წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

875. რა არის საღმრთო შური?
საღმრთო შური დიდსა და მომეტებულ ღმრთის ერთგულებას ეწოდება. ასეთი შური პატიოსანი და მოსაწონი თვისებაა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი მეცნიერებით არის აღძრული, ანუ, როცა ჭკუითა და გონებით ცნობიერდება.
საღმრთო შური დიდსა და მომეტებულ ღმრთის

845. რას გვეტყვით წყევლის შესახებ?
ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, ანუ წყევლა, ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო და ყოველთა უსაშინლესი ცოდვაა. ზოგიერთი წყევლასა და შეჩვენებას ისეა მიჩვეული, რომ თითქმის ყველ წამს, მცირე რაიმეზე გული თუ მოუვიდა, მაშინვე საშინელ სიტყვებს იმეორებს: დასწყევლოს ღმერთმა, დალახვროს წმიდა გიორგიმ და სხვა მისთანები. ეს სამწუხარო ჩვეულება მრავალი ახლანდელი ქრისტიანის გულში იმისათვის არის დანერგილი, რომ ისინი დაუფიქრებლად ლაპარაკობენ და ცხოვრობენ, თავიანთ ცხოვრებასა და ხასიათს არ განსჯიან და არ განიხილავენ, თვისთა ენათა და ცუდი ზნისათვის აღვირასხმა არ შეუძლიათ... მოიშალეთ ყოველგვარი ამაოდ ხსენება ღმერთის სახელისა, უმეტესად კი – წყევლა და შეჩვენება. ღმერთი გვიბრძანებს ჩვენ: აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა, კეთილს უყოფდით მდევართა თქვენთა, შეიყვარეთ მოძულენი თქვენნი. მაშასადამე, კიდეც რომ ემართლებოდე ვინმეს, კიდეც რომ გავნოს ვინმემ, მაინც იგი არ უნდა დაწყევლო.
ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, ანუ წყევლა

823. რა არის ცუდადმეტყველება?
ცუდადმეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, რომელიც კაცის პირისაგან გამოდის.
ცუდადმეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო

802. რას წარმოადგენს დიდი ხუთშაბათი?
ამ დღეს დაასრულა მაცხოვარმა საფუძველი ახალი აღთქმისა, ამ დღეს მისცა მან თავის მოწაფეებს თავისი უკანასკნელი დიდი მცნებანი და სწავლანი, როცა დააწესა უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, ამ დღეს მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა, დაბანა რა ფერხნი მათნი. ერთი სიტყვით, როგორადაც აღდგომა ქრისტესი არის დაგვირგვინება მისი საქმისა და ჩვენი რჯულისა, მსგავსადვე, ეს დღე შევსება და დასრულებაა მისი სჯულისდებისა.
ამ დღეს დაასრულა მაცხოვარმა საფუძველი ახალი

778. რასთან არის დაკავშირებული ეკლესიაში წანდილის ანუ კოლიოს კურთხევის წესი?
ეს ეკლესიური წესდებულება IV ს–ის ამბავთანაა დაკავშირებული, როცა რომის სამეფო ტახტზე იმპერატორი იულიანე განდგომილი ავიდა. მან ქრისტიანობა უარყო და ქრისტიანების ისეთი მდევნელი გახდა, რომ თავის სამეფოში ქრისტიანობის მოსპობა მოინდომა. ერთხელ, როცა დიდი მარხვა დადგა, მთავარი მოვაჭრენი და კერპთმსახურნი საიდუმლოდ დაარიგა, რომ სავაჭრო ადგილებზე ყოველგვარ საჭამანდში ნაკერპავი სისხლი აერიათ, ამით ქრისტიანთა სარწმუნოება შეებღალათ და დიდ განსაცდელში ჩაეგდოთ, მაგრამ ღმრთის განგებამ უღმრთო იულიანე მეფის განზრახვა დაარღვია. ამ ბრძანების გაცემის ღამეს ეკლესიის მღვდელმთავარს ნათლით შემოსილი თეოდორე ტირონი, ანუ მხედარი, გამოეცხადა, რომელიც უწინარეს საუკუნისა ქრისტეს სარწმუნოებისათვის იყო ნაწამები. მან დაარიგა ეპისკოპოსი, რომ უწმინდური ნაკერპავებისაგან სამწყსოს დასაცველად უბრალო მოხარშული ხორბალი წმინდად შეემზადებინა, ეკურთხებინა და ყველა ქრისტიანისათვის დაერიგებინა. მწყემსმთავარმა ბრძანება აღასრულა და რამდენიმე დღის განმავლობაში ქრისტიანებს ასე ასაზრდოებდა.
ეს ეკლესიური წესდებულება IV ს–ის ამბავთანაა

744. რა არის დღესასწაული?
დღესასწაული არის ხსენება ლოცვითა, მადლობითა და ქებით თვით მაცხოვრისა, მისი დედისა ან მისთა წმინდანთა, ან გახსენება ქრისტესთან დაკავშირებული რომელიმე დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენისა. მაგ: ქრისტეშობისა, ამაღლებისა და სხვ.
დღესასწაული არის ხსენება ლოცვითა, მადლობითა

