ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში: "მრავალ ბოროტებას ასწავლის უსაქმურობა". ეშმაკმა, თითქოსდა, თავისი სკოლა გახსნა მზაკვრობისა და ბოროტებისა და რადგან თავად არ სურდა ბოროტების სწავლება ადამიანისათვის, თავის მაგივრად მასწავლებლად უსაქმურობა დააყენა, რათა მას ეშმაკის ნაცვლად ეკითხა ეს ლექციები. ადამიანები კი ამ სკოლაში ცოდვებს სწრაფად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე სწავლობენ. ცოდვებს იქ ყველა ადამიანი იმეცნებს, მაგრამ სწავლაში განსაკუთრებით წარემატებიან, ისინი, ვისაც დამძიმებული და მდორე ფიქრები აქვთ. იქ ადამიანი სწავლობს გონებით შეცოდებას, როცა გულით სურს ის, რისი გაკეთებაც საქმით არ შეუძლია. "ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა" (იგავ. 21, 25). ის მთელი დღე ბოროტს იზრახავს. ხშირად უსაქმური კაცი საქმით არანაირ ბოროტებას არ იქმს, ვინაიდან მას საერთოდ არაფრის კეთება არ სურს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფიქრებით ყოველდღიურად ჩაფლულია უწმიდურობაში. აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში:

ჭეშმარიტი ბედნიერება არის ნყოფი ჭეშმარიტისა ქრისტიანობისა; ვინაიდგან წმინდა სინიდისი, გული დამშვიდებული და შინაგანი კმაყოფილება მიეცემა მხოლოდ ნამდვილსა ქრისტიანესა. ამისთვის იგი მხოლოდ იქნება ნამდვილ ბედნიერი, თუგინდ გარეგანი მისი მდგომარეობა იყოს ძნელი და მწუხარე. მაგრამ როდესაც ჩვენ ვიტყვით დამშვიდებულ გულზე, დაწყნარებულ და კმაყოფილ ხასიათზე, ნუ იფიქრებთ, ძმანო ჩემნო, რომელ ჭეშმარიტი ქრისტიანე არის დაძინებული, უსაქმო და მცონარე. სრულიად არა. წინააღმდეგ ამისა, მხოლოდ კაცი მხნე, შრომისმოყვარე აღვსებული ცხოველითა სულიერითა მოძრაობითა, იქნება ახლო შესაძლებელი ბედნიერებისა. აქ მხოლოდ ის განსხვავება არის, რომ კაცი სოფლის მოყვარე მარადის არის აშფოთებული და აღელვებული თავის შრომაში და მეცადინეობაში. გარნა, ქრისტიანის გული არის დამყარებული კლდესა ზედა იესო ქრისტეს სარწმუნოებისასა და ამისთვის მას აქვს გულში ის ღვთაებრივი მშვიდობა, რომლითაც ღმერთი შეჰზღუდავს კაცის სულსა ჭეშმარიტი ბედნიერება არის ნყოფი ჭეშმარიტისა

მშვენივრად იტყვის, ძმანო, მაზედ წმიდა მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლესა შინა თვისსა. ერთხელ მას ესმა, რომ ახალ გაქრისტიანებულთა შორის კორინთელთა გამოჩნდენ რომელნიმე უგუნურნი პირნი და ამტკიცებდენ, რომ არ იქნება აღდგომა მკვდართაო. ეწყინა ეს ხმა წმიდასა მოციქულსა და ჰკითხავს მათ ეპისტოლესა შინა: როგორ იტყვიან ზოგიერნთი თქვენთაგანნი, რომ აღდგომა მკვდართა არ იქნება? რაღა არის ჩვენი შრომა, თუ აღდგომა არ იქნება; რაღა არის მაშინ მოთმინება და ყოველი სხვა ღვაწლი, თუ აღდგომა მკვდართა არ იქმნება? ამაო არს ჩვენი სარწმუნოება, და ჩვენზე უსაწყლესი კაცი არ იქმნება ქვეყანაზედაო. მისთვის, რომელ ამ სოფელში ჩვენ გვაქვს ნუგეში და ბედნირებაო; ყოველ დღე ვითმენთ დევნასა და ტანჯვასა წარმართთაგან, ყოველ დღე სიკვდილი გვექადება და, უკეთუ აღდგომა მკვდართა არ იქმნება, გვირჩევნია ვჭამოთ, და ვსვათ, და განვისვენოთ. რაიმე სარგებელ არს ჩემდა, უკეთუ მკვდარნი არ აღსდგებიან? ვსჭამოთ და ვსვათ, რამეთუ ხვალე მოვკვდებით მშვენივრად იტყვის, ძმანო, მაზედ წმიდა


ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს!

წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლის ასპარეზია. ამ ბრძოლაში გამარჯვება გვმართებს. ხსნის გზა გაკვალულია, მის გასავლელად კი ყველას პიროვნულად ჩვენი შრომა გვაქვს გასაწევი. წუთისოფლის ყოველი დღე მორწმუნეთათვის სულიერ

225. მაშ, გვმართებს, რომ ზემოთქმულთა მიმდევრობის შესაბამისად ვეცადოთ სახლის პოვნას და ლოცვაში განმტკიცებულებმა დავაკაკუნოთ მასზე (მ. 7.7), რომ ან ამ ცხოვრებაში ანდა გარდაცვალებისას გაგვიხსნას უფალმა კარი და არკი მოხდეს ისე, რომ გვითხრას მან ჩვენ, ღვაწლის არმქონეთ: „არ გიცნობთ თქვენ, საიდან ხართ“ (ლკ. 13.25); ხოლო არამარტო ის გვმართებს, რომ ვითხოვოთ და მივიღოთ, რამედ ისიც, რომ ბოძებული დავიცვათ, რადგან არიან მავანნი, რომლებიც მიღების შემდეგაც კი წარწყმდნენ. ამიტომაა, რომ ზემოთქმულ საქმეთა ლიტონ ცოდნას ანუ, რაც იგივეა, შემთხვევით გამოცდილებას, შესაძლოა, გუშინ განსწავლულები და ახლებიც მოიპოვებენ, მაგრამ მოთმინებით ხანგრძლივად ღვწას ძლივს ახერხებენ ის ბერებიც კი, კეთილმსახურნი და დიდად გამოცდილნი რომ არიან, რომლებმაც ხშირად უყურადღებობის გამო წარწყმიდეს მიღებული და ნებაყოფლობით შრომათა მიერ ახლად იძიეს და ჰპოვეს კიდეც. ამიტომ, ჩვენც ნუ დავცხრებით ამგვარად ღვწისგან, ვიდრე არ მოვიპოვებთ მას, წარუპარველს. მაშ, გვმართებს, რომ ზემოთქმულთა მიმდევრობის


როგორ არ შევიყვაროთ ასეთი ღმერთი

ადამიანი თავისი ცოდვების გამო იტანჯება, თუმცა ღვთის სახიერება ტკივილს, რომელიც ცოდვისგან იშვა, სულიერ შრომად ჩაუთვლის და ჯილდოსა და სასყიდელს მისცემს.
როგორ არ შევიყვაროთ ასეთი ღმერთი და არ მივუძღვნათ მთელი ჩვენი სიცოცხლე მის მსახურებას?! ადამიანი თავისი ცოდვების გამო იტანჯება, თუმცა

