სულიერი მდელო
Loading..
image

სიჩუმის დროს ელოდე ქარიშხალს, ჯანმრთელობის ჟამს - ავადმყოფობას, სიმდიდრისას - სიღატაკეს, სიამოვნებისას - შიმშილს, და თავსდამტყდარი უბედურება ვერ გაგტეხს.

link
image

ვიდრე უბედურება დაგტყდომია თავს, მანამდე ელოდე მას და ემზადე მისთვის. ხოლო როცა უბედურებამ უკვე გიწია, სასოს ნუ წარიკვეთ, დაითმინე იგი და გადარჩები მოთმინებით აღსავსე სხვა ადამიანებთან ერთად.

link
image

ყველა წმიდანი ცხოვრებას მწუხარებასა და ნაღველში, მოთმინებასა და დევნაში ატარებდა: რა? მარტო შენ გინდა დარჩე ყოველგვარი ტანჯვისა და მწუხარების გარეშე? თუ შენ მარტოს გინდა იყო ღვთის იმ რჩეულთა რიცხვში, არაფრის დათმენა რომ არ გსურს? ... იხილეთ სრულად

link
image

თუკი საფრთხე, უბედურება, მწუხარება შენს სიმამაცეს არყევს და შენს მოთმინებას ფიტავს - გაიხსენე დედა ღვთისა, რომელიც თავისი საყვარელი ძის ჯვრის წინაშე იდგა.

link
image

მართალია, შეუძლებელია, ტანჯვისას მწუხარებას არ გრძნობდე: წმიდანებიც, რომლებიც საზოგადო ვალს უხდიდნენ ბუნებას, ზოგჯერ ცრემლებით ასველებდნენ სარეცელს, მაგრამ მათ ცრემლებში გამოსჭვიოდა სულის უდრტვინველი სიმშვიდე, მსგავსად იმისა, როგო... იხილეთ სრულად

link