წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ადამიანისა და ღმერთის შეერთება, - ღვთაებრიობისა და ადამიანობისა ქრისტეში, - შეიძლება შევადაროთ ცეცხლისა და რკინის შეერთებას ხმლის გამოწრთობისას. ჩვენ ვდებთ ხმალს ცეცხლში ცივს, ნაცრისფერს, ბრწყინვალების გარეშე, ამოღების შემდეგ კი ცეცხლივით ანთია. რა მოხდა? სიცხემ განმსჭვალა რკინა ისე, რომ ახლა შეიძლება გაჭრა ცეცხლით და დაწვა რკინით. ადამიანისა და ღმერთის შეერთება, -

ნუ იქნები თავისმოყვარე და ღვთისმოყვარე იქნები; ნუ იქნები საკუთარი თავისთვის გამორჩენის მოსურნე და ძმისმოყვარე იქნები. ნუ იქნები თავისმოყვარე და ღვთისმოყვარე ;

საჭმელი კი არ არის ბოროტება, არამედ ნაყროვანება. ფული კი არა, არამედ ვერცხლისმოყვარეობა; დიდება კი არა, არამედ პატივმოყვარეობა. ბოროტება წარმოიშობა მათი ბოროტად გამოყენებით. საჭმელი კი არ არის ბოროტება, არამედ

პატივმოყვარეობის დაძლევა დიდი ღვაწლია. ამისთვის კარგი საშუალებაა ფარულად სიკეთის ქმნა და ხშირი ლოცვა, ხოლო ნიშანი იმისა, რომ ამ ვნებისაგან განთავისუფლდი, ავისმთქმელზე ურისხველობაა. პატივმოყვარეობის დაძლევა დიდი ღვაწლია.

ვისი გონებაც მიჯაჭვულია რომელიმე მიწიერი საგნისადმი, მას არ უყვარს უფალი ვისი გონებაც მიჯაჭვულია რომელიმე მიწიერი

ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს გადამეტებულად მიიღებს, ღვინოს უზომოდ სვამს და ხორცს აპოხებს, უსარგებლოა მისი მარხვა. ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს

ვერცხლისმოყვარეობა მაშინ მჟღავნდება, როცა სიხარულით იღებ და მწუხარებით გასცემ. ვერცხლისმოყვარეობა მაშინ მჟღავნდება, როცა

896. რას ეტყოდით ისეთ ადამიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ ზეციური სასუფეველის დამკვიდრებისთვის აუცილებელია დიდი და გამოსაჩენი საქმეების აღსრულება?
ღრმად შემცდარა, ვინც ფიქრობს, რომ ზეცისათვის დიდი და გამოსაჩენი საქმეებია აუცილებელი. მთავარია ყოველივეს კეთება ქრისტეს მცნებების მიხედვით. მაშინაც კი, როდესაც ვინმეს თხოვნით წინდას გაუკემსავ, ეს ღვთის სასურველი საქმე იქნება. თითოეული ნაბიჯი, სიტყვა, მოძრაობა, მზერაც კი შესაძლებელია ღვთის ნების აღსრულების საშუალებად აქციო.
ღრმად შემცდარა, ვინც ფიქრობს, რომ ზეცისათვის

881. რა არის მარხვის საზღაური?
მარხვის საზღაური არის უვნებობა.
მარხვის საზღაური არის უვნებობა

758. როგორ მოქმედებს სულიერი სიტყვა ადამიანის შეპყრობილ გონებაზე?
როგორც უკეთური სულით სულშეხუთული საული დააწყნარა ქნარზე მოგალობე ნეტარმა დავითმა, ასევე ყველა სულიერი სიტყვა, ცოდნისეული მჭვრეტელობებით დატკბობილი, დააწყნარებს შეპყრობილ გონებას, გაათავისუფლებს რა მას მისი სულთამხუთავი უკეთური გულისთქმებისაგან.
როგორც უკეთური სულით სულშეხუთული საული

წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

1