მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები
მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები მორჩილება, გამონათქვამები, ციტატები
ვისაც სურს სულიერი ხედვის მდგომარეობა მუდმივად შეინარჩუნონ, მათ უნდა იზრუნონ, რომ მუდამ მორჩილებაში იყვნენ; ნუ იმართლებენ თავს, ნუ განიკითხავენ ახლობლებს, ხოლო მორჩილებაში თავის დადანაშაულებით, ღვთისა და ადამიანების წინაშე საკუთარ... იხილეთ სრულად
ამგვარად, სულიერი ხედვის შესაძენად, სიბრმავის, სიცრუისა და ზნედაცემულობისაგან გასათავისუფლებლად საჭიროა იმ ძირითადი მართლმადიდებლური ცნებით გამოხატული შინაგანი განწყობილება მივიღოთ, როგორიცაა სინანული და მორჩილება.
შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები და ღვთის სათნო კაცი შეგიყვარებს.
რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე შენი თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვი.
რადგან დიდია უფლის მეუფება და მორჩილთაგან იდიდება იგი.
თ. 3-4
თუკი ადამიანში არ იქნება სრული სიმდაბლე და უფლის მორჩილება, სიმდაბლე სრული გულით, სრული გონებით, სრული სულით, სრული სამშვინველით და სრული სხეულით, მაშინ ასეთი ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვდირებს.
თუკი ადამიანი ვერ შეიძენს სრულყოფილ თავმდაბლობასა და მორჩილებას მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით, მთელი სამშვინველითა და მთელი სხეულით, იგი ვეღარ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.
ლომებსაც ათვინიერებენ და იმორჩილებენ, ადამიანი კი ზოგჯერ თავის მრისხანებას ნებას აძლევს, ლომზე მეტად დაუმორჩილებელი იყოს!
მოთმინება და მორჩილება უფრო ძლევამოსილია, ვიდრე - საყვედური, თუნდაც - სამართლიანობაზე დაფუძნებულიც კი.
თუ შენი გული მორჩილების ზეთით ავსებული და ღვთის სიყვარულის ცეცხლით ანთებული კანდელი არ არის, მაშინ უსარგებლოდ ანთებ ტაძარში კანდელს!
ყველას დაემორჩილე ყველა კეთილ საქმეში, მხოლოდ ნუ მიჰყვები ანგარებისმოყვარეს, ვერცხლისმოყვარეს და წუთისოფლისმოყვარეს, რათა შენი მორჩილება საეშმაკო საქმედ არ იქცეს.