
მწუხარების დღეები გადის, ისევე როგორც - ბედნიერებისა.
მწუხარების დღეები გადის, ისევე როგორც - ბედნიერებისა.
ამქვეყნიური ცხოვრების განსაცდელსა და უბედურებებს ისეთივე გულგრილობით უნდა ვუყუროთ, როგორც კეთილგონიერი კაცი ბნელი ღამის განმავლობაში ელის კაშკაშა დღეს. მეტად უგუნური იქნებოდა ის მოგზაური, რომელიც უარს იტყოდა სამშობლოსკენ წასვლაზე ... იხილეთ სრულად
როგორ იქცევით ძლიერი ქარიშხლის დროს? - მოთმინებით უცდით მშვიდ და ნათელ ამინდს. ღვთის სიკეთე გიღვივებთ იმედს, რომ ჭექა-ქუხილის შემდეგ სასიამოვნო ამინდით დატკბებით. ასევე მოიქეცით, როცა ცილისწამება და ბოროტება გდევნიან: უდრტვინველად... იხილეთ სრულად
უბედურებებსა და განსაცდელებში, მწუხარებებსა და ავადმყოფობებში უნუგეშოდ ნუ იქნებით და მეტისმეტ დარდს ნუ მიეცემით. ამ შემთხვევაში ნურავის დაადანაშაულებთ და ნუ გაკადნიერდებით - განგებაზე დრტვინვით. მან იცის, რას აკეთებს, როცა ეკლიანი... იხილეთ სრულად
ნუ შეშფოთდები განსაცდელთა ჟამს. ვინც ბრძოლაში გვაგზავნის, ის ძალასაც მოგვცემს გამარჯვებისთვის.
ღმერთი, რომელიც ჯვარს გვატვირთავს, თავადვე გვეხმარება ჯვრის ზიდვაში.