არცერთ მიწიერ წყაროს არ ძალუძს წყურვილი მოუკლას ჩვენს გულს. შეკრიბეთ ყველა მიწიერი ბედნიერება და სიხარული და მიეცით იგი ერთ ადამიანს. ის მაშინაც იტყვის: ეს ყოველივე ჩემთვის არაფერია, ვიდრე გულის სიღრმეში განვიცდი სურვილს, რომელიც ჯერ არ ამსრულებია, სიცარიელეს, რომელიც ჯერ არ ამოვსებულა.
მონა ოხრავს იმიტომ, რომ არა აქვს თავისუფლება; თავისუფალი დარდობს, რომ არა ჰყავს მონები; ოქროს მთებიც კი ცოტაა ხარბისა და მომხვეჭელისთვის; კვარცხლბეკი დაბალია პატივმოყვარისთვის; სასახლეებიც ვერ იტევენ ადამიანურ სურვილებს, ისევე, როგორც ქოხები, თუმცაღა ის შეიძლება უფრო პატარაც კი ყოფილიყო ადამიანის სხეულისთვის.
ნოეს კიდობნიდან გამოშვებულ მტრედს, არ შეეძლო, წყლის ტალღებზე ისეთი ადგილი ეპოვა, სადაც მისი ფეხი მოისვენებდა. ასევე, სული ყველა მიწიერ საგანში ვერ ჰპოვებს ისეთს, სურვილი რომ სრულებით დაიკმაყოფილოს და აისრულოს - ამ საგნების მერყეობის და სისუსტის გამო.