წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
თუ ოდესმე ადამიანი ეშმაკის ძალაუფლებაშია, ყველაზე მეტად ეს სიმთვრალის დროს ხდება.
წყენების სანაცვლოდ, რომელიც უსამართლოდ დავითმინეთ, ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ღმერთი ან ცოდვათა მიტევებას გვაძლევს, ანდა გვასაჩუქრებს.
უმარხულობა ნიშნავს პირუტყვთა მიმსგავსებას. პირუტყვთა არ იციან მარხვა. არ შეიძლება, რომ ცეცხლი წყალში დაინთოს, არ შეიძლება სინანული უმარხულოდ.
არ არსებობს სახელი, რომელიც სრულყოფილად გამოხატავს უფალს: ასევე შეუძლებელია, სრულყოფილად ჩავწვდეთ მას
თუკი ის, რომ ღმერთი არსებობს, რწმენით მიიღება (ებრ. 11, 6) და გონებით ვერ ჩავწვდებით, განა გონებით შეიძლება ჩავწვდეთ იმას, თუ რა არის იგი?
დასაბამად როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, იმთავითვე მარხვის მცნება დაუდო აღსასრულებლად – კეთილისა და ბოროტის ხისაგან არ ჭამოო... და თუკი სამოთხეში იყო აუცილებელი მარხვა, რაოდენ გზის უფრო სამოთხის გარეთაა იგი საჭირო ჩვენთვის, ცოდვას ... იხილეთ სრულად