სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

გაიხსენე ძმარი და ნაღველი, რომლებიც იგემა ქრისტემ, და შენ არ მოისურვებ უხვ ლხინსა და დროსტარებას. გაიხსენე ძმარი და ნაღველი, რომლებიც იგემა

გაიხსენე ქრისტე, რომლის "მუხლნი მოუძლურდეს მარხვისაგან, და ხორცნი იცვალნეს ზეთისა მიერ" (ფს. 108, 24) - და მარხვა შენთვის ტკბილი და უხვ ლხინზე მასაზრდოებელი იქნება. გაიხსენე ქრისტე, რომლის მუხლნი მოუძლურდეს

გაიხსენე ქრისტე გაშიშვლებული და შეურაცხ სამოსში შემოსილი და შენთვის ბრწყინვალე სამოსი არასასურველი იქნება. გაიხსენე ქრისტე გაშიშვლებული და შეურაცხ

გაიხსენე ქრისტე გამოქვაბულში და ჯურღმულში; და ვეღარ მოგხიბლავს დიდებულად მორთული სახლი. გაიხსენე ქრისტე გამოქვაბულში და ჯურღმულში;

ქრისტე, რომელიც მოწოდებული იქნა მეფობისათვის, განეშორა ამას, ხოლო ლანძღვასა და ჯვარზე სიკვდილისათვის მოწოდებისას, ნებაყოფლობით დათანხმდა; ამგვარად, ადამიანო, რომელსაც გსურს, ქრისტეს მიემსგავსო, მეტად უნდა გიხაროდეს შეურაცხყოფის მიღება, ვიდრე - დიდებისა. ქრისტე, რომელიც მოწოდებული იქნა მეფობისათვის

გაიხსენე ქრისტე, რომელმაც სისხლი დაღვარა მათთვისაც კი, ვინც მის სისხლს ღვრიდა; გაიხსენე ის, რომელმაც ჯვრიდან აღავლინა ლოცვა მათთვის, ვინც ჯვარს აცვა იგი; და შენ აღარ იფიქრებ მტრისადმი შურისძიებაზე, არამედ სულგრძელად აპატიებ მათ გაიხსენე ქრისტე, რომელმაც სისხლი დაღვარა

გაიხსენე უფალი, რომელიც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დიდებით ავიდა ზეცას მეორმოცე დღეს და რომელიც ზის მარჯვენით მამისა; გაიხსენე მის მიერ ნათქვამი აღთქმა: "უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. და უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან" (ინ. 12, 26) და შენ იესოსთვის მსახურება კეთილად (მთ. 11, 30) და ტკბილად მოგეჩვენება. გაიხსენე უფალი, რომელიც მკვდრეთით აღდგომის

სადაც მე ვარ, - ამბობს უფალი, იქ იქნება მსახური ჩემი. სად არის ქრისტე? - ზეცაში. ამგვარად, ჩვენც სულითა და გონებით გადავსახლდეთ იქ აღდგომამდე. სადაც მე ვარ, - ამბობს უფალი, იქ იქნება

მადლი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში იგივეა, რაც ფიზიკურ ცხოვრებაში სუნთქვა. ადამიანი სუნთქვია გარეშე სხეულით მკვდარია, ქრისტიანიც მადლის გარეშე ქრისტიანი არაა (რომ. 8, 9), სულით მკვდარია (ეფ. 2, 1). მადლი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში იგივეა, რაც

მადლი - ეს არის უფლის ყოფნა ჩვენში. განა მათემატიკური ჭეშმარიტების ყველაზე ბრწყინვალე დამტკიცება როგორ შეედრება მადლის ქმედების სიაშკარავეს, როდესაც ადამიანის გული ღიაა მისთვის. მადლი - ეს არის უფლის ყოფნა ჩვენში. განა

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2