რომელსა არა ეშინის ღმრთისა, ურიდად იპოების იგი ყოველსა შინა საქმესა მტერისასა და ნებასა მისსა. რომელსა არა ეშინის ღმრთისა, მარადის ეძიებს იგი განცხრომასა და განსუენებასა, შეეყვის იგი შუებათა დიდთა და განსუენებათა და დიდებათა, დაიძინის უსაზომოდ და არა ჰნებავს ზე აღდგომაი საქმისათვის სათანადოისა, არამედ იქმნის იგი ჭურ დახსნილობისა და ჭურჭელ მცონარობისა და იგემოვნებნ ნებასა ხორცთასა და ყოველსა განსუენებასა ამის სოფლისასა სიტკბოებით შეიწყნარებნ. და უშიშ არნ იგი მოსლვისათვის ღმრთისა თვისისა და უდებ საქმისათვის საღმრთოისა, ერიდებინ შრომასა და სძაგებნ მშრომელთა, ჰგმობნ მდაბალთა და აქებნ ამპარტავანთა და თანაექცევინ ძუავთა და თავხედთა.
მაშინ მოიწიოს უფალი მისი ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეს და პოოს იგი ესევითარსა განგებასა, რომელი არა სათნო არნ წინაშე მისსა. და უბრძანოს შეკრვაი მისი ხელით და ფეხით და შთაგდებად იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა. და ვინმე არა მისცეს მას ვაებაი ეგევითარსა მას საწყალობელსა! რომელსა არა ეშინის ღმრთისა, ურიდად იპოების

ცოდვა ყოვლისა კაცისათვის უფრო ადვილია, ვიდრე სათნოება; ამაზე მას დაარწმუნებს თვით კაცის ბუნება, ვინაიდგან იგი ხედავს, რომ ბუნება მისი არის ფრიად მიდრეკილი ცოდვისადმი; თუ სარწმუნოებისა ჩემისაგან არა ვარ შეგონებული და გაღვიძებული, რამ მაიძულოს მე, რამ შემაგონოს, რამ გამიღვიძოს ცოდვის მორიდება და სათნოების ძებნა? ის, რაც ჩემი ბუნებისათვის არის საამო და ტკბილი დავტოვო და ვეძიო ის, რომელიც არის ძნელი, მძიმე, რომელიც მოითხოვს ჩემგან დიდსა შრომასა, მოთმინებასა, იძულებასა, ესე იგი, სათნოება და სიწმიდე? თუკი ახლაც, როდესაც რომ ცალკე ჩემი სარწმუნოება ხან მაშინებს, ხან მაწვალებს, ხან მანუგეშებს და მით შემაძულებს ცოდვასა, ცალკე სამოქალაქო სჯული ცოდვის და უსჯულო საქმისათვის მექადნის სასჯელსა, ცალკე თვით ჩემი ჭკუა და სინიდისი მამხილებს, რომ მოვერიდო ცუდ საქმეს, მაინც ვხედავ, რომ ცოდვა ძლიერია ჩემს ბუნებაში, იგი მაინც ხშირად წამიტაცებს მე, რაღა იქმნება და რაღა აღმიკრძალავს მე ცოდვის მოქმედებას, თუ სარწმუნოება აღარ არის ჩემს გულში? ცოდვა ყოვლისა კაცისათვის უფრო ადვილია, ვიდრე


დედაზე მეტად ქრისტე შეიყვარეთ!

დედაზე მეტად თქვენი სიძე – ქრისტე შეიყვარეთ, რომ ზეცაში ნეტარებდეთ. ნუ იზრუნებთ რაიმე მიწიერზე, მხოლოდ იმაზე იფიქრეთ, როგორ სათნოეყოთ უმშვენიერეს სიძეს – ქრისტეს. რადგან სულიერი ქორწინება საუკუნოდ გასტანს, ხოლო ამქვეყნიური, საერო, ცოტა ხანს გაგრძელდება, შემდეგ კი ცხოვრების სატანჯველი, წვალება და შრომა დაიწყება. დედაზე მეტად თქვენი სიძე – ქრისტე შეიყვარეთ


მთელი გულით შეიყვარეთ თავმდაბლობა!

ყველა სათნოებაზე მეტად, მთელი გულით შეიყვარეთ სიმდაბლე, რადგან მას ხორციელი შრომის გარეშეც ძალუძს ღვთის ძეობის მადლი მოგვანიჭოს; და პირიქით, ხორციელი შრომა ამაო და უსარგებლო იქნება, თუ არ გავაცნობიერებთ საკუთარ არარაობას. ყველა სათნოებაზე მეტად, მთელი გულით შეიყვარეთ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3