კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
კეთილი საქმეები - რწმენის სულია; რწმენა კეთილ საქმეებთან ერთად - ცოცხალი რწმენაა.
რწმენა იმისათვის, რომ მაცხოვნებელი იყოს, რწმენისამებრ ცხოვრებას მოითხოვს, ვინაიდან რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია (იაკ. 2, 26). და შესაბამისად, მას არ ძალუძს, ადამიანი მარადიულ ცხოვრებამდე მიიყვანოს.
საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ ვისაც ღმერთმა მეტი მისცა, მეტსაც მოსთხოვს. იმის ფიქრი, რომ მე ვინა ვარ, რა ნაყოფი შემიძლია მივართვა ღმერთსო, მცდარია. თუ შენს საქმეს კარგად და გულმოდგინედ ასრულებ, თუ ოჯახს ინახავ, გადასახადსა და სამ... იხილეთ სრულად
ნამდვილი ადამიანები ზრუნავენ, რომ მათმა ცხოვრებამ ღირსეული ნაყოფი გამოიღოს და არა მეზობელთა ქება-დიდებისათვის. დიდება ექოს მსგავსად მათი თანმდევია და თუკი ექო ყოველთვის მაინც არ ისმის მიწაზე, იგი უცილობლად ჰპოვებს გამოძახილს ზეცაშ... იხილეთ სრულად
სადაც რწმენა არ არის, იქ არც კეთილი საქმეებია, იმიტომ, რომ განზრახვა, უწინარეს ყოვლისა, საქმეს კეთილად აქცევს, კეთილი განზრახვა კი რწმენიდან მომდინარეობს.
მარტო ის კი არ არის დამღუპველი, რომ ღვთის საქმე არ აკეთო, არამედ - მისი დაუდევრად კეთებაც (იერ. 48, 10).
მადლით განწმედის გარეშე ცხონება შეუძლებელია. ისინი, ვინც მხოლოდ კეთილი საქმეების მეშვეობით ცხონებაზე ლაპარაკობენ, ამით ერთგვარ ტოლობის ნიშანს სვამენ ამ საქმეებსა და ღვთის ნიჭებს შორის, ეს მაშინ, როცა კეთილი საქმეები მხოლოდ პირობებ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა კაცის სულს აცხოველებს და კეთილი საქმეებისაკენ იზიდავს. ადამიანის გულში იგი კეთილ ზრახვებს აღძრავს, ხოლო უკეთურ აზრებსა და სურვილებს სპობს. იგი აიძულებს კაცს საქმით ადიდოს ღმერთი. თუ ადამიანის ხორციელ ცხოვრებას აზრი... იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია კი გვასწავლის, რომ კაცის განმართლებისათვის საჭიროა როგორც სარწმუნოება იესო ქრისტესი, ისე ცხოვრება, მოქმედება, ანუ კეთილნი საქმენი სარწმუნოებისაებრ; ამასთანავე განგვიმარტავს, რომ ყოველი საქმე კაცისა მაშინ იქ... იხილეთ სრულად
ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის. რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან. მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე. ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგის... იხილეთ სრულად