რაოდენი არიან ესრეთნი პირნი ჩვენ შორის, რომელნი მრისხანითა სახითა და ფიცხელთა სიტყვათა შინა განიკითხავენ მოყვასთა თვისთა; გაიგონებ რა, იფიქრებ: ამაზედ უმჯობესი კაცი არ არისო, ამას ყოველი ცუდი საქმე ეძაგებაო; გარნა ვინ იცის, იქმნებ...
იხილეთ სრულად
რაოდენი არიან ესრეთნი პირნი ჩვენ შორის, რომელნი მრისხანითა სახითა და ფიცხელთა სიტყვათა შინა განიკითხავენ მოყვასთა თვისთა; გაიგონებ რა, იფიქრებ: ამაზედ უმჯობესი კაცი არ არისო, ამას ყოველი ცუდი საქმე ეძაგებაო; გარნა ვინ იცის, იქმნება მას არ ჰქონდა შემთხვევა, თორემ პირველი იგივე აღასრულებდა იმ საქმეს, რომელსაცა ეგრეთ განიკითხავს. მაგალითებრ, რავდენი იქმნება ჩვენ შორის ისრეთი პირი, რომ, როდესაც შემთხვევა არა აქვს და არ შეუძლიან ქრთამის აღება, მაშინ გ...
141. ვინაიდან უფალმა, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებისას ესეც გვიჩვენა ჩვენ, რომ მრისხანების გზით (შდრ. იონ. 11. 33) ვთრგუნავდეთ სულის მდედრულობას და სიძაბუნეს და ვეშურებოდეთ მკაცრი ცხოვრების წესს, ესე იგი...
იხილეთ სრულად
141. ვინაიდან უფალმა, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებისას ესეც გვიჩვენა ჩვენ, რომ მრისხანების გზით (შდრ. იონ. 11. 33) ვთრგუნავდეთ სულის მდედრულობას და სიძაბუნეს და ვეშურებოდეთ მკაცრი ცხოვრების წესს, ესე იგი, – ვგულისხმობ, – თვითგაკიცხვას, რასაც ძალუძს სულის დახსნა თავმოთნეობის, ცუდმედიდობისა და ამპარტავნებისგან.
31. გვმართებს კი ჩვენ, კვინობში (მონასტერი) მცხოვრებთ, რომ ნებაყოფლობითი არჩევანით და მოწადინე გულით მოვიკვეთოთ ყველა ჩვენი ნება წინამძღვრის წინაშე და, ღვთის თანაშეწევნით, როგორღაც ჩვენც გავხდეთ ადვილსააღვირენი (ადვილსამართავნი) დ...
იხილეთ სრულად
31. გვმართებს კი ჩვენ, კვინობში (მონასტერი) მცხოვრებთ, რომ ნებაყოფლობითი არჩევანით და მოწადინე გულით მოვიკვეთოთ ყველა ჩვენი ნება წინამძღვრის წინაშე და, ღვთის თანაშეწევნით, როგორღაც ჩვენც გავხდეთ ადვილსააღვირენი (ადვილსამართავნი) და ნების არმქონენი, ხოლო გვმართებს კი, რომ მოხერხება გვქონდეს, რათა არც მძვინვარებით ვმშფოთვარებდეთ და არც ჩვენს გულისწყრომით ნაწილს აღვძრავდეთ პირუტყვულად და არაბუნებითად, რომ შემდეგ უხილავ ბრძოლაში გაუბედავნი არ აღმოვჩნ...
ჩვენი მეოთხე შერკინება მრისხანების სულის წინააღმდეგაა და, ცხადია, გვმართებს, რომ, ღვთის შეწევნით, მისი მომაკვდინებელი შხამიც ჩვენი სულის სიღრმიდან ამოვიკვეთოთ, რადგან მას შემდეგ, რაც ის ჩაიბუდებს ჩვენს გულში და ბნელი მშფოთვარებები...
იხილეთ სრულად
ჩვენი მეოთხე შერკინება მრისხანების სულის წინააღმდეგაა და, ცხადია, გვმართებს, რომ, ღვთის შეწევნით, მისი მომაკვდინებელი შხამიც ჩვენი სულის სიღრმიდან ამოვიკვეთოთ, რადგან მას შემდეგ, რაც ის ჩაიბუდებს ჩვენს გულში და ბნელი მშფოთვარებებით დაგვიბრმავებს გულისთვალებს, უკვე აღარ ძალგვიძს არც შენარჩუნება სასარგებლოთა გამრჩევლობისა, არც მოპოვება სულიერი ცოდნის მწვდომელობისა, არც კეთილი განზრახვის სრულყოფილების პყრობა, არც ნამდვილი ცხოვრების წილმქონეებად ქცევ...