723. რას ნიშნავს პირჯვრის გამოსახვა?
ერთად შეერთებული სამი თითი, რომლითაც პირჯვარს ვიწერთ, წმ. სამებას ნიშნავს, ორი მოხრილი – იესო ქრისტეს ორ ბუნებას – ღმრთეებრივსა და კავობრივს. თითებს პირველად შუბლზე ვიდებთ, რათა აზრი განიწმინდოს, შემდეგ გულზე – გულის განსაწმენდად, მერე მხრებზე, რათა ქრისტეს გულში გავძლიერდეთ. ჯვარს იმიტომ ვისახავთ, რომ ჯვარცმულმა ღმერთმა იესო ქრისტემ დაგვიცვას და დაგვიფაროს.
ერთად შეერთებული სამი თითი, რომლითაც პირჯვარს

706. რას ნიშნავს მიმოწვლილველობა?
მიმოწვლილველობა ანუ მოწყინება ისაა, როცა კაცს მოეწყინება ანუ მოსძულდება თავისი თავი, ან რომელიმე კეთილი საქმე. ეს ცოდვაც ეშმაკის მანქანებისაგან მოდის. ზოგჯერ კაცს ლოცვაზე დგომა, მარხვის შენახვა ან გამუდმებული შრომა და მუშაობა მოსწყინდება. ზოგს საერთოდ თავისი სიცოცხლე მოსწყინდება და ამბობს: რა სიცოცხლეა ჩემი სიცოცხლეო და მწუხარებასა და დრტვინვას მიეცემა. მომწვლილველობა დიდი და მავნებელი ცოდვაა პირველ რიგში იმიტომ, რომ ქრისტიანი ყოველთვის მღვიძარე, ფრთხილი და სულგრძელი უნდა იყოს. ღმერთმა ადამიანს, რაც მისი ბედნიერებისათვის საჭიროა, ყოველივე მისცა. ამიტომ ვინც ღმრთისგან ბოძებულ ნიჭს კარგად მოიხმარს, ვინც გულმოდგინედ ირჯება და შრომობს, ის მოწყინებაში არ ჩავარდება. მოწყინებას მხოლოდ ზარმაცი, ცუდი ხასიათისა და ყოფაქცევის კაცი გრძნობს. ეს ცოდვა მას სხვა ცოდვებშიც ჩააგდებს, სახელდობრ, ვისაც გულში მოწყინება აქვს, ის ხშირად დრტვინავს ღმერთზე, რითაც დიდად სცოდავს.
მიმოწვლილველობა ანუ მოწყინება ისაა, როცა კაცს

676. რას ნიშნავს მთავრობისმოყვარება?
მთავრობისმოყვარება ისაა, როცა კაცი სხვა ადამიანებზე უფლებისა და მბრძანებლობის მოპოვებას ეძებს.
მთავრობისმოყვარება ისაა, როცა კაცი სხვა

655. ვინ არის მოწყალე სამარიტელი?
სჯულისმეცნიერი ებრაელის კითხვას – „ვინ არს მოყვას ჩემდა?“ (ლუკ. 10, 30) – მაცხოვარმა მოწყალე სამარიტელზე იგავით უპასუხა. ავაზაკებისაგან და ჭრილ ცოცხალ–მკვდარ ებრაელს, რომელსაც გვერდი გულგრილად აუარეს მღვდელმა და ლევიტელმა, სამარიტელმა უპატრონა. თუმცა, ებრაელებს სამარიტელნი სძულდათ; წყლულები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შემდეგ სასტუმროში მიიყვანა და მის პატრონს ჩააბარა იმ პირობით, რომ იმაზე მეტს მისცემდა, რაც მის მოვლაში დაეხარჯებოდა. ამ იგავს მეორე მნიშვნელობაც აქვს. მოწყალე სამარიტელი თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტეა, გზაზე დაგდებული დაჭრილი კაცი მთელი კაცობრიობაა, რომელიც, ვიდრე მაცხოვარი მოვიდოდა, ავაზაკებმა, ანუ ეშმაკებმა და მათმა შხამიანმა ნაყოფებმა – ცოდვამ, ვნებამ, სულიერმა ხრწნილებამ და სიკვდილმა – ფრიად სტანჯეს. მისი მკურნალობა თავს არავინ იდვა, არც მღვდელთა და არც ლევიტელთა და აი, მოვიდა ქვეყნად მოწყალე სამარიტელი – უფალი იესო. მიეახლა ცოცხალ–მკვდარს, წყლულები შეუხვია, სცხო მას ზეთი სიტყვისა და ნუგეშინისცემისა და დაასხა ღვინო ქადაგებისა და თავისი მადლისა. თუმცა, მისი მოწყალების ღირსნი არ ვიყავით, უფალი მაინც მოვიდა ჩვენთან და მიუხედავად იმისა, რომ მისი მტერნი და მოძულენი ვიყავით, მაინც გამოგვიხსნა, იცოდა რა, რომ ეს გზა გოლგოთამდე მიიყვანდა.
სჯულისმეცნიერი ებრაელის კითხვას – ვინ არს

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1