ანტიქრისტე – კაცი, საშინელი მძლავრებითა და ცბიერებითა. იგი თავის თავს დაარქვამს ღმერთს, იგი იქმს მრავალთა ცრუთა ძალთა და ნიშებსა, და მით მიიქცევს თვისდამი ყოველთა სუსტთა და გარყვნილთა. და ესრედ, იგი შეავსებს ქვეყნის უსჯულოებასა და...
იხილეთ სრულად
ანტიქრისტე – კაცი, საშინელი მძლავრებითა და ცბიერებითა. იგი თავის თავს დაარქვამს ღმერთს, იგი იქმს მრავალთა ცრუთა ძალთა და ნიშებსა, და მით მიიქცევს თვისდამი ყოველთა სუსტთა და გარყვნილთა. და ესრედ, იგი შეავსებს ქვეყნის უსჯულოებასა და დააჩქარებს გამოჩენასა ღვთის სასჯელისასა.
მცირედნი დარჩენილნი რჩეულნი (მეორედ მოსვლის დროს) ცხადად იგრძნობენ მოახლოებასა უფლისასა. უმრავლესნი და თითქმის ყოველნი მაშინდელნი ადამიანნი იქმნებიან დაძინებულნი ცოდვათა შინა, არა რაისა მომლოდებელნი, წარტაცებულნი სიმთვრალითა ად სი...
იხილეთ სრულად
მცირედნი დარჩენილნი რჩეულნი (მეორედ მოსვლის დროს) ცხადად იგრძნობენ მოახლოებასა უფლისასა. უმრავლესნი და თითქმის ყოველნი მაშინდელნი ადამიანნი იქმნებიან დაძინებულნი ცოდვათა შინა, არა რაისა მომლოდებელნი, წარტაცებულნი სიმთვრალითა ად სიმაძღრითა. მაშინ უცბად გამოჩნდეს სასწაული ცათა შინა ძისა კაცისა, და მაშინ იტყებდნენ ყოველნი ტომნი ქვეყანისანი და იხილონ ძე კაცისა, მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა, ძალითა და დიდებითა მრავლითა.
როდესაც ყოველნი სულნი, რომელიც დაბადებითგან ცხოვრებდნენ ქვეყანასა ზედა, შეიკრიბებიან წინაშე მაცხოვრისა, მაშინ იგი განარჩევს მათ და გაჰყოფს, დაადგენს რა ცხოვნებულთა მარჯვენით თვისსა, და წარწყმედილთა მარცხენით თვისსა, და იქვე ეტყვის...
იხილეთ სრულად
როდესაც ყოველნი სულნი, რომელიც დაბადებითგან ცხოვრებდნენ ქვეყანასა ზედა, შეიკრიბებიან წინაშე მაცხოვრისა, მაშინ იგი განარჩევს მათ და გაჰყოფს, დაადგენს რა ცხოვნებულთა მარჯვენით თვისსა, და წარწყმედილთა მარცხენით თვისსა, და იქვე ეტყვის ორთავე მხარეთა მიზეზთა, რომლისათვისცა პირველნი იქნებიან ცხოვნებულ, ხოლო მეორენი წარწყმედულ. რას ნიშნავს, ძმანო ჩემნო, რომელ მაშინ მაცხოვარი არცა პირველთა არ ეტყვის, რომ თქვენ გქონდათ სარწმუნოება ჩემი, და არცა მეორეთა მა...
რასა შინა მდგომარეობს ნეტარება ცხოვნებულთა – ამას კაცის გონება ახლა ვერ წარმოიდგენს, საღმრთო წერილში არის თქმული მხოლოდ ისა, რომელ ცხოვნებული იქნება ბრწყინვალე, ვითარცა მზე, რომელ ღმერთმან მას მოუმზადა ისეთი ნეტარება, რომელი თვალს...
იხილეთ სრულად
რასა შინა მდგომარეობს ნეტარება ცხოვნებულთა – ამას კაცის გონება ახლა ვერ წარმოიდგენს, საღმრთო წერილში არის თქმული მხოლოდ ისა, რომელ ცხოვნებული იქნება ბრწყინვალე, ვითარცა მზე, რომელ ღმერთმან მას მოუმზადა ისეთი ნეტარება, რომელი თვალსა კაცისასა არ უნახავს, ყურსა მისსა არ სმენია და გული მისი ვერ წარმოიდგენს.
რა იქნება ტანჯვა წარწყმედილთა? ამას ვერ წარმოიდგენს გონება კაცისა სრულებით, მხოლოდ არის თქმული, რომელ იგინი იქნებიან ბნელსა გარესკნელისასა, სადაცა ცეცხლი მათი არა დაშრტების, და მატლი მათი არ დაიძინებს.
ერთობ საკვირველი არის, ძმანო ჩემნო, რომელ უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, ოდეს ყოველი კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა განჩინებასა და შეიტყობს საუკუნესა ხვედრსა თვისსა, მაცხოვარი სხვას არაფერს არ გაახსენებს ...
იხილეთ სრულად
ერთობ საკვირველი არის, ძმანო ჩემნო, რომელ უკანასკნელსა ამას და საშინელსა წამსა, ოდეს ყოველი კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა განჩინებასა და შეიტყობს საუკუნესა ხვედრსა თვისსა, მაცხოვარი სხვას არაფერს არ გაახსენებს და არ უქებს მართალთა თვინიერ ამისა, რომელ იგინი იყვნენ მოწყალენი, თუმცა, უეჭველია, რომ მათ სხვანიცა მრავალნი შეამკობდნენ სათნოებანი. ეგრედვე ცოდვილთა სხვა მიზეზს არაფერს ეტყვის, დააყვედრებს მხოლოდ იმას, რომ იგინი იყვნენ ...
მაცხოვარი მოითხოვს ჩვენგან საქმესა, და არა მხოლოდ სიტყვასა; მოითხოვს ჩვენგან მოქმედებასა, მოძრაობასა და არა მხოლოდ უქმსა გულის სიტყვასა და უნაყოფოსა გრძნობასა. იქნება შენ, ძმაო, სარწმუნოება და სასოება გაქვს, გარნა ესენი არიან უნაყ...
იხილეთ სრულად
მაცხოვარი მოითხოვს ჩვენგან საქმესა, და არა მხოლოდ სიტყვასა; მოითხოვს ჩვენგან მოქმედებასა, მოძრაობასა და არა მხოლოდ უქმსა გულის სიტყვასა და უნაყოფოსა გრძნობასა. იქნება შენ, ძმაო, სარწმუნოება და სასოება გაქვს, გარნა ესენი არიან უნაყოფონი, იქნება შენ მრავალი კეთილი განზრახვა გქონდა გულში, გარნა თუ განზრახვა შენი არ აღასრულე, სიტყვა საქმედ არ აქციე, სურვილი სისრულეში არ მოიყვანე, მაშინ შენ ვერ გაერევი მარჯვენით მდგომარეთა და ვერ ცხონდები.
როდესაც შენის ნამეტნავისაგან შენისა მოსამსახურის ხელით გლახაკსა გაუგზავნი მცირე რასმე მოწყალებას, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მაცხოვარი იმას მოითხოვს, რომ შენი ხელით აღასრულო მცნება მოწყალებისა, მოითხოვს მისთვის, რომ, ოდეს შენ...
იხილეთ სრულად
როდესაც შენის ნამეტნავისაგან შენისა მოსამსახურის ხელით გლახაკსა გაუგზავნი მცირე რასმე მოწყალებას, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მაცხოვარი იმას მოითხოვს, რომ შენი ხელით აღასრულო მცნება მოწყალებისა, მოითხოვს მისთვის, რომ, ოდეს შენ პირადად, შენი ხელით ემსახურები გაჭირვებულსა, მაშინ შენ გულიც გაგიკეთდება, მიეჩვევი ღვთის მორჩილებასა, სიმდაბლესა, ჭეშმარიტად და გულითად შეიყვარებ მას, რომელსაც შენი ხელით ემსახურები, და ამ სახით მოწყალებასა შენსა ექნება...
ჩვენ ყოველნი ვართ ასონი, ანუ წევრნი ქრისტეს გვამისანი; მაშასადამე, ჩვენ ყოველნი ქრისტიანენი შევადგენთ ერთსა გვამსა, ანუ სხეულსა, ესე იგი, ვართ ურთიერთას ასონი. ქრისტე არის ჩვენი თავი, ჩვენ ვართ მისი და ურთიერთის ასონი და სახსარნი.
როდესაც შენ, ძმაო ემსახურები გაჭირვებულსა და გლახაკსა, მაშინ თვით ქრისტესა ემსახურები. მრავალგზის გვესმის ჩვენ ეს დიდი ჭეშმარიტება, გარნა მრავლისა თქმისა და სმენისაგან ისე მიეჩვია ჩვენი ყური, რომელ იგი დიდად არაფრად მიგვაჩნია, მაშ...
იხილეთ სრულად
როდესაც შენ, ძმაო ემსახურები გაჭირვებულსა და გლახაკსა, მაშინ თვით ქრისტესა ემსახურები. მრავალგზის გვესმის ჩვენ ეს დიდი ჭეშმარიტება, გარნა მრავლისა თქმისა და სმენისაგან ისე მიეჩვია ჩვენი ყური, რომელ იგი დიდად არაფრად მიგვაჩნია, მაშინ როდესაც ჭეშმარიტისა ქრისტიანისათვის არა რაი არს უტკბილესი იმ აზრისა, რომელ როდესაც იგი ემსახურება გაჭირვებულსა თვისსა მოყვასსა, მაშინ იგი ემსახურება, ავასხებს თვით ქრისტესა.