ბერის დიადემა - ციტატები, ამონარიდები
თუ შენ ლოცულობ და ამ დროს მოგადგა ვინმე გაჭირვებული და გთხოვა დახმარება, შენ რომ არ მიეხმარო და უთხრა: ვლოცულობ, დავამთავრებ და მერე მოგხედავო, აი, ასეთი ლოცვა ღმერთს არ სჭირდება, ასეთ ლოცვაზეა ნათქვამი, ლოცვა ცოდვად შეერაცხაო
არ შეიძლება ხატს სახეზე ემთხვიო, ჩარჩოზე რომ ემთხვიო მორიდებულად, ისიც საკმარისია. სასოება უნდა ხატებთან ურთიერთობას, არ უნდა ბევრი კოცნა. უნდა მიხვიდე სიყვარულით, გულით და სასოებით. გადაჭარბებული ღმერთს არაფერი უყვარს
ღვთის სახელის ხსენება უმიზეზოდ არ შეიძლება. ხშირად რომ ახსენებ მესამე მცნება ირღვევა
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა. არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი. ადამიანი სადაც დაიბადა იქ გადმოდის მასზე კურთხევა
უფალს სამყაროში ყველაზე მადლიანი ადგილი სასუფეველი აქვს. ხოლო აქ დედამიქწაზე მადლის მიხედვით იერუსალიმის შემდეგ ყველაზე წმიდა ადგილი სვეტიცხოველია, მის შემდეგ კი სამთავროს მონასტერი, წმიდა ნინოს ვაზის ჯვრით და ქადაგებით, საიდანაც ... იხილეთ სრულად