სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ჩვენ დიდ ბედნიერებად უნდა ჩავთვალოთ, თუკი ღირსნი შევიქმნებით, უფლისთვის დავითმინოთ რაიმე ჩვენ დიდ ბედნიერებად უნდა ჩავთვალოთ, თუკი

როცა კარგად გამოიძიებ, თუ ვინ არის ქრისტე - რისთვის და ვისთვის დაითმინა საშინელი ვნება და უპატიობა: მიიღებ უდიდეს ნუგეშს ყოველგვარ მწუხარებაში და ყოველ უბედურებას მადლიერებითა და სიხარულით მიიღებ. როცა კარგად გამოიძიებ, თუ ვინ არის ქრისტე -

ჯვარი და სხვადასხვა მწუხარება ქრისტიანული დროშაა, რომელთა ქვეშაც ქრისტიანი იბრძვის თავის მეფის - ჯვარცმულისათვის. ჯვარი და სხვადასხვა მწუხარება ქრისტიანული

არაფერია იმაზე მეტი დიდება, ვიდრე იესოსთან უპატიო მდგომარეობის გაზიარება არაფერია იმაზე მეტი დიდება, ვიდრე იესოსთან

"ო, სახიერო ჯვარო, დიდხანს სანატრელო, მხურვალედ საყვარელო, თავდაუზოგავად ნაძებნო და მხოლოდ ახლაღა განზადებულო სურვილით აღსავსე სულისათვის! - მე მოვდივარ შენთან მშვიდი და ბედნიერი; და შენ საზეიმოდ მიმიღე მე!" - ასე ხმობს წმიდა ანდრია პირველწოდებული და ჯვარზე სიკვდილის საშინელებაში თავის ნეტარებას ხედავს ო, სახიერო ჯვარო, დიდხანს სანატრელო

ვისაც სურს, იესო ქრისტეს მსგავსი იყოს დიდებაში, იგი მას უნდა ემსგავსებოდეს ცხოვრებითაც ვისაც სურს, იესო ქრისტეს მსგავსი იყოს

ვისაც სურს, იესოსთან ერთად მარადიული სასუფევლის მონაწილე იყოს, მან მონაწილეობა უნდა მიიღოს მის ვნებასა და მოთმინებაშიც. ვისაც სურს, იესოსთან ერთად მარადიული

ბოლომდე დაითმინე ქრისტესთან ერთად და ქრისტეს გულისათვის, თუკი გსურს, ქრისტესთან ერთად იმეფო. ბოლომდე დაითმინე ქრისტესთან ერთად და ქრისტეს

თუ ქრისტემ, უდანაშაულომ, ჩვენი დანაშაულის გამო ინება, აეტანა მწუხარება და სიკვდილი: ნუთუ შენ მორჩილებით არ აიტან შეუდარებლად ნაკლებ მწუხარებას, რომელიც უეჭველად უფლის წინაშე ჩადენილი რაიმე დანაშაულის გამო მოგეგო, მაშინ, როცა შეიძლება, უდანაშაულოც კი იყო ადამიანების წინაშე თუ ქრისტემ, უდანაშაულომ, ჩვენი დანაშაულის

ჯვართან ჰპოვებენ ნუგეშს ყველანი, ვისი ნუგეშისცემაც ამქვეყნად ვერავის ძალუძს. ჯვართან ჰპოვებენ ნუგეშს ყველანი, ვისი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2