სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ადამიანი, რომელიც იესოსთანაა, მდიდარია, თუნდაც ნივთიერი თვალსაზრისით ღარიბი იყოს. ადამიანი, რომელიც იესოსთანაა, მდიდარია

ყველაზე ღატაკი ისაა, ვინც იესოს გარეშე ცხოვრობს: ყველაზე მდიდარი კი - ვისაც იესოსთან ყოფნის ბედნიერება აქვს ყველაზე ღატაკი ისაა, ვინც იესოს გარეშე

ვაი მათ, ვინც განიშორებენ იესოს, ვინაიდან ისინიც ოდესღაც იძულებულნი იქნებიან, განეშორონ მას. ვაი მათ, ვინც განიშორებენ იესოს, ვინაიდან

მათ, ვისაც ქრისტეს მოსმენა არა სურს, რომელიც გვიხმობს: "მოვედით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ" (მთ. 11, 28), ოდესმე გაიგონებენ მის ხმას, რომელიც ბრძანებს: "წარვედით ჩემგან წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელიც განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის" (მთ. 25, 41). მათ, ვისაც ქრისტეს მოსმენა არა სურს, რომელიც

ნუ განეშორები ქრისტეს, არამედ უფრო შეუერთდი მას სიყვარულის უმტკიცესი ხუნდებით, თუ გსურს ბედნიერება და ნეტარება არა მხოლოდ მომავალ, არამედ - ამჟამინდელ ცხოვრებაში ნუ განეშორები ქრისტეს, არამედ უფრო შეუერთდი

უტკბილეს იესოსთან ერთად შენთვის ყველაფერი ტკბილი იქნება, თვით მწუხარებაც კი ზეციურ ნექტრად მოგეჩვენება. უტკბილეს იესოსთან ერთად შენთვის ყველაფერი

განა უმაღლეს კმაყოფილებას არ განვიცდით, როცა შეგვიძლია, უძნელესი ღვაწლი გავწიოთ იმ ადამიანისთვის, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ?აქედან გამომდინარე, თუ მცირედიდან უდიდესისკენ ავმაღლდებით, ყველაზე სწორი დასკვნა ის იქნება, რომ სიამოვნებით ვიტვირთოთ ქრისტესთვის ჯვარი, ნეტარება ვიპოვოთ თავად ღვაწლში უფრო წინ, ვიდრე მივიღებდეთ ნეტარებას ამ ღვაწლისთვის. განა უმაღლეს კმაყოფილებას არ განვიცდით, როცა

როგორც ბავშვს, ან გაუნათლებელ ადამიანს არ ესმის ის სიამოვნება, რასაც განიცდის განათლებული კაცი ღრმა სიბრძნისეული თხზულებების კითხვის ან ურთულესი მაგალითის ამოხსნისას, ასევე ბრძენთაბრძენ ფილოსოფოსს ან გამჭრიახ გენიოსს, რომლისთვისაც უცხოა მაცხოვნებელი სარწმუნოება, არ შეუძლია, თუნდაც ოდნავ მაინც წარმოიდგინოს ის სიხარული, რასაც ქრისტიანი განიცდის ქრისტესადმი სიყვარულისგან. როგორც ბავშვს, ან გაუნათლებელ ადამიანს არ

თუკი ხორციელი სიყვარული ესოდენ იმონებს სულს, რომ მას სხვა ყოველივესგან განაშორებს და საყვარელ არსებას მიაჯაჭვავს, მაშ, რას არ გააკეთებს ქრისტესადმი სიყვარული და მასთან განშორების შიში? თუკი ხორციელი სიყვარული ესოდენ იმონებს სულს

"ო, ნეტავ დატკბნენ ჩემით ის ცხოველები, რომლებიც ჩემს დაგლეჯვას ლამობენ - მე ვთხოვ, დააჩქარონ ჩემი აღსასრული! და თუ ისინი არ მოისურვებენ დაჩქარებას, მე თვითონ ყოველ ძალისხმევას ვიხმარ, დავიჟინებ, რომ დამგლიჯონ! დაე, ცეცხლი, ჯვარი გამზადდეს ჩემთვის, დაე, ცხოველები შემომესიონ საჭმელად, ძვლების დამტვრევა, სხეულის ნაწილთა დანაწევრება და ეშმაკის ყველა საშინელება ვიგემო, ოღონდ დავტკბე ქრისტეთი!" ამგვარი მოშურნეობით, ამგვარი მოშურნეობით ელის და გამოითხოვს თავისთვის ქრისტესთვის წამებას წმიდა ეგნატე ანტიოქიელი. ო, ნეტავ დატკბნენ ჩემით ის ცხოველები

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2