ნამით მორწყული მიწა ნაყოფიერების დედაა, ხოლო სიწმინდის დედა დაყუდებასთან ერთად მორჩილებაა. ვინც სხეულის უვნებლობა დაყუდებით მოიპოვა, სოფელთან ხშირი სიახლოვისას შეიძლება შეურყეველი ვერ დარჩეს, ხოლო ვინც ის მორჩილებით შეიძინა, ყველგ...
იხილეთ სრულად
ნამით მორწყული მიწა ნაყოფიერების დედაა, ხოლო სიწმინდის დედა დაყუდებასთან ერთად მორჩილებაა. ვინც სხეულის უვნებლობა დაყუდებით მოიპოვა, სოფელთან ხშირი სიახლოვისას შეიძლება შეურყეველი ვერ დარჩეს, ხოლო ვინც ის მორჩილებით შეიძინა, ყველგან გამოცდილი და ურყევია.
ეშმაკებს, როგორც ამბობენ, არაფერი ისე არ ახარებთ, როგორც ცოდვის ბოროტი სიმყრალე და არც ერთი სხვა ვნება ისე არ უყვართ - როგორც სხეულის შემბილწველნი.
link
როცა ჩვენში მწუხარება და სასოწარკვეთილება მძლავრობს, შესაფერისი სინანულის შეწირვა აღარ ძალგვიძს, ვეღარ განვიკითხავთ და ვსაყვედურობთ თავს, თუმცა ძლიერი მწუხარებით შეპყრობილნი აღარც ვცოდავთ. შემდეგ, როცა ეს ცეცხლი მინელდება, ჩვენი მ...
იხილეთ სრულად
როცა ჩვენში მწუხარება და სასოწარკვეთილება მძლავრობს, შესაფერისი სინანულის შეწირვა აღარ ძალგვიძს, ვეღარ განვიკითხავთ და ვსაყვედურობთ თავს, თუმცა ძლიერი მწუხარებით შეპყრობილნი აღარც ვცოდავთ. შემდეგ, როცა ეს ცეცხლი მინელდება, ჩვენი მტანჯველი კვლავ ღვთის გულმოწყალებას ჩაგვაგონებს, რომ ისევ დავეცეთ. უფალი როგორც უხრწნელი და უხორცო, ჩვენი სხეულის სიწმინდითა და უხორცობით ხარობს
ჩვენ ადამიანის მოძულე მტერი და სიძვის მოძღვარი გვინერგავს, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და რომ ამ ვნებას, როგორც ბუნებრივს, ადვილად შეგვინდობს, მაგრამ თუ ეშმაკის მზაკვრობას დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ დაცემის შემდეგ ღმერთს ჩვენ ისინი მ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ადამიანის მოძულე მტერი და სიძვის მოძღვარი გვინერგავს, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და რომ ამ ვნებას, როგორც ბუნებრივს, ადვილად შეგვინდობს, მაგრამ თუ ეშმაკის მზაკვრობას დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ დაცემის შემდეგ ღმერთს ჩვენ ისინი მართალ და შეუწყალებელ მსაჯულად წარმოგვიდგენენ. პირველს ისინი ჩაგვაგონებენ, რათა ცოდვამ გაგვიტაცოს, მეორეს კი იმიტომ, რომ სასო წარვიკვეთოთ
ხშირად ეშმაკი მთელ ძალისხმევას, მცდელობას, ეშმაკობასა და ცბიერებას იქითკენ მიმართავს, რომ მონაზვნობაში მყოფნი და ამ ასპარეზზე მოღვაწენი განსაცდელებით აავსოს და ბუნების საწინააღმდეგო ვნებებით დასცეს. ხშირად ისინი, ვინც დედაკაცების ...
იხილეთ სრულად
ხშირად ეშმაკი მთელ ძალისხმევას, მცდელობას, ეშმაკობასა და ცბიერებას იქითკენ მიმართავს, რომ მონაზვნობაში მყოფნი და ამ ასპარეზზე მოღვაწენი განსაცდელებით აავსოს და ბუნების საწინააღმდეგო ვნებებით დასცეს. ხშირად ისინი, ვინც დედაკაცების სიახლოვეს არიან და ხორციელი ვნებით არ იძლევიან, დანატრიან ხოლმე საკუთარ თავს. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ სადაც დიდი დაცემაა, იქ მცირე საჭირო აღარ არის.
უბადრუკია დაცემული, მაგრამ კიდევ უფრო უბადრუკია იგი, ვინც თვით ეცემა და სხვასაც დაცემისკენ უბიძგებს. ის ორმაგი დაცემის სიმძიმეს ტვირთულობს და ასევე - გულისთქმის სიმძიმესაც.
ვისაც სურს, საკუთარ ხორცს ებრძოლოს და თავისი ძალებით დაამარცხოს იგი, ტყუილად ცდილობს, რადგან უფალმა თვითონ უნდა დაარღვიოს ხორციელი ვნების სახლი და სულიერი აღმართოს. ტყუილუბრალოდ მარხულობს და ლოცულობს ის, ვისაც ვნებების დამარცხება ...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს, საკუთარ ხორცს ებრძოლოს და თავისი ძალებით დაამარცხოს იგი, ტყუილად ცდილობს, რადგან უფალმა თვითონ უნდა დაარღვიოს ხორციელი ვნების სახლი და სულიერი აღმართოს. ტყუილუბრალოდ მარხულობს და ლოცულობს ის, ვისაც ვნებების დამარცხება საკუთარი ძალით განუზრახავს. უფალს მიანდე შენი ბუნების უძლურებანი და ყოველივეში საკუთარი უძლურება შეიცანი და სიწმინდის მადლს უხილავად მიიღებ მისგან.
დამწყებს ხორციელი დაცემა, როგორც წესი, საკვების სიუხვისგან შეემთხვევათ ხოლმე. ისინი, ვინც შუა მოღვაწეობაში არიან, თავმაღლობისგან ეცემიან და იმავე მიზეზითაც, რითაც - დამწყებნი, ხოლო ისინი, ვინც სრულყოფილებისთვის თითქმის მიუღწევიათ,...
იხილეთ სრულად
დამწყებს ხორციელი დაცემა, როგორც წესი, საკვების სიუხვისგან შეემთხვევათ ხოლმე. ისინი, ვინც შუა მოღვაწეობაში არიან, თავმაღლობისგან ეცემიან და იმავე მიზეზითაც, რითაც - დამწყებნი, ხოლო ისინი, ვინც სრულყოფილებისთვის თითქმის მიუღწევიათ, შეიძლება მხოლოდ მოყვასის განკითხვით დაეცნენ.
მელა თავს მოიმძინარებს ხოლმე, ეშმაკი კი უმანკოდ გვაჩვენებს თავს, პირველი ჩიტის მოტყუებას ცდილობს, მეორეს კი სულის დაღუპვა სურს. მთEლი სიცოცხლის განმავლობაში არასოდეს დაუჯერო შენს ვნებულ ხორცს და ნურც მიენდობი მას, ვიდრე ქრისტეს წი...
იხილეთ სრულად
მელა თავს მოიმძინარებს ხოლმე, ეშმაკი კი უმანკოდ გვაჩვენებს თავს, პირველი ჩიტის მოტყუებას ცდილობს, მეორეს კი სულის დაღუპვა სურს. მთEლი სიცოცხლის განმავლობაში არასოდეს დაუჯერო შენს ვნებულ ხორცს და ნურც მიენდობი მას, ვიდრე ქრისტეს წინაშე არ წარსდგები. ნუ გგონოა, რომ რადგან მარხულობ, არ დაეცემი. იგი, ვინც ზეციდან გამოიდევნა, საერთოდ არ ჭამდა ხორციელ საკვებს. ზოგიერთმა კეთილად შეიცნო და თქვა, რომ მონაზვნური ღვაწლი საკუთარი ხორცის მტრობა და სტომაქთან ბ...
ის, ვინც სიძვის ძაღლს ლოცვით განდევნის, ლომებთან მებრძოლს მიაგავს; ხოლო ის, ვინც აზრობრივად, სიტყვისგებით დაამარცხებს მას, იმას ედრება, ვინც მტერი დასძლია; ხოლო ის, ვინც არად აგდებს ამ თავდასხმებს, თუმცა ხორცი მოსავს, უკვე საფლავი...
იხილეთ სრულად
ის, ვინც სიძვის ძაღლს ლოცვით განდევნის, ლომებთან მებრძოლს მიაგავს; ხოლო ის, ვინც აზრობრივად, სიტყვისგებით დაამარცხებს მას, იმას ედრება, ვინც მტერი დასძლია; ხოლო ის, ვინც არად აგდებს ამ თავდასხმებს, თუმცა ხორცი მოსავს, უკვე საფლავიდან აღმდგარია. თუ სიწმინდის ნიშანი არის ის, რომ სიზმარშიც კი აღარ ემუქრება აღძვრა ხორცისა, მაშინ ცხადია, სიძვის უკიდურესი საქღვარი არის იქ, სადაც აშკარად მხოლოდ ერთი აზრის გაელვებით დავეცემით. ვინც ამ მოწინააღმდეგესთან ხ...