სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

დილის ლოცვა ადამიანისთვის იგივეა, რაც - დილის ცვარი მცენარეებისთვის დილის ლოცვა ადამიანისთვის იგივეა, რაც - ცვარი

ისაა მთელი დღე ბედნიერი და მოსვენებული, ვინც სათანადო ყურადღებით ლოცულობს დილით. ისაა მთელი დღე ბედნიერი და მოსვენებული, ვინც

რისკენაც წარემართება დილით გონება, იმითაა დაკავებული მთელი დღე, როგორც წისქვილის ქვა, რომელიც მთელი დღის მანძილზე ატრიალებს იმას, რასაც მასში დილიდან ყრიან, იქნება ეს ხორბალი თუ - ღვარძლი. შევეცადოთ დილიდანვე ჩავყაროთ ხორბალი, რათა მტერმა არ ჩაყაროს ღვარძლი. რისკენაც წარემართება დილით გონება, იმითაა

ზიარების საიდუმლო, თუ მას მთელი სისრულით გავიაზრებთ, მარადიულობას მოიცავს: იმიტომ, რომ ეს წმიდა საიდუმლო ღვთის ყოვლადძლიერების, სიბრძნისა და ჩვენდამი სიყვარულის მწვერვალს წარმოადგენს. ზიარების საიდუმლო, თუ მას მთელი სისრულით

ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის რაოდენ მიუწვდომელი სასწაული გაიხსნება ჩვენთვის ზიარების საიდუმლოს საშუალებით! – "ღმერთი, მთელი თავისი ყოვლისშემძლეობით, ვერ შეძლებდა მოეცა ჩვენთვის რაიმე, უფრო აღმატებული; მთელი თავისი სიბრძნითაც კი ვერ იპოვიდა რაიმეს უკეთესს და მთელი თავისი სიმდიდრის მიუხედავად, ვერც ექნებოდა რაიმე - ამაზე აღმატებული - ჩვენთვის მოსაძღვნელად" - ამბობდა ნეტარი ავგუსტინე. ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის რაოდენ

მღვდელმოქმედებას, რომელზედაც ზიარების წმიდა საიდუმლო აღესრულება, ევქარისტია (სამადლობელი) ეწოდება განსაკუთრებულად იმიტომ, რომ ამ დროს უმეტესად მადლობის გრძნობით ვართ აღსავსენი, ვიდრე - ვედრების; რადგანაც აქ ჩვენ იმაზე მეტს ვიღებთ, ვიდრე ვითხოვდით, და არც რჩება რაიმე, რასაც ზიარების საშუალებით არ გვაძლევს ღმერთი მღვდელმოქმედებას, რომელზედაც ზიარების წმიდა

ღმერთს რომ მთელი თავისი კაცთმოყვარებით ადამიანისთვის მიეცა ნება, რომ მას ეთხოვა ღვთისგან ყოველივე, რასაც მოინდომებდა და რის წარმოდგენასაც კი შესძლებდა, განა თუნდაც ასეთ ვითარებაში გაბედავდა ადამიანი, ეფიქრა იმაზე, რასაც მას ამჟამად ზიარების საიდუმლოთი სთავაზობენ?! ღმერთს რომ მთელი თავისი კაცთმოყვარებით

ხვდები კი, ადამიანო, რაოდენ პატივის ღირსი გახდი? რაგვარი ტრაპეზით საზრდოობ? რასაც ძრწოლით უცქერენ ანგელოზები და მისგან გამომავალი ბრწყინვალების გამო თვალის გასწორებას ვერ ბედავენ, სწორედ ამით ვიკვებებით ჩვენ, მას ვეზიარებით და ვხდებით ერთხორცი და ერთი სხეული ქრისტესი; "ვიდრე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელყვნეს ყოველი ქებულებანი მისნი?" (ფს. 105, 2). ხვდები კი, ადამიანო, რაოდენ პატივის ღირსი

მარიამი, მისი სათნოებების სისრულის გამო გამოირჩა დედად ღვთისა, როდესაც თავის წიაღში იტვირთა მაცხოვარი, მან მადლიერების მწვერვალზე მყოფმა იღაღადა: "ყო ჩემთანა დიდებულილ ძლიერმან" (ლუკ. 1, 49). განა ამასვე არ უნდა ამბობდეს ის ქრისტიანი, რომლის სულიც ტერტულიანეს თქმით, საღვთო ტრაპეზის მიღების შემდეგ თვით ღვთის მიერ არის გაპოხიერებული?! მარიამი, მისი სათნოებების სისრულის გამო

თუკი ვინმეს ეეჭვება და არ სწამს, რომ წმიდა ზიარების შედეგად პური, რომელიც ტრაპეზზე დევს გარდაიქმნება იესო ქრისტეს - ძე ღვთისას ხორცად, ხოლო ღვინო - მის სისხლად (ლიტურგიის აღსრულებისას) და ისინი მის ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს წარმოადგენენ, მაშინ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მას უნდა ჰკითხოს: "შეუძლია ღმერთს, შექმნას რაიმე ადამიანზე უმეტესი და მის გონებაზე აღმატებული?" და როდესაც იგი მიუგებს - დიახ! მაშინ კვლავ ჰკითხოს: "მაშ რად ვერ შესძლებს იგი, თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად, როდესაც ღვთის სიტყვით დაემყარა ცა", განა იმავე სიტყვით ვერ გადააქცევს იგი პურსა და ღვინოს თავის სისხლად და ხორცად?". თუკი ვინმეს ეეჭვება და არ სწამს, რომ წმიდა

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2