ბერის დიადემა - ციტატები, ამონარიდები
საქართველო აღდგება, ისე როგორც ლაზარე. სკიპტრა, სკიპტრაა და სანამ საქართველოს გვირგვინოსანი მეფე არ ეყოლება, არაფერი გამოვა. საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს, გვირგვინოსანი ბაგრატიონი. ის რა ერია, რომელსაც მეფე არა ჰყავს
საქართველო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს, როცა იტყვიან აი, მორჩა, მაშინ განათლდება და გაბრწყინდება
მარად მკვდარი არ გეგონოთ, მე საფლავში ცოცხალი ვიქნები. ბოდბეში წმიდა ნინო წევს გაუხრწნელად და მირონი სდის და აი, აქ მე ვიქნები. მე რომ გარდავიცვლები, აქ ნახევარი საქართველო მოვა
ჯერ ჩემამდე, მამა გიორგი (მხეიძე) უნდა შეირაცხოს წმიდანად, ის უდიდესი წმიდანია. (ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველება ასრულდა. დიდი ბეთანიელი მამა "გიორგი მხეიძე" 2003 წელს შერაცხეს წმიდანად
საოცრებათა საოცრება ის არის, რასაც მზის იქით უყურებ და ხედავ. მზის ყურებაზე მეტი, თავად მზის გამჩენის ყურებაა
აღსარება ღვთის იმხელა საიდუმლოებაა, რომ ადამიანის გონება ვერ ჩასწვდება მასში. ის ღვთის ყველაზე დიდი წყალობაა დედამიწაზე
ჭეშმარიტმა რწმენამ გულში უნდა დაისადგუროს, არა გონებაში. ანტიქრისტესაც სწორედ ის გაჰყვება უკან, ვისაც გონებაში აქვს რწმენა, ხოლო ვისაც გულში აქვს რწმენა, ის შეიცნობს ანტიქრისტეს
მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით და ხალიჩემზე. დეკორაცია ეზიზღება ღმერთს. ქრისტე უბრალო იყო, ერთი პერანგი ეცვა ღვთისმშობლის მოქსოვილი