო ის სული, რომელიც კარგს არ აირჩევს, გონების არმქონეა. ასე რომ, ყველა სხეულს აქვს სული, მაგ...
იხილეთ სრულად
126. განჩინებაა ღვთისა, რომ ხორცის გაზრდის შემდეგ სული გონებით აღივსოს, რათა ადამიანმა კარგისა და ცუდისგან ღვთისთვის სათნო გამოირჩიოს, ხოლო ის სული, რომელიც კარგს არ აირჩევს, გონების არმქონეა. ასე რომ, ყველა სხეულს აქვს სული, მაგრამ ყველა სული გონების მქონედ არ ითქმის, რადგან ღვთისმოყვარე გონება იმათში შთაარსდება, რომლებიც კეთილგონიერნი, ღირსეულნი, მართალნი, განწმენდილნი, კეთილნი, მოწყალენი და კეთილმსახურნი არიან, და გონების თანამყოფობა შემწეობა...
118. სხეულის მხედველობის ორგანო თვალებია, სულის მხედველობის ორგანო კი - გონება, და როგორც უთვალო სხეული ბრმაა და ვერ ხედავს მზეს, რომელიც მთელ ამ მიწასა და ზღვას ანათებს, არცთუ ის ძალუძს, რომ სინათლით დატკბეს, ამგვარადვე სულიც, კე...
იხილეთ სრულად
118. სხეულის მხედველობის ორგანო თვალებია, სულის მხედველობის ორგანო კი - გონება, და როგორც უთვალო სხეული ბრმაა და ვერ ხედავს მზეს, რომელიც მთელ ამ მიწასა და ზღვას ანათებს, არცთუ ის ძალუძს, რომ სინათლით დატკბეს, ამგვარადვე სულიც, კეთილი გონებისა და ღირსეული მოღვაწეობის არმქონე, ბრმაა და ვერ ცნობს ყოვლიერების შემოქმედ და კეთილმოქმედ ღმერთს, არცთუ ადიდებს მას და არც ის ძალუძს, რომ მისეული უხრწნელებითა და საუკუნო სიკეთეებით დატკბეს.