15. არ ძალმიძს მე ეშმაკთა ყველა ბოროტმოქმედების აღწერა. მრცხვენია კიდეც მათეულ უკეთურმანქანებათა ჩამოთვლა, ვეკრძალვი რა წამკითხველთაგან უწრფელესთ; თუმცა ისმინე სიძვის სულის მზაკვრობანი:
როდესაც კი ვინმე მოიპოვებს გულისთქმითი ნაწილ...
იხილეთ სრულად
15. არ ძალმიძს მე ეშმაკთა ყველა ბოროტმოქმედების აღწერა. მრცხვენია კიდეც მათეულ უკეთურმანქანებათა ჩამოთვლა, ვეკრძალვი რა წამკითხველთაგან უწრფელესთ; თუმცა ისმინე სიძვის სულის მზაკვრობანი:
როდესაც კი ვინმე მოიპოვებს გულისთქმითი ნაწილის უვნებობას და სამარცხვინო გულისზრახვები გაცივდება მასში, ზემოხსენებულ სულს სწორედ მაშინ შემოჰყავს კაცნი და ქალნი, ურთიერთშორის მოთამაშენი, და ამ სასირცხვილო საქმეთა და სახეთა მხედველად განაწესებს იგი განშორებულს, თუმცა...
5. ეშმაკთა განაზრახს დიდად შეეწევა ჩვენი მრისხანება, ამოქმედებული ბუნების საწინააღმდეგოდ, რაც უაღრესად გამოსადეგი ხდება ყველა მათი ბოროტი მოქმედებისთვის. ამიტომაც, მათგან არც ერთი არც ღამით, არც დღისით არ წყვეტს ჩვენი მრისხანების ...
იხილეთ სრულად
5. ეშმაკთა განაზრახს დიდად შეეწევა ჩვენი მრისხანება, ამოქმედებული ბუნების საწინააღმდეგოდ, რაც უაღრესად გამოსადეგი ხდება ყველა მათი ბოროტი მოქმედებისთვის. ამიტომაც, მათგან არც ერთი არც ღამით, არც დღისით არ წყვეტს ჩვენი მრისხანების გამოწვევას, მაგამ თუკი ნახავენ ისინი ამ მრისხანებას თავმდაბლობით შეკრულს, მაშინ, ვითომცდა სამართლიანი მიზეზებით, მყის გახსნიან მას, რათა უკიდურეს სიფიცხემდე მიიყვანონ იგი და შემდეგ გამოიყენონ თავიანთი პირუტყვული ზრახვებ...
1. გონებას ბუნებითი მრისხანება აქვს ვნებათა მიმართ და მრისხანების გარეშე არც სიწმინდეს მოიპოვებს ადამიანი, თუ არ განურისხდება იგი ყოველივე იმას, რაც მტრის მიერ დაითესა მასში. როდესაც ეს აღმოაჩინა იობმა, გაკიცხა მან თავისი მტრები დ...
იხილეთ სრულად
1. გონებას ბუნებითი მრისხანება აქვს ვნებათა მიმართ და მრისხანების გარეშე არც სიწმინდეს მოიპოვებს ადამიანი, თუ არ განურისხდება იგი ყოველივე იმას, რაც მტრის მიერ დაითესა მასში. როდესაც ეს აღმოაჩინა იობმა, გაკიცხა მან თავისი მტრები და ასე უთხრა მათ: "უღირსნო და უკეთურნო, ყოველგვარი სიკეთისგან დაკლებულნო, ჩემი საქონლის ძაღლთა ღირსადაც არ მეგულვით თქვენ" (იობ. 30. 1,4). ვისაც სურს, რომ მივიდეს ამ ჭეშმარიტ მრისხანებამდე, იგი მოიკვეთს ყველა თავის ნება-ს...
69. მცოდველთა მიმართ ნუ განვრისხდებით, თუნდაც რომ დანაშაული იყოს, რაც ჩაიდინეს, ღირსი სასჯელისა, არამედ, როგორც თვით სამართალი მოითხოვს ამას, დამნაშავეთა მოქცევა გვმართებს და დასჯაც მათი, თუ საჭიროა, ან თვით ჩვენგანვე ან სხვათა მ...
იხილეთ სრულად
69. მცოდველთა მიმართ ნუ განვრისხდებით, თუნდაც რომ დანაშაული იყოს, რაც ჩაიდინეს, ღირსი სასჯელისა, არამედ, როგორც თვით სამართალი მოითხოვს ამას, დამნაშავეთა მოქცევა გვმართებს და დასჯაც მათი, თუ საჭიროა, ან თვით ჩვენგანვე ან სხვათა მიერ, მაგრამ მათ მიმართ განრისხება ან გულისწყრომა არ ეგების, რადგან რისხვა ვნების შესაბამისად მოქმედებს მხოლოდ, არათუ - განმსჯელობისა და სიმართლის ნიშნით. ამასთან, არც ის გვმართებს, რომ ვიწონებდეთ არაჯეროვნად შემწყნარებლე...