თემა: სიტყვა ზოგიერთები ძალიან მომთხოვნნი არიან საჭმელში და არ იკარებენ პირში გარკვეულ საკვებს, მაგრამ ასე მომთხოვნად და ფრთხილად არ ეკიდებიან სიტყვას, რომლებიც მათი ბაგეებიდან გამოდის. link
თემა: ენა მავანნი გულუხვნი და მოსიყვარულენი არიან ახლობლებისადმი, მაგრამ თავიანთი ენით ვნებენ ადამიანს. link
თემა: ენა, მდუმარება მავნე ჩვევა და მოუფრთხილებლობა იმისა, რაც ჩვენთვის სასარგებლოა - აი, რა გვიშლის, ყოველთვის მდუმარებით დავიცვათ ბაგე. link
თემა: სიტყვა ო, რაოდენ ცოტაა ისეთი საუბრები, თვით მათი მხრიდან, ვინც საქადაგებლადაა მოწოდებული, რისთვისაც პასუხისგება მოუწევთ! link
თემა: ენა განა სამარცხვინო, უკიდურესად სასაცილო არაა, რომ მსახურს, როგორც წესი, საკუთარი საჭიროებისთვის ვიყენებთ, ხოლო ენას, ჩვენი სხეულის ნაწილს, მსახურივითაც კი არ ვექცევით, არამედ ყველაზე უსარგებლო და ამაო საქმეებს ვაკისრებთ? link
თემა: სიტყვა ნათქვამ სიტყვას უკან ვერ დააბრუნებ: ვიდრე არ წარმოგითქვამს იგი, მისი ბატონი ხარ; ხოლო როცა წარმოთქვამ, იგია შენი ბატონი. link
თემა: სიტყვა ხელიდან გაგდებულ ქვაზე უკვე აღარ გაქვს ძალაუფლება; ისევე როგორც, თითოეულ დაუფიქრებელ სიტყვაზე, ჩვენი ბაგეებიდან რომ გამოფრინდა. link