წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

629. როგორ უნდა განმართლდეს კაცი – სარწმუნოებით თუ კეთილთა საქმეთაგან?
კითხვაზე თუ როგორ უნდა განმართლდეს კაცი – სარწმუნოებით თუ კეთილთა საქმეთაგან, მაგალითად, პროტესტანტები პასუხობენ, რომ კაცს თავის მხრივ კეთილი საქმის გაკეთება თვისი განმართლებისათვის არ შეუძლია და მას ერთი მხოლოდ იესო ქრისტეს სარწმუნოება გაამართლებს; ხოლო კათოლიკეები განმართლების საქმეში სარწმუნოებას ამცირებენ და ამბობენ, რომ ღმრთის წინაშე განსამართლებლად კეთილი საქმის აღსრულება ყველას შეუძლია, ხოლო ვისაც ძალა არ შესწევს, მადლი ეკლესიისაგან უნდა ისესხოს და განმართლება ამით მოიპოვოსო. ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია კი გვასწავლის, რომ კაცის განმართლებისათვის საჭიროა როგორც სარწმუნოება იესო ქრისტესი, ისე ცხოვრება, მოქმედება, ანუ კეთილნი საქმენი სარწმუნოებისაებრ; ამასთანავე, განგვიმარტავს, რომ ყოველი საქმე კაცისა მაშინ იქნება ნამდვილად კეთილი და განმამართლებელი კაცისა, როდესაც იგი იესო ქრისტეს ცხოველი სარწმუნოებისაგან, სასოებისა და სიყვარულისაგან მომდინარეობს, როდესაც კაცის გულში თვით იესო ქრისტე ცხოვრობს და მოქმედებს.
კითხვაზე თუ როგორ უნდა განმართლდეს კაცი –

628. რას ნიშნავს განმართლება?
განმართლება იმას ნიშნავს, რომ კაცს თავისი ცოდვა, როგორც თანაშობილი ანუ მასზე ადამისგან გადმოსული, ისე საკუთრივ მის მიერ აღსრულებული, არ მიეთვალა, ანუ არ შეერაცხა; ე.ი. როცა იგი ღმრთის წინაშე უბრალო შიქნა და არცერთ პასუხისმგებლობას არ დაექვემდებარა, ერთი სიტყვით როდესაც სცხონდა.
განმართლება იმას ნიშნავს, რომ კაცს თავისი

603. რას გვასწავლის ანთებული სანთელი?
ანთებული სანთელი იმას გვასწავლის, რომ ჩვენი სულიცა და გულიც ანთებული უნდა იყოს ღმრთის წინაშე ლოცვით, ერთგულებითა და სიყვარულით.
ანთებული სანთელი იმას გვასწავლის, რომ ჩვენი

578. რატომ უწოდებენ წმ. მამები მონანიებას მეორე ნათლისღებას?
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას კაცი სულიერად იბადება, განიწმინდება და ღმერთს უერთდება. მას რომ იმ სიწმინდისა და მადლის დაცვა შეეძლოს, რომელიც ნათლისღებისას მიიღო, მონანიება და აღსარება აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ, რამდენადაც ეს ამქვეყნად მცხოვრებისათვის შეუძლებელია, ჩვენი უბიწოებისა და ზეციურ მამასთან შესარიგებლად მხოლოდ ერთი საშუალება – მონანიება და აღსარება დაგვრჩენია. ამიტომაც უწოდებენ წმ. მამები მონანიებას მეორე ნათლისღბას.
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას კაცი

556. რას ნიშნავს კმევა?
ტაძარში ხშირად მღვდელი ან დიაკონი საცეცხლურით უკმევს საკურთხეველს, ხატებს, მრევლს. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც საკმეველი არის კეთილსურნელოვანი და მისი კვამლი ადის ზეცას, ასევე, ჩვენი ლოცვაც ღმრთის წინაშე გულის სიტკბოებით უნდა იყოს შეზავებული და ზეცას აღიწეოდეს.
ტაძარში ხშირად მღვდელი ან დიაკონი საცეცხლურით

537. რა არის ეპიტიმია?
თითოეულ მორწმუნეს, არა განდგომილს ეკლესიისაგან, საკუთარი მოძღვარი ჰყავს. მოძღვარი აღსარების დროს მის ყოფაქცევასა და საქმეებს გამოიკვლევს და თუ საჭიროდ ჩათვლის, მას სულიერ სასჯელს ანუ ეპიტიმიას დაადებს. თუ დაინახა, რომ მორწმუნე თავის ცოდვებს ჭეშმარიტად ნანობს და ცხადად სურს თავისი ცხოვრების გამოსწორება, უფალ იესო ქრისტეს სახელით მიუტევებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დააყენებს ზიარებისაგან, რათა უმეტესად შეინანოს და გამოსწორდეს.
თითოეულ მორწმუნეს, არა განდგომილს

511. რას ეწოდება განსაცდელი?
განსაცდელი ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული თუ მწუხარება, ბედნიერება თუ უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვასის სიკვდილი და სხვ.
512. რას უნდა ვეცადოთ განსაცდელისას?
პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგაკარგვინოს; მეორედ, უნდა ეცადო, რომ განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო. მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე და წარმატება. ამას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ. თუ შენ განსაცდელი გეწია, ღმერთს მადლობა შესწირე, მოითმინე და თავი დაიმდაბლე.
განსაცდელი ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც

498. რა არის სჯულის აღსარება?
აღსარება სჯულისა ორნაირია: სიტყვით და საქმით. სიტყვით ღმერთს ის აღიარებს, ვინც ენით წარმოთქვამს ქრისტეს სახელსა და მის სარწმუნოებას, ხოლო საქმით ის, – ვინც ცხოვრებითა და საქმეებით გამოხატავს იესო ქრისტეს სახარების ერთგულებას.
499. რამდენად სათნოა ღვთისათვის, მხოლოდ სიტყვით რომ ვაღიარებდეთ უფალს?
ვისაც სურს სათნო ეყოს უფალს, ორივე აღსარება უნდა აღასრულოს, ე.ი. სიტყვა და საქმე შეაერთოს. ვინც მხოლოდ ენით აღიარებს უფალს, ხოლო საქმით მისი მცნებების წინააღმდეგია, იგი არა თუ ქრისტიანი არაა, არამედ მოღალატეა ქრისტესი. მაცხოვარი გვასწავლის: „არა ყოველმან, რომელი მეტყოდეს მე, უფალო, უფალო და შევიდეს სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან აღასრულნეს სიტყვანი ჩემნი“.
500. როგორი ცხოვრების წესით ვაღიარებთ ქრისტეს?
გახსოვდეს, რომ მთელი შენი არსებით – სულითა და ხორცით – ქრისტეს ეკუთვნი, მისი სისხლით გამოსყიდული ხარ, მასთან შეერთებული, ნათლობისთანავე მისი სახელი გეწოდება, თუ კეთილად იცხოვრებ, ქრისტეს აღიარებ, უკეთუ შესცოდავ და არ მოინანიებ, მისი მოღალატე ხარ. ქრისტეს აღიარებ მაშინ, თუ გლახაკს, შენზე გაჭირვებულ ძმას შეეწევი; მისი მოღალატე ხარ, თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავ. ქრისტეს ადიდებ, თუ მოყვასი, რომელიც მან შეიყვარა და მისთვის სისხლი დათხია, შენც გიყვარს; ქრისტეს უარყოფ, თუ მოყვასთაგან რომელიმე მოიძულე. ქრისტეს აღიარებ მაშინ, როცა ყოველთვის სიმართლეს ამბობ და არასოდეს იტყუები, ხოლო ღალატობ, უკეთუ მზაკვრულად იქცევი, მოყვასს ჯერ იუდასავით ამბორს უყოფ და შემდეგ ყიდი. გახსოვდეს, რა პატიოსან სასყიდელს აღუთქვამს ქრისტე მის აღმსარებლებს. რა არის იმაში დიდი და საკვირველი, რომ სახელი ქრისტესი რამდენიმე ადამიანის წინაშე აღიარო, მაშინ იგი ანგელოზთა წინაშე, ხოლო მეორედ მოსვლისას კი მთელი სამყაროს წინაშე აღიარებას აღგითქვამს.
აღსარება სჯულისა ორნაირია: სიტყვით და საქმით.

390. რა არის სიკვდილი?
სიკვდილი, ანუ გარდაცვალება, მხოლოდ ამქვეყნიურ მოქმედებას და ხორციელ ცხოვრებას ამთავრებს, ანუ სპობს. სიკვდილი არის გარდაცვალება, ანუ გამოცვლა, შეცვლა აწინდელი ცხოვრებისა სხვა უმჯობეს ცხოვრებად. კვდება ჩვენი ეს მძიმე სხეული. მიწა მიწას მიეცემა, მაგრამ ის შინაგანი გაცოცხლებული სული სიკვდილს არ დაემონება.
სიკვდილი, ანუ გარდაცვალება, მხოლოდ ამქვეყნიურ

351. შესაძლებელია თუ არა სულიერი წარმატების მიღწევა განსაცდელის გარეშე?
განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია. იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოფს ვერ გამოიღებს.
განